მუცო - ახალი სიცოცხლე - MUTSO - A NEW LIFE - დოკუმენტური ფილმი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 15 окт 2020
  • მუცოს ახალი სიცოცხლე - დოკუმენტური ფილმი, რომლითაც საქართველო პარიზში კულტურული მემკვიდროების სამიტის ფარგლებში, ევროკომისიისა და ევროპა ნოსტრას კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების - ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციაზე წარსდგა..
    ციხე-სოფლის რესტავრაციის პროექტის ავტორის - სოსო ბანძელაძის ხსოვნას მიძღნილი ფილმი ათწლეულობით მიტოვებული არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის 6 წლიან მიმდინარეობას წარმოაჩენს, რომელიც 2014 წლიდან სახელმწიფოს და საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-ს მიერ დაფინანსდა. ის ასახავს პირიქითა ხევსურეთის მაღალმთიან სოფელში დაწყებულ უკუმიგრაციის პროცესს, მშრალი ფიქალის წყობის მეთოდის აღდგენილ ტრადიციასა და რელიეფისა და ინფრატრუქტურის სიმწირის სახით დაძლეულ პრობლემებს, რამაც მუცოს პროექტი საქართველოს სარესტავრაციო პრაქტიკაში უნიკალურ მაგალითად აქცია.
    ფილმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინციატივით მომზადდა სტუდია "აქტმედია"-ს მიერ.

Комментарии • 1

  • @user-pc1km9db6j
    @user-pc1km9db6j 3 года назад +1

    ჩამოტვირთვა ჩართეთ რა