აქცია თბილისის პარლამენტთან - აიკრძალოს ფეიერვერკები 26,12,2021

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 26 дек 2021
  • თბილისში 2021 წლის 26 დეკემბერს, პარლამენტის წინ პიროტექნიკის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი ნატალი წიკლაური და აქციის წევრები აცხადებენ, რომ პიროტექნიკის და კერძოდ ფეიერვერკების გამოყენება მოსახლეობისთვის და ცხოველებისთვის საშიშია. ისინი ითხოვენ პიროტექნიკის რეალიზაციის და გამოყენების კატეგორიულ აკრძალვას.
    აქციის წევრების განცხადებით ქვეყანაში ფეიერვერკების და ზოგადად პიროტექნიკის გამოყენება უნდა აიკრძალოს, რადგან ის გარემოზე, ადამიანების და ცხოველების ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს.
    აქციაზე მყოფი მოსახლეობის და უბრალო გამვლელების გამოკითხის შედეგად გაირკვა, რომ მათი უმრავლესობაც ფეიერვერკების გამოყენების წინააღმდეგია.
    სტატისტიკა:
    "ის, რომ პიროტექნიკის გამოყენება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ადასტურებს ახალი, 2021 წლის სტატისტიკა - 31 დეკემბერსა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით უკვე დაშავდა 81 ადამიანი. ანალოგიური სურათია ყოველ წელს - 2018 წელს წელს, საახალწლო პიროტექნიკით, საქართველოში 111 ადამიანი დაშავდა, მათგან 21 ბავშვი იყო. ზოგ ბავშვს ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია და დასჭირდა ამპუტაცია! სტატისტიკის თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში შემოტანილი პიროტექნიკის რაოდენობა იზრდება (ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები და ა.შ). ეს ფაქტი მით უფრო საგანგაშოა, რომ საქართველოში არც ერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე. უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების დროს მოქალაქეების მიერ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები.
    აპიროტექნიკის გამოყენების გამო განსაკუთრებით დიდი ზიანი ადგება მათ გარშემომყოფი ადამიანების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას; ზიანი ადგება გარემოს და ეკოლოგიას, რადგან არაპროფესიონალების მიერ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჰაერში იფრქვევა მავნე და ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც აბინძურებენ ჰაერს." - ichange.gov.ge/13995
    მასალის ავტორი
    მაია ხვედელიძე

Комментарии •