ბეჭდების მბრძანებელი, მხედვარი, სატახტოთა თამაში. ფენტეზი სამყაროთა შედარება. მწარე პოდკასტი
HTML-код
- Опубликовано: 10 фев 2025
- „მწარე პოდკასტის" 141-ე, საახალწლო ეპიზოდში, სანდრო ნატრიაშვილთან ერთად, ჯონ ტოლკინის, ჯორჯ მარტინისა და ანჯეი საპკოვსკის ნაწარმოებებზე, მათ სტილზე, მსგავსება-განსხვავებაზე, გმირებზე, სამყაროზე ვისაუბრეთ.
-----------------------------------------------------------------------------
▶️„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
პატრეონი: patreon.com/BitterPodcast515
TBC ბანკი: #GE49TB7796845064300058
საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000181160700
www.kisa.ge/do...
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
პატრეონი: patreon.com/BitterPodcast515
TBC ბანკი: #GE49TB7796845064300058
საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000181160700
www.kisa.ge/donate/NreVw8GKof0gOV4xBHfL
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
ველოდებოდი რო გერალტის ნაკლები ბოროტებით შეაჯამებდი მხედვარს და გამიხარდა ეგრე რო არ მოხდა😄lesser evil-ის ფონზე იკარგება ხოლმე ეგ ციტატა, არადა, როგორც თქვი, იდეალურად აღწერს საპკოვსკის სამყაროს, სხვათაშორის ქართულ ვერსიაშიც ძაან ლამაზადაა ნათარგმნი.
ლოტრს მე მაინც იმ გენდალფის და გალადრიელის საუბრით აღვწერდი - ...everyday deed of ordinary folks that keep the darkness at bay...
ეს დიალოგი წიგნში მგონი არ არის მარა იდეალურად ესადაგება
გოტს უფრო მეტად honor vs love-ად აღვიქვამ, ამიტო აემონის მონოლოგით - What is honor compared to a woman's love...
ჯეიმი, ჯონი, ედარდი სამივე ამ არჩევანის წინაშე და სამივეს მუდმივად მიყვება შედეგით მიღებული 'დამღა'. არ ვიცი, შეიძლება ვიწრო ჭრილში ვუყურებ ნაწარმოებს, მარა ჩემებური ვერსია ძაან მომწონს 😄
მოკლედ ძაან კაი იყო, მეტი ფენტეზი და ველოდები როტფუსს
კარგები ხართ ბიჭებო.
მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიყვარს ასოიაფი და მაქვს კიდეც რამდენჯერმე წაკითხული, მგონია რომ ყინულისა და ცეცხლის სიმღერა არის ფენტეზად შენიღბული საპნის ოპერა. ტროპებიც კი ემთხვევა, ეს იმისი შვილი აღმოჩნდა, ის იმისი დედა, ეს მკვდარი გვეგონა და ცოცხალი ყოფილა. ინტრიგები და ამბები მოკლედ. და რაც ყველაზე მთავარია, პლოტ ტვისტები. არ უხდება ფენტეზის პლოტ ტვისტები, სუბვერტედ ექსპექტეიშენები და კლიფ ჰენგერები :D
რაც შეეხება პერსონაჟებს, კი პერსონაჟები ერთი შეხედვით კომპლექსურები არიან. მაგრამ ამავდროულად, მოდი და დაწერე არაგორნის მსგავსი პერსონაჟი, ოღონდ ისე რომ cheesy არ გამოგივიდეს. ჯექსონმაც კი ვერ მოახერხა ეგ ეკრანიზაციაში და არაგონს რაღაც შინაგანი ბრძოლები მისცა, მარტო არაგორნს კი არა, ფარამირს და თეოდენსაც. მე ეხლა შეიძლება ფილმის არაგორნის შინაგანი კონფლიქტი მომწონდეს, მაგრამ ორიგინალი არაგორნი მირჩევნია, იმიტომ რომ საერთოდ არ მჭირდება, რომ პერსონაჟი ცოტათი ჩათლახიც იყოს :D მარტინმა არაგორნის მსგავსი პერსონაჟი მოკლა იმიტომ რომ ღირსეული კაცი იყო :D ანუ თუ ღირსეული ხარ, სატახტოთა თამაშებში ვერ გადარჩები :D რანაირი ფენტეზია ეს.
მე მახსოვს მარტინი რომ ხუმრობდა ტოლკინზე, რატო არ ვიცით არაგორნის მონეტარული პოლიტიკაო და ამ დროს თვითონ გაიხლართა ამოდენა პერსონაჟებში, ვის რაში აინტერესებს მონეტარული პოლიტიკა.
ჰო და ბოლოს, I was there the day Horus slew the Emperor!!
ვარჰამერზე როდის უნდა იბაზროთ
ვარჰამერის კარგი მცოდნე და თან კარგად მოსაუბრე სტუმარია საჭირო; რათა გზამკვლევი გაკეთდეს პირველ რიგში, იმ სტილში, დიუნზე და ვარსკვლავურ ომებზე როგორც გვაქვს.
ნახევრად შტერული კომენტარია
ასოიაფი ეს ვისი შვილი ყოფილა და ეს ვისი დედა არაა
ეტყობა ვერ გაგიგია ასოიაფი აქ ყველას თავისი მიზანი და ფილოსოფია აქვს ბევრად უფრო მეტია ვიდრე ბანალური საპნის ოპერა რეალურად ცალკე წიგნის დაწერა შეიძლება ცალკე პერსონაჟებზე ხოდა პლოტ ტვისტები ხდის ორმაგად საინტერესოს წიგნს
კლიფჰანგერები კი არც მე მიყვარს
ეპიკური ფენტეზია რაც შენ მოგწონს და მეც ეგრე ვარ მაგრამ ფენტეზს სხვადასხვა ქვეჟანრი აქვს ამიტომ ეს არაა რეალური ფენტეზიო რომ თქვა არასწორია
@@Billiethekid8 კი, ეს საპნის ოპერა ფენტეზია :D
ოოო მიყვარს როცა ფენტეზის შესახებ პოდკასტები იდება ❤❤❤
ვარჰამერ 40 000 ზეც კარგი იქნებოდა მოსმენა, რამეთუ თითქმის არაა ქართულად ამ სამყაროზე. წარმატებები
ბეჭდების მბრძანებელთან და ვიჩერთად სირცხვილად მივიჩნევ სატახტოთა თამაშის ხსენებას 😁 არც კი დავაყენებ იმ ორთან მაგ იაფფასიან ფენტეზის.
Cringe
პერსონაჟების კომპლექსურობით და სამყაროს სიდიდით გადაფარავს ასოიაფი მხედვარს და სიღრმით ორივე ს სჯობია
@@Billiethekid8კი როგორ არა, მაგარია საპნის ოპერა აბა რა 😂
@@Billiethekid8საუბარში სიტყვა ქრინჯს რომ ხმარობ ეგ უფრო სასაცილოა თუ შენი კომენტარი, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი 😂
გელოდით გელოდით ❤ გლადიატორი 2 - ის განხილვასაც ველოდებით ❤️
რაა მანდ განსახილველი?! ))
❤❤❤❤❤
ჩემთვისაც ვიჩერის პირველი ორი ნაწილი არის განსაკუთრებული და რას ნიშნავს იყო ვიჩერი მაგას ყველაზე უკეთ შეგაგრძნობინებს.
++++++++++++++
მესამე წიგნის მერე დავკარგე ვიჩერის მუღამი ისე მაინც დავასრულე სერია და აღარ ვაპირებ კაი ხანი დავუბრუნდე ისევ
baptism of fire daviwye cotaxnis win
ზელაზნის ამბერის ქრონიკებსაც გაეცანი აუცილებლად საკითხავია თუ ეს ჟანრი გიყვარს
ვორჰამერი როგორ გამოგრჩათ? იმდენად დიდი ფენტეზი სამყაროა, რო ერთდროულად მხედვარიცაა, ბეჭდების მბრძანებელიც, სამეფო კარის თამაშებიც და ნებისმიერი სამყარო რაც კი ოდესმე შექმნილა
არ გამოგვრჩენია, ეს სამეული შევარჩიეთ ამ ეპიზოდისთვის.
ვორჰამერს მილიონი მწერალი წერდა და წერს
ეგეთები არ უნდა შეადარო ლოტრს ან ასოიაფს
24:09 მხედვარი არის ჩისტად პოსტმოდერნიზმი, პირველ წიგნში ჩვეულებრივად ზღაპრებში მოგზაურობს გერალტი.
ბოლო წიგნში უფრო დიდი სირბალობები ხდება ცირი ალტერნატიულ სამყაროებში მოგზაურობს და ერთხელ პოლონეთში აღმოჩნდება პირდაპირ ტევტონებს და პოლონელებს შორის ბრძოლაში აღმოჩნდება
😂😂 მერე მეფე არტურის კარის რომელიღაც რაინდი შეხვდება ცირის და კიდევ ბევრი ბოდვები
პირველი სამი წიგნი> დანარჩენი მხედვარის წიგნები
ძალიან საინტერესო იყო კლასიკურ ზღაპრებზე დაფუძნებით ფენტეზის სიუჟეტის შექმნა
რა აზრის ხართ სერვანტესის “დონ კიხოტზე”? ითამის კი დონკიხოტზე მსოფლიოს n1 წიგმი? პ.ს შეიძლება რაღაცას ვერჩავწვდი მაგრამ აშკარად მაღიზიანებდა კითხვა და ძალით ვკითხულობდი.მაინტერესებს თქვენი აზრი.
კარგი წიგნია მაგრამ ხანდახან ისეთი აბსურდული მომენტებია რომ კითხვის შეწყვეტის სურვილი მქონდა
მეორეხარისხოვანი პერსონაჟების და მათი ისტორიები უფრო საინტერესოა ვიდრე დონ კიხოტ ლამანჩელის
თვითონ პერსონაჟი ყველაზე კეთილი და პატიოსანი ვინმეა ალბათ მთელს მხატვრულ ლიტერატურაში
ფენტეზი კაია მარა გრიმდარკი მთლად უკეთესია:) გლენ კუკის შავი კომპანიის წიგნები; ჯო აბერკრომბის პირველი კანონის ტრილოგია; მაიკლ მოურკუკის ელრიკის წიგნები; სტივენ ერკისონის მალაზანის სერიები დაცემულთა წიგნიდან; მარკ ლოურენსის ეკლების პრინცი... რავი მე პირადათ აქედან ნებისმიერი მირჩევნია ბეჭდების მბრძანებელს და ვიეძმინის წიგნებს. თუმცა გემოვნებებზე არ დაობენ.
გრიმ დარქიც ფენტეზის ქვეჟანრია. მე არ მიყვარს მაინცდამაინც. ჩემი სუბიექტური აზრია.
რა კარგად დაიწყო პოსტი, მაგრამ ტოლკინს ყველა მირჩევნიაო-მ გული მატკინა 😢 თუმცა გემოვნებაზე მართლაც არ დაობენ )))
მხედვარიც გრიმდარქში შეიძლება გავიყვანოთ პირველ კანონს მაგარი პერსონაჟები ჰყავს თორემ ბეჭდების მბრძანებელი სამყაროს მასშტაბურობით და იდეით ბევრად სჯობია
ბეჭდების მბრძანებელი არაფრითაა ნაკლები არცერთ ჩამოთვლილზე დ პირიქით ჯერ შედარებაც არაა მთლად სწორი რადგან სხვადასხვა ჟანრია მსხალი და ვაშლი არ უნდა შეადარო
@@Billiethekid8 გრიმდარკის ყველაზე მიმზიდველი ელემენტი არის პერსონაჟების მორალურობის ნაცრისფერი ტონალურობა როდესაც მხედვარში და ბეჭდების მბრძანებელში შავთეთრი პერსონაჟებით უფროა გაჯერებული თორე ელემენტები რათქმაუნდა არის. რაც შეეხება მსოფლიოს მასშტაბურობას ერიკსონის მთვარის ბაღები წაიკითხეთ (მალაზანის დაცემულთა წიგნის პირველი წიგნი სერიიდან) და მსოფლიოს მასშტაბურობა მანდ არის თუ არის :). ისე მხედვარის ერთერთი პროტოტიპია ელირიკი :)
მეტი პოდკასტი კონკრეტულად მარტინზე კარგი იქნებოდა
სპოტიზე ეგრევეე
სპოტიფაი აქვთ ??
კი
დროის ბორბალზეც ისაუბრეთ სერიალი ნაგავია წიგნები კარგია მაგრამ საშინლად გაწელილია ვკითხულობ და ვიტანჯები