რევაზ ჩელებაძე: დინამოს არსებობის ისტორიაში ასეთი შტურმი არ მახსოვს
HTML-код
- Опубликовано: 4 окт 2024
- 1979 წლის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე თბილისის დინამომ ფინალში მოსკოვის სპარტაკთან 1:2 წააგო. ნახევარფინალში კი თბილისელებმა ნამდვილი სასწაული ჩაიდინეს და მაშინდელი ლენინგრადის გუნდს ბოლო 15 წუთში მოუმტავრეს საქმე.
რუბრიკაში, „ერთი მატჩის ისტორია“, იმ დროინდელ პერიპეტიებს დინამოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი რევაზ ჩელებაძე იხსენებს.
ჩვენი ჩელე -- უძლიერესი ფეხბურთელი და უკეთილშობილესი პიროვნება! იშვიათი იუმორის პატრონი! 1985 წლის ზაფხულში ლესელიძის საწვრთნელ ბაზაზე გავიცანი. საოცრად უყვარდათ ბიჭებს, რადგან თვითონ არის სიკეთის განსახიერება. მახსოვს, რამდენიც ითამაშა ნარდი, იმდენი მოიგო. მაშინ დავუფიქრდი გავრცელებულ აზრს, კეთილი გულის კაცს კამათელი სწყალობსო. სასწაულებს შვრებოდა ვარჯიშზე. ბურთთან ასეთი სიახლოვე ვერ წარმომედგინა. ფრენბურთს თამაშობდნენ ფეხით და ჩელე სრულფასოვან საფრენბურთო ჩაჭრებს აკეთებდა ფეხით. ნახეთ მისი საუბარი ინტერვიუებზე -- როგორ არსებითად და საფუძვლიანად მსჯელობს ხოლმე. თან მსახიობს შეშურდება მისი გამომსახველობა. ღმერთმა სიკეთე მისცეს ამ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს!
მიყვარს ამ ადამიანის სმენა )))
ერი - ჰაააა ... სულ გაუბერეთ ?!
ეს თამაში ითამაშეს საქართველოსა და მოსკოვის ნაკრებებმა და არა, მოსკოვის "დინამომ" !!!
რეზო არის ფეხბურთელი-ლეგენდა
დიდი მადლობა! გაიხარეთ! სად მოგწეროთ! ჩემი facebook.com/pachkoria.tengiz
Tkve sirebo,ak tamashoben sakartvelos da qalaq moskovis nakrebebi da ara moskovis da tbilisis dinamoebi