ლევან ბერძენიშვილი - პერსონაჟი: კირილე მიმინაშვილი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 13 сен 2024
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ წარმოგიდგენთ საუბარს ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ ელვარე პერსონაჟზე, დავით კლდიაშვილის მიკრორომანის, „სამანიშვილის დედინაცვლის“ ერთ-ერთ გამორჩეულ გმირსა თუ ანტიგმირზე, კირილე მიმინაშვილზე. მსოფლიო ლიტერატურა მრავალ შესანიშნავ წყვილ მოგზაურს იცნობს არისტოფანეს „ბაყაყების“ დიონისე-ქსანთიას წყვილით დაწყებულს, დონ-კიხოტე-სანჩა-პანსათი გაგრძელებულსა და ფაუსტ-მეფისტოფელით დასრულებულს. სწორედ მეფისტოფელად მოევლინა ორნაქმრევი და უშვილო დედაბრის მაძიებელ საბრალო პლატონ სამანიშვილს მისი სიძე, კირილე მიმინაშვილი. ქეიფისა და ახირების, სმისა და კონფლიქტის ჭეშმარიტი მტაცებელი ფრინველი, სიმშვიდისა და ჩაის სმის დაუძინებელი მტერი, ქორწილისა და ქელეხის გამორჩეული რაინდი, მიმინოს შვილი კირილე ყველა სიტუაციაში უხერხულ მდგომარეობაში აგდებს პლატონს. ამავე დროს, იგი ცოლისძმის სიტუაციას საიდუმლო საბურველს აცლის და მის უნებურ კრიტიკოსადაც გვევლინება. დასამალი არ არის, რომ მითოლოგიაში სიძე-ცოლისძმის ურთიერთობა მტრობის კლასიკურ სქემად წარმოგვიდგება (ოიდიპოსისა და კრეონის გახსენებაც გვეყოფა)...

Комментарии • 11

  • @TatoGURIELI
    @TatoGURIELI 2 года назад +6

    უინტელექტუალურესი კაცი 👌🏻

  • @sopio_li
    @sopio_li 2 года назад +1

    ერთი ძალიან სახასიათო სცენაა კიდევ კირილესი, ბრეგაძეებთან , ძალიან მიყვარს ამ ეპიზოდში ეს პერსონაჟი

  • @mastermobile6292
    @mastermobile6292 2 года назад +1

    💙👏👏

  • @GIGI787.
    @GIGI787. 2 года назад +1

    ბრწყინვალე მოხსენება იყო

  • @ZHP123
    @ZHP123 Год назад +1

    რამაზ ჩხიკვაძე ვერ შეასრულებდა ამ როლს როგორც ამ მსახიობმა . შანსი არაა ბოლო ბოლო იმერელი უნდა იყო ეს როლი რო შეასრულო ესე კარგად

  • @giogio7294
    @giogio7294 Год назад +3

    კირილე ბევრათ ჯობია პლატონს ხასიათით. ორსულ ქალს არამგონია კირილემ ხელი გაარტყას. ბოროტი არაა და პლატონს შეუძლია სიბოროტე გააკეთოს.

    • @user-nw8jf8sv4y
      @user-nw8jf8sv4y Год назад

      საინტერესოა

    • @Teikookiet001
      @Teikookiet001 6 месяцев назад

      ცხენის მოკვლას რომ აპირებდა?

  • @Georgian1979
    @Georgian1979 2 месяца назад

    ეს კაცი გადამრევს , კირილესნაირი კაცი მეორე არ მეგულება , კაცი კაცური :) და პოზიტივი

  • @user-pq2dp2fs2c
    @user-pq2dp2fs2c Год назад

    კირილეს ხათრით მოგისმენ

  • @iliakartsivadze796
    @iliakartsivadze796 Год назад

    ტუფლები რა ქართულია ბატლევან,არ გეკადრებათ ასეთ განსწავლულ ფილოლოგ კაცს!საპოჟკები აჯობებდა ისე))))