მექსიკური გარნირები | შეფი ლუკა ნაჭყებია

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 3 дек 2024
  • ვაგრძელებთ ჩვენი ძვირფასი გამომწერების თხოვნების გათვალისწინებას და თქვენი სურვილების ასრულებას. ჩაუჯექით და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა
    #მექსიკური #გარნირი #ჩილი
    გამოგვყევი:
    instagram: / ​​
    facebook: / chef.cave​​
    tiktok: www.tiktok.com...
    _______________________________________________
    გარნირი 1.
    ბეკონი დავჭრათ პატარა კუბიკებად და ტაფაში მოვათავსოთ, დავუმატოთ ცოტაოდენი წითელი ხახვი და მოვთუშოთ. დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ჰაპაპენიო. დავუმატოთ ნახევარი ჩაის კოვზი შავი წიწაკა და ერთი კბილი ნიორი, კონსერვირებული წითელი ლობიო, 5 სუფრის კოვზი კეტჩუპი და გადავზილოთ ტაფაში. ტებისთვის დავუმატოთ 70მლ წყალი და კრემ ყველუ დაახლოებით 60 გრამი. ბოლო შტრიხად 100 გრამი გახეხილი ჩედარი და გადმოვიღოთ ცეცხლიდან.
    გარნირი 2
    150 გრამი ჩორისო დავჭრათ კუბიკებად და დავყაროთ ტაფაზე. დავუმატოთ ზეითუნის ზეთი და ნივრის გრანულები.
    2 ცალი წითელი წიწაკა, 4 ცალი წიწაკის მწნილი, წვრილად დაჭრილი დავუმატოთ ჩორისოს და მოვთუშოთ ტაფაზე. დავუმატოთ კუმინის თესლი ერთი მწიკვი, გადაწურული შავი ლობიო და სიმინდის კონსერვი ერთი მთლიანი ქილა. მთლიანად მასა გადმოვიტანოთ ჯამში და გავაგრილოთ.
    წვრილად დავჭრათ ცოტაოდენი მწვანე ხახვი და ქინძი და გაგრილებულ მასას დავუმატოთ. ასევე დავუმატოთ ერთი ცალი ლაიმის წვენი.
    გარნირი 3
    პომიდორი დავჭრათ კუბებად, 3 ცალი წითელი წიწაკა, რამდენიმე კბილი ნიორი, დაღერღილი წიწაკა 2 ჩაის კოვზი, შავი დამწვარი წიწაკა 1 სუფრის კოვზი, კუმინის თესლები ნახევარი ჩაის კოვზი, 5 ცალი ქინძის ღერო, 2 სუფრის კოვზი ცხარე სოუსი, ზეითუნის ზეთი 60 მლ ჩავყაროთ ყველაფერი ბლენდერში და გავაერთგვაროვნოდ.
    ამასობაში გავახუროთ ტაფა და დაბლენდერების მერე მასა გადავიტანოთ ტაფაზე . დავუმატოთ ცოტაოდენი წყალი (200მლ). დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი მარილი. წამოდუღების შემდეგ დავუმატოთ შოკოლადის სოუსი.
    სალსა:
    ჩერი პომიდვრები დავჭრათ მეოთხედებად, 1/2 ცალი წითელი ხახვი წვრილად დაჭრილი, ნახევარი ლაიმის წვენი, რამდენიმე ღერო გადაკეპილი ქინძი, 1 კბილი ნიორი, ზეითუნის ზეთი და ერთი მწიკვი მარილი. ხელით ამოვურიოთ და დავასვენოთ.
    სოუსი:
    1 ქილა თურგული იოგურტი, 100 გრ კრემყველი, 1 კბილი ნიორი, 3 მედალიონი ჰალაპენიო, ცოტაოდენი ქინძი, 1ცალი მწვანე წიწაკა, 1 ჩაის კოვზი ლერწმის შაქარი, 3 ცალი მწვანე ხახვი, ნახევარი ლაიმის წვენი, ერთად ავურიოთ ჯამში.

Комментарии • 23

  • @salomeonikashvili8669
    @salomeonikashvili8669 3 года назад

    Au lika ra kargi adamiani xart, dzalian mikvarxart,

  • @ninnats9577
    @ninnats9577 3 года назад +4

    მექსიკური სამზარეულო არის ქართულის მერე პირველი ჩემთვისაც და თან ზუსტად ეგ ყველა ინგრედიენტი მქოდნა სახლში და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა სანამ ვიდეოს ვნახავდი :) მადლობაა!

  • @teonadavitashvili2563
    @teonadavitashvili2563 3 года назад +1

    ძალიან საჭირო რაღაცეებიაა ყველაფერს რომ მოახდენნნ 😍😍

  • @jazzmataazzguer1147
    @jazzmataazzguer1147 3 года назад +1

    au ra bichiaa

  • @iraklirazmadze5391
    @iraklirazmadze5391 3 года назад +2

    ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარია

  • @iranapichkhadze7452
    @iranapichkhadze7452 2 года назад

    მადლობა.სიცხარით ძალიან გავს ქართულ და ბასკურ სამზარეულოს

  • @giorgibaramidze9999
    @giorgibaramidze9999 3 года назад +1

    ძალიან კარგია

  • @Georgian2go
    @Georgian2go 3 года назад

    ძალიან მიყვარს!

  • @fredocorleone9860
    @fredocorleone9860 3 года назад

    nice

  • @tamociskadze8457
    @tamociskadze8457 3 года назад

    არ მაწყენინოთ შეფ ლუკა და თუ ამას კითხულობთ გთხოვთ მასწავლოთ, ბროწეულის ტკბილ-ცხარე სოუსი როგორ მზადდება?

  • @gtsetsadze
    @gtsetsadze 3 года назад

    მექსიკური სამზარეულო არის გასტრიტი და ბუასილი :D

  • @Chaky15
    @Chaky15 3 года назад

    top

  • @sergolenz6467
    @sergolenz6467 3 года назад

    ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ სად შევიძინო, რომელ მარკეტში?

  • @sisterstogether263
    @sisterstogether263 2 года назад

    ჩედარი ინგლისური ყველია :) სომერსეტის სოფელ ჩედარიდან :)

  • @lizazura5728
    @lizazura5728 3 года назад +1

    ფონი უხდება მექსიკური

  • @ekosvanidze2265
    @ekosvanidze2265 3 года назад +1

    ფაჰიტასი მინდდდდდდდდა

  • @ngps7500
    @ngps7500 3 года назад +1

  • @hasdrubalbarca4114
    @hasdrubalbarca4114 3 года назад +2

    ქართული სამზარეულოს შემდეგ ჩემთვის ტოპ სამზარეულო არის მექსიკური სამზარეულო

  • @manglisisagaraki1431
    @manglisisagaraki1431 3 года назад

    ლუკა, გემოვანს აქვს კოლხური (იმერული) ცხვრის ყაღი (დამარილებული, გამშრალი ხორცი). რაღაც საოცრებაა და გვინდა რაიმე შედევრი ცადოთ თქვენ. იმედია წაიკითხავთ და ბოლომდე შედგება ეს ექსპერიმენტი.

  • @Marina-fm7dm
    @Marina-fm7dm 2 года назад

    ra aris,tafa ver garecxe?

  • @ekakartvelishvili8818
    @ekakartvelishvili8818 2 года назад

    პასკა