Nissan X-Terra - როგორი მანქანაა წლების შემდეგ და ღირს თუ არა ყიდვა...?!

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 15 дек 2019
  • ⛔ რა მანქანა ვიყიდოთ: Nissan X-terra (WD22).
    👉Nissan X-terra (WD22) , რომელიც 2000-2004 წლებში იწარმოებოდა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყველგანმავალია. იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს შეიძინოს ყველგანმავალი 8 000 $ ფარგლებში და არ აქვს პრეტენზია გამორჩეულ კომფორტზე, X-terra შესანიშნავი არჩევანია. უხეში გარეგნობა საიმედოობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ავტომობილის ძირითად ღირსებად მისი მფლობელები გამავლობას და გამძლეობას ასახელებენ. პრინციპში, ყველგანმავალს ამაზე მეტი არც უნდა მოეთხოვებოდეს.
    👉სალონი ისეთია, როგორიც უგზოობის მოყვარულ ადამიანებს სჭირდებათ: არცთუ ისე კომფორტული, უგზოობაზე სვლისთვის საჭირო მაღალი სავარძლებით და უბრალო დეტალებით. ავტომობილის საბარგული არ არის გათვლილი დიდი რაოდენობის ტვირთის გადასაზიდად.
    👉რეალურად, X-terra მუშა, უპრობლემო გადაადგილების საშუალებაა, რომელსაც თითქმის ყველანაირი გზის დაძლევა შეუძლია.
    👉მფლობელები 3.3-ლიტრიან ბენზინის ძრავას გვირჩევენ. მექანიკური გადაცემათა კოლოფი უფრო ეკონომიურია და უგზოობის დროს, ავტომობილის უფრო კარგად ფლობის საშუალებას გვაძლევს. ძირითად პრობლემად მფლობელები დაკიდების სისტემას (რესორები) და ძრავის არაეკონომიურობას ასახელებენ.
    👉X-terras სერვისი იაფი ნამდვილად არ არის. ხელოსნის მოძიება შეიძლება, თუმცა სანამ ავტომობილს ჩავაბარებთ უნდა დავრწმუნდეთ, რომ კარგი სპეციალისტია. ნაწილებს რაც შეეხება: შოვნის პრობლემა არ არის, თუმცა მფლობელების თქმით, ძირითადად ძვირია. ამ ნაკლს ავტომობილი თავისი ხარისხით ფარავს - X-terra-ს გაფუჭება არც ისე ადვილი საქმეა.
    👉მოკლედ, ნისანის ყველგანმავალი იმ ადამიანებისთვის არის, ვისაც ხშირად უწევს უგზოობაზე სიარული და ავტომობილისგან კარგ გამავლობას და გამძლეობას ითხოვს. თავისი ფასით და ხარისხით X-terra ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა.
    👉 ვიდეოში ასახული ინფორმაციისათვის მადლობა: www.autobild.ge/?lang=ka-GE
    👉 ვიდეოს გაზიარება ნებადართულია. გადმოწერა, სოციალურ ქსელში ან იუთუბზე ატვირთვის შემთხვევაში, დარეპორტდებით გაუფრთხილებლად.
  • Авто/МотоАвто/Мото

Комментарии • 90

  • @vakhtangkopaliani9224
    @vakhtangkopaliani9224 4 года назад +30

    საშინელი მოსასმენია ასეთი მეტყველება . კარგ საქმეს აკეთებს ეს ადამიანი ,მაგრამ რაც არ უნდა კარგი მიმოხილვა გააკეთოს მეტყველება თუ არ გამოსწორდა ძალიან არასასიამოვნო მოსასმენია

  • @user-tf6ef1bu6q
    @user-tf6ef1bu6q 4 года назад +15

    ტექსტი აწი ვინმე ისეთს ჩააწერინე ნორმალური ,, ლ ,, რომ ქონდეს რაა...😱😱😱😱

  • @davitxevsuri7642
    @davitxevsuri7642 4 года назад +1

    dzalian kargi da sachiro videoebi gaqvt...maladec 💓😘👍

  • @user-td8dc4by3f
    @user-td8dc4by3f 3 года назад +2

    3,3 ვიყიდე 2004 ანი და მართლა ძაან გამძლე მანქანაა! გამოვლობაც ძაან მაგარი აქვს! ტიპიური უგზოობის მანქანაა მინიმალური კონფორტით!! წვა აქვს ბევრი!! თხევადი გაზი მირჩიეს!!

    • @ruxabiker3451
      @ruxabiker3451 2 года назад +3

      Txevadi gazi ekonomias ar gagiketebs benzinis fasi aqvs ukve

  • @user-fo3vf7kn3v
    @user-fo3vf7kn3v 4 года назад +9

    ცდები ძმაო ნისან იქსტერას საკმაოდ დიდი საბარგული აქ

  • @nikaginturi9742
    @nikaginturi9742 3 года назад +4

    ორი წელია მყავს 6000სი ლარი მივეცი 3.3მი მექანიკა ორწელიწადში 1780ლარი დავახარჯე ყველაფრით ანუ ზეთი კალოტკები და საბურავები, მინდა ვთქვა რო ძალიან ეკონომიურია მექანიკა მთაზე მყავს და ყოველდღიურად მოძრაობს მანქანა არის უძლიერესი ისეთი რამე მაქვს გაკეთებული რო ჯერ ინტერნეტშიც არმინახია!

  • @irakligvazava8698
    @irakligvazava8698 4 года назад +2

    nissan x-trail gadaixe gtxovra mainteresebs minda shevidIno ra 2000- 2005wlamde 2:2dizelis dzravze saojaxot minda ra meqanika mainteresebs am manqanaze yvelanairi informacia madloba winaswae

  • @giorgidvali3198
    @giorgidvali3198 4 года назад +3

    კარგი ჯიპია ოღონდ ბევრ საწვავს მოიხმარს და ნაწილების შეცვლაც ძვირია

  • @mrgio-x530
    @mrgio-x530 4 года назад +2

    ოპააა ახალი ვიდეო დაიდო და ცეცხლი აინთო😁😁

    • @mrgio-x530
      @mrgio-x530 4 года назад +1

      ეეე 3 წუთში ჩაქრა😑😑🙄🤨

    • @officialleonproduction8993
      @officialleonproduction8993  4 года назад

      ხანდახან მოკლე ვიდეოებიც საჭიროა. 😉🤘 კიდევ დაემატება სიახლეები არხზე.

  • @dachididebashvili8951
    @dachididebashvili8951 4 года назад +1

    კარგი იყო,ერთი თხოვნა მაქვს OPEL FRONTERA B-ზე,OPEL ASTRA-ზე ან OPEL INSIGNIA 2019-ზე გააკეთე რა ვიდეო,საინტერესო იქნება

  • @irakligvazava8698
    @irakligvazava8698 4 года назад +1

    გეხვეწები რა nissan X trail გადაიღე 200-2005წლამდე ვაპირებ შეძენას და მაინტერესებს როგორი მანქანა ბინზინიც და დიზელიც უფრო დიზელის შეძენას ვაპირებ 2:2ძრავით

  • @mirosinchkhartishvili977
    @mirosinchkhartishvili977 Год назад

    მე მყავს მეორე წელია
    2003წლიანი 3.3 ძრავით ავტომატიკა. და კმაყოფილი ვარ,კარგი მანქანაა

  • @zukabadbaf9846
    @zukabadbaf9846 4 года назад +3

    კარგი მანქანა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ძირითადად ავტომატური კოლოფით არის გავრცელებული და ბევრისგან გამიგია რომ ბუქსირების დროს გაუფუჭდა კოლოფი

  • @notagem2055
    @notagem2055 4 года назад +1

    სად ლიაპარაკობენ ასე იქნებ გამცე პასიხი? ძალიიან მაინტერესებ? სალიონი მართლა არ უარგა ამ მანქანას მარა გამავლიობა მაგარი აქვს

  • @devilacuzbaia1357
    @devilacuzbaia1357 4 года назад +1

    კარგია და მისასალმებელია რომ ბევრისთვის უცნობ და არაპუპულარულ ავტომობილებზეც მახვილდება ყურადღება. თუმცააღა ამ მანქანისგან ამ შედეგს და ამ აღწერას არ ველოდი😀 ეს თუ გამძლე იყო ნაღდად არ ვიცოდი.

  • @7._.gio._.767
    @7._.gio._.767 4 года назад +2

    x terra magaria dzaan da araa dzviri

  • @kiber2625
    @kiber2625 4 года назад +2

    რავიცი იმდენს ყავს საქართველოში, ბევრი სანადიროთაც იყენებს... რავი ცუდი რომ იყოს ხომ არ იყოლიებდნენ, მაგრამ ფასი ნამეტანია მართლა.

  • @BEBERSKI11
    @BEBERSKI11 Год назад

    Martalia dzmao mara resorebi ar fujdeba sadme 2 metrian iamashi tuar chaartyi manqana

  • @goderdziaphtsiauri4633
    @goderdziaphtsiauri4633 7 месяцев назад

    Jeep Wrangler ის შემდეგ ამაზე უარესს თუ ვნახავდი არმეგონა საშინელი მანქანაა მგზავრები რომ ჩასვა უკან გადმოხტებიან გამავლობაც არგაიშვას მაგის , საუბარი მაქვს 2004 წლამდე მოდელებში 2005 იდან ბევრად კარგი მანქანებია

  • @user-sy2pu5tj7p
    @user-sy2pu5tj7p 4 года назад +3

    mercedes g63 6x6 itoria mainteresebs, tu shegidzlia gadaige

  • @sandronefaridze8434
    @sandronefaridze8434 3 года назад +1

    didi veraferia gasvlashi uazrod bevrs wvavs sxva ekonomiuri da ufroifa manqanebi jobnis kidec tavis wlovanebashi

  • @user-td8dc4by3f
    @user-td8dc4by3f 3 года назад +2

    რესორების გაუმართაობა რას ნიშნავს? რესორს რა მოსდის? როგორ ხვდებით რომ გაუმართავია?

    • @paatamaisuradze8903
      @paatamaisuradze8903 9 месяцев назад

      ტყდება, იმტვრევა დროთა განმავლობაში

  • @user-ht2lf9wu4k
    @user-ht2lf9wu4k 4 года назад +3

    MITSUBISH MONTERO SPORT-ი გადაიღე თუ მოახერხებ.❤

  • @ninosaliashvili5595
    @ninosaliashvili5595 3 года назад +2

    მსგავსი გადაიღე ოღონდ ახალ იქსტერაზე

  • @vaxoniazashvili8688
    @vaxoniazashvili8688 4 года назад

    მეტყველება სახვეწე . განსაკუთრებულად ლ. და უცხოური სიტყვების სწორად წარმოთქმა. სწორად აწვდი ინფორმაციას და მომწონს. ასევე კარგი იქნება თუ ასე ჩქარა არ ისაუბრებ და ვიდე მასალებსაც გამოიყენებ. წარმატებები.

    • @officialleonproduction8993
      @officialleonproduction8993  4 года назад +1

      მადლობა რჩევისთვის. ❣️
      რაც შეეხება ვიდეო მასალებს გათვალისწინებულ იქნა. ადრე იუთუბმა წაგვიშალა ვიდეომასალის გამოყრნებისთვის ვიდეოები. ეხლა გავარკვიეთ თუ სწორად ისე როგორ უნდა გვექნა რომ იუთუბს საავტოროებისგამო არ წაეშალა. და ამ კვირაში დადებულ ორ ვიდეოში ვიდემასალებიცაა გამოყენებული ❣️ მომავალი სხვა ვიდეოებში. იქნება ვიდემასალა ❣️

  • @fainferofainfero7523
    @fainferofainfero7523 2 года назад

    ჩემი აზრი, რაც შეეხება ნისანს, ასეთი ''ნь' და'''ლь'' საზარელი და უსაზიზღრესი მოსასმენია!

  • @sulxanigrigolashvili2518
    @sulxanigrigolashvili2518 3 года назад +2

    3500$ იყიდი საკაიფო მდგომარეობაში.2004 მდე

  • @sulxanigrigolashvili2518
    @sulxanigrigolashvili2518 3 года назад +1

    ვირია რა.არაკომფორტული მაგრამ ამტანი და ძლიერი.კარგი გამავლობით.პირადად ჩემი პრასტოი ხიდებით არის.მექანიკა.15 ლიტრს წვავს ქალაქში.12 ტრასაზე.

  • @giorgichigladze12
    @giorgichigladze12 4 года назад +5

    dzaan magari manqana me piradad myavs nisan x tera 3.3 kompresor ukve 5 welia am 5 wlis ganmavlobashi manqana mushaobss dzalian idealurad miuxedavad amisa miwevs cud gzebze siaruli. getanxmebi yvelafershi ... jigarixar

  • @nikakizikurashvili3813
    @nikakizikurashvili3813 4 года назад +4

    pirveli var da shelby gt500 gadaige magalitad 1967 wlianze eleonorze

    • @kiber2625
      @kiber2625 4 года назад +1

      გენაცვალე 🖤 ეგ უეჭველი უნდა გადაიღოს 🖤

    • @nikakizikurashvili3813
      @nikakizikurashvili3813 4 года назад

      K I B E R ტრონელი gaixaret bichebo

    • @nikakizikurashvili3813
      @nikakizikurashvili3813 4 года назад

      გიორგი გოგსაძე jigari xar dzmao chemi ocnebis manqanaa

  • @detective8984
    @detective8984 3 года назад +1

    ბიძაჩემს ყავს იქსტერა და ძალიან ქარგად დადიდს ყველგან მავალიცა ვეთანხმები ამ ბიჭს

  • @desu2538
    @desu2538 4 года назад +1

    c63 w204 gadaige ra magrad mainteresebs

  • @user-df8zp7nl9w
    @user-df8zp7nl9w 4 года назад

    ფასი ზუსტად თქვი არასწორი ფასია რა რვაათასი ამფასად იქსტერასიყიდი 2008 წლიდან ზევით და მსოფლიოს მესამე ადგილოსსანი ოფროუდერი გეყოლება ძრავიც ძლიერი აქვს და სალონიც საკმაოდ კარგი რაც ოფროუდერს შეეფერება

  • @L.O.M.I.N.A.S.H.V.I.L.I
    @L.O.M.I.N.A.S.H.V.I.L.I 4 года назад +1

    Toyota AE86 ზე გადაიღე ძაან საინტესო იქნება

  • @giorgiqavtaradze6412
    @giorgiqavtaradze6412 4 года назад +4

    Jeep Grand Cherokee gadaige

  • @paatamaisuradze8903
    @paatamaisuradze8903 9 месяцев назад

    ზოგმა დიქცია დაიწუნა, ზოგმა წარმოთქმა, ვისი რა საქმეა. უკეთესი ვიდეო თქვენ დადეთ და ლიტერატურული ენით მეტყველებაც არ დაგავიწყდეთ.

  • @Kimetsunoyaibaeditor
    @Kimetsunoyaibaeditor 4 года назад +1

    გთხოვთ დახასიათოთ Toyota 4ranner

  • @Mambaa77777
    @Mambaa77777 2 года назад

    Ravi dzmao 11 welia myavs scanetshi da dzalian magaria

  • @giorgikupatadze1568
    @giorgikupatadze1568 4 года назад

    5000..8000.mqondes da eg viyido?? ara ponti araaa

    • @paatamaisuradze8903
      @paatamaisuradze8903 9 месяцев назад

      გემოვნებაზე არ დაობენ მეგობარო. ისე რას იყიდი მაგ ფასად საინტერესოა

  • @omariberishvili2023
    @omariberishvili2023 4 года назад +1

    Golf r და golf gti ზე გადაიღე რა 🥰🥰🥰💕

  • @voodoolake4491
    @voodoolake4491 2 года назад +1

    ძალიან საინტერესო ვიდეოებია და საინტერესოდ და მონდომებით ხსნი მაგრამ "ლ" ბგერა ყველაფერს აფუჭებს 😕

  • @user-fo3vf7kn3v
    @user-fo3vf7kn3v 4 года назад +2

    მე ყავს ნისან იქსტერა 3.0ძრავით ეს არის ძალიან ძლიერი მანქანა 1მეტრა ნახევარ გაუკვალავ თოვლში პადიომზე ისე ავიდა ზედმეტად არც დაბუქსავებულა თან მექანიკა უფრო ძლიერია

  • @user-fo3vf7kn3v
    @user-fo3vf7kn3v 4 года назад

    მეც ეგ მყავს რაც თქვი

  • @romanishavadze907
    @romanishavadze907 3 года назад

    საბოლტეს ვერ ვშოულობ პაგრიშკის და მიმასწავლით

  • @tedochaligava9283
    @tedochaligava9283 4 года назад +1

    kargia da shemdeg videoshi top10 yvelaze usafrtxo avtomobilebze gadaige

  • @everythingisfine4850
    @everythingisfine4850 3 года назад

    rogor tqvi deda geyoleba shen megreli :D

  • @user-td8dc4by3f
    @user-td8dc4by3f 3 года назад +1

    ძაან საინტერესო ვიდეოა! 3,3 ძრავით უკვე დაძველებული და რესურს გამოცლილი მოდელებია! ღირს თუ არა 4,0 ძრავით შეძენა?

  • @user-df8zp7nl9w
    @user-df8zp7nl9w 4 года назад +2

    ახალი იქსტერის ტესტიც გააკეთე 4.0

  • @user-fo3vf7kn3v
    @user-fo3vf7kn3v 4 года назад +2

    ეს არის მანქანა რომელსაც უველაფერი შეუძლია

  • @user-ev4vc9dm5m
    @user-ev4vc9dm5m 3 месяца назад

    5000 მივეცი და მაგარი მანქანებია Ძან გაზაობა გიდა Თუ რა იტანს ყველაფერს

  • @giorgichigladze12
    @giorgichigladze12 4 года назад +1

    bmw x5 dagaige memgoni saintereso iqneba

  • @giobakhtadze5672
    @giobakhtadze5672 3 года назад

    axla tkvenze asworebiet xma tu ginda uyure tuara nu atataleb mag enebs

  • @paatachigaldze5144
    @paatachigaldze5144 9 месяцев назад

    me mysvs meqanika da dzaan magrad dadis ofroudze

  • @giorgigiorgadze6247
    @giorgigiorgadze6247 Год назад

    რვა წლის განმავლობაში კალოდკების და ზეთის გარდა არაფერი არ შემიცვლია.
    უარობდა იკლებს ზეთის...სადღაც ჟონავს...
    პირველად სამი წლის უკან დავამატე 2 ლიტრი და დღეს მეორედ დავამატე 3 ლიტრი...ეს არის და ეს...
    რავიცი ქე კი დაიარება
    და. ისე კარობკაში ზეთის დაქცევა ყველას ჰქონიათ.
    მაგარი მანქანა ყოფილა...ეს ახალი მომცა 🤔🤔🤔

  • @lashalasha4335
    @lashalasha4335 4 года назад +1

    შესწორწბას ბევრე შეიტანდა კაცი მანდ მაგრამ ერთ ერთი არის მაღალი სკამები,პირიქით ძალიან დაბლა აქვს სკამები ბევრმა თვითონ აწია რადგან დაბალზეა.

  • @dutumegreli9742
    @dutumegreli9742 2 года назад

    ეს შერბილებული "ლ"მეგრულში მოსულა იმიტომ რომ ენა ენაა მასეთი სპეციფიკური.მაგრამ ქართულში ლ-შერბულებას გიგორ ახერხებთ😜😂

  • @vegasmarius3529
    @vegasmarius3529 2 года назад

    Sashineli kilo gakvs. Imushave diqciaze!

  • @ereklemakaschvili9402
    @ereklemakaschvili9402 4 года назад +1

    ნისან იქსტრაილზე გააკეთე

  • @irakli_kh
    @irakli_kh 2 года назад

    ლიომი

  • @giorgivardidze6151
    @giorgivardidze6151 4 года назад +1

    Monteroc gadaige

  • @dimitriimchedzlidze222
    @dimitriimchedzlidze222 4 года назад

    x tailzec gakete

  • @giorgimindiashvili3020
    @giorgimindiashvili3020 4 года назад

    bmw e30 გადაიღე

  • @nemesis5152
    @nemesis5152 4 года назад +1

    რავიცი აბა მე მაგალითად 8000$ არმივცემ მაგაში და წავალ 1998 დან 2002 ამდე ტოიოტა პრადო მომივა ბევრად გამძლე და გამომდგარი 4000$ ად დავფიქრდებოდი მაგრამ მაინც არის მაგ ფასშიც ბევრი სერიოზული კონკურენტი გამძლეობაში და გამავლობაშიც სადავოა ...

    • @qartveli6179
      @qartveli6179 4 года назад +4

      ტოიოტა პრადო ხსენებადაც არაღირს 2000დან 2005 წლამდე X ტერასთან რომელიც კარგ მდგომარეობაში მყოფი დაჯდება 4000დან 5000 $ მდე 3.3 ძრავი არი გამძლე და ძაან გამომდგარი ხიდებზე და რაზატკაზე ხო ზედმეტია საუბარი 6 წელი მარტო ზეთს და საბურავებს უცვლიდი და არეკლდა უგზოობა თანაც საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი X ტერას შეძლება

    • @nugzarxabazi1581
      @nugzarxabazi1581 3 года назад +1

      @@qartveli6179 უძლიერესია იᲥსტერა მაგაზე გამძლე და ამტანი არ მეგულება,მყავს და ვიცი თუ რა შეუძლია.

    • @paatamaisuradze8903
      @paatamaisuradze8903 9 месяцев назад

      რომელი პრადო იქნებ გვითხრა, საინტერესოა

  • @rojer9147
    @rojer9147 2 года назад

    LLLLLLLLLLLLLLLLLLLLLLLLLLL

  • @mahirkazimov8774
    @mahirkazimov8774 4 года назад

    Yle mankanaa 4.0 myavda 10 shı vıyıde 2 sı gavyıde. 30 litr wvavda zeys ıklebda Magram blatnoı mankana sagmaod ckarıa da ugzaobashı kaıa

    • @tengoberaia8094
      @tengoberaia8094 2 года назад

      Зан магариа жэр ар умтхунэбиа сад арвихави санадирот супта газ66

  • @iurikoiuriko9030
    @iurikoiuriko9030 4 года назад

    niche manqanaa ra

  • @Zemoqmedeba
    @Zemoqmedeba 2 года назад

    არანაირად არ მჭირდება

  • @giorgikupatadze1568
    @giorgikupatadze1568 4 года назад

    ar varga