ვიდეო, რომელიც შეცვლის შენს ცხოვრებას

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 11 сен 2024
  • მე არ ვიცი ვინ ხარ, რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ და რა სქესის ხარ.
    ამას არსებიყი მნიშვნელობა არ აქვს
    მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით ვიცი, შენ გაქვს ოცნება
    ყველა ჩვენთაგანს გულის სიღრმეში აქვს ოცნება
    შენ უბრალოდ მალავ საკუთარ ოცნებას მსოფლიოსგან
    შენ უსმენ იმ ხალხს, ვინც გეუბნება “იყავი რეალისტი” , “ეს შეუძლებელია”, “შენ ეს არ გამოგივა”
    და შენ იკეტები
    დრო მიდის თავისი ტემპით, თითქოს და ყველაფერი რიგზეა, მაგრამ გულის სიღრმეში იაზრებ, რომ შენ არ ცხოვრობ შენი ცხოვრებით
    შენი ცხოვრება უმეტესად რუტინაა და ცხოვრებაში უხვად გესმის “შენ უნდა გააკეთო ის” “უნდა გააკეთო ეს”
    უნდა უნდა უნდა, ვალდებული ხარ
    ვის უნდა? რატომ ხარ ვალდებული?
    უნდა მათ თუ შენ?
    იცი რა ჰქვია ყველაზე მდიდარ ადგილს მსოფლიოში?
    დარწმუნებული ვარ, რომ არ იცი
    ეს არც ამერიკა და არც დუბაია
    ეს სასაფლაოა
    იმიტომ რომ სასაფლაოზე დამარხულია მსოფლიოში ყველა ადამიანის ოცნებები
    სასაფლაოზე დამარხულია პროექტები და სტარტაპები , რომლის შესახებ ვერასდროს გაიგებ
    დამარხულია ლეგენდარული სიმღერები, რომელსაც ვერასდროს მოისმენ
    დამარხულია წიგნები, რომელსაც ვერასდროს წაიკითხავ
    სასაფლაოზე ულევი ხალხია, ვინც ვერ შეძლო საკუთარი თავის რეალიზება
    იმიტომ რომ ეშინოდათ რისკის
    ზუსტად ისე ეშინოდათ, როგორც შენ გეშინია ახლა
    მაგრამ ერთ რამეს გეტყვი შენ არ ხარ სასაფლაოზე
    ჯერჯერობით…
    ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ ერთხელ, ერთადერთხელ
    ყოველ გასულ წამს, ყოველ გასულ წუთს , დღეს და კვირას შენ ვერ დააბრუნებ
    ყოველი გასული დღე გაახლოებს შენ რასთან?
    სასაფლაოსთან
    გავიდა 1 კვირა და შენ ზუსტად 1 კვირით მიუახლოვდი სიკვდილს
    ჩვენ ყველანი ვუახლოვდებით სიკვდილს
    და რას აკეთებ ამასობაში შენ?
    დილიდან საღამომდე სქროლავ
    უყურებ არაფრის მომტან ინფორმაციას
    თამაშობ ონლაინ თამაშებს
    ეწევი სიგარეტის 2 კოლოფს
    ერთი სული გაქვს პარასკევი მოვიდეს, რომ გათიშვამდე დათვრე
    ცხოვრებაში არ არის უკან გადახვევის და პაუზის ფუნქცია
    ცხოვრება მიდის მხოლოდ წინ
    და შენ უახლოვდები მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილს, უბრალოდ გაიაზრე ეს ელემენტარული ფაქტი!
    და შენ მაინც აგრძელებ სხვისი ცხოვრებით ცხოვრებას
    ამიტომ დააფასე ყოველი მომენტი
    იცხოვრე ბოლომდე, იცხოვრე შენი საუკეთესო ცხოვრებით
    ამ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია
    ამერიკელ მწერალს ჰელენ კელერს, რომელიც ყრუ და ბრმა დაიბადა, ჰკითხეს რა შეიძლება იყოს უარესი იმაზე , ვიდრე დაიბადო ყრუ და ბრმა?
    იცით ჰელენმა რა პასუხი გასცა ამ კითხვაზე?
    იქნებოდა ბევრად უარესი , დავბადებულიყავი მხედველობის უნარით, საკუთარი ცხოვრების ხედვის გარეშე
    ბევრად უარესი იქნებოდა და რას აკეთებ ამასობაში შენ?
    დილიდან საღამომდე სქროლავ
    უყურებ არაფრის მომტან ინფორმაციას
    თამაშობ ონლაინ თამაშებს
    ეწევი სიგარეტის 2 კოლოფს
    ერთი სული გაქვს პარასკევი მოვიდეს, რომ გათიშვამდე დათვრე
    სმენის უნარით და საკუთარი თავის მოსმენა არ შემეძლოს
    ასე რომ უსმინე შენს თავს, რომ სიბერეში სინანულის შეგრძნებამ არ დაგახრჩოს, რომ ამდენი შესახლებლობა ხელიდან გაუშვი
    ხალხი არ კვდება 70, 80 და 90 წლისას ისინი კვდებიან 25 წლის ასაკში…
    ნუ მისდევ ნაცრისფერ მასას, გაიკვალესაკუთარი გზა!
    შენ მხოლოდ ერთი ცხოვრება გაქვს
    ახლა ადექი და დაიწყე ოცნების ახდენა!

Комментарии • 6

  • @natiaodilavadze129
    @natiaodilavadze129 2 месяца назад +1

    ძალიან დიდი მადლობა ❤❤

  • @giorgigabunia9349
    @giorgigabunia9349 11 месяцев назад +2

    სწორად აღქმული რეალობა...მშვიდობა და მადლობა გიორგი.

  • @MrDaviti1986
    @MrDaviti1986 11 месяцев назад +1

    კარგია! 👍

  • @fatimaguiorgadze506
    @fatimaguiorgadze506 11 месяцев назад +2

    Როგორი ჭკვიანი ახალგაზრდა ხარ. Წარმატებები. 🙏👍

  • @AndroZaza-dj2hf
    @AndroZaza-dj2hf 3 месяца назад

    მართალია რისკი და ქმედებაა რამის მისახწევათ