🧐 ტესტი | ახალი Toyota C-HR რუსთავის ტრეკზე და კახეთში | პრემიერა საქართველოში
HTML-код
- Опубликовано: 7 сен 2024
- Toyota C-HR-ის ახალი, მეორე თაობა უკვე საქართველოშია! პირველი თაობა ტოიოტამ 2017 წელს გამოუშვა და ეს იყო მანქანა, რომელმაც საზოგადოების აზრი მკვეთრად გაყო ორად. ადამიანებს ან ძალიან მოსწონდათ, ან საერთოდ არ მოსწონდათ. ხანდახან ასეთი პოლარიზაცია ძალიან საჭიროა, ყოველ შემთხვევაში C-HR-ზე გაამართლა - რადგან მოგწონს თუ არა, ფაქტია, რომ ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი მოდელია. მარტო ევროპაში ტოიოტამ 700 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა. ახლა კი, 6 წლის შემდეგ, ახალი მოდელის გამოშვების დრო მოვიდა და ის უკვე შეგიძლიათ ნახოთ, გამოსცადოთ და შეიძინოთ "ტოიოტა ცენტრი თბილისში", "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" და "ტოიოტა ცენტრი ბათუმში". ახალი C-HR-ის პრეზენტაცია რუსთავის ავტოდრომზე და კახეთში გაიმართა.
#toyota #toyotachr
00:00 შესავალი
01:44 კოჯი მათსუნოს კომენტარი
02:46 როგორ დადის ტრეკზე
09:04 რა შეცვალა ტოიოტამ დიზაინში
12:10 გადავინაცვლოთ კახეთში
12:55 როგორია ინტერიერი, როგორ დადის, რამდენს წვავს
18:29 დასკვნა
- - - - - -
• გამოიწერეთ არხი: @autobildsakartvelo
• გვიპოვეთ ფეისბუქზე: www.facebook.c... - Авто/Мото
ძველი მოდელიც საკმაოდ სასიამოვნო სამართავია და წარმომიდგენია ახალი რა იქნება 👍
მშვენიერი ვიდეოა👍👍👍 ვიდეოს ბოლოში ღამის განათებაროაქვს მთელ კუზაოზე, ეგეც ნაღდიაა????
კი, კი, პრეზენტაციაზე იყო ერთი მოდელი ეგრე მორთულ-მოკაზმული ))
ქალები გიჟდებიან ამ მოდელზე და ახალზეც ეგრე იქნება. უფრო მეტ გოგოს მოეწონება :-)) ნუ დაუხვეწიათ აშკარად და ბიჭების გარკვეულ რაოდენობასაც მოეწონება. სხვა დროა, სხვანაირი მანქანები შემოვიდა მოდაში..... უბრალოდ, მართლა ერთმანეთს გავს უმეტესობა სუვების და ეს რო ესე ძაან გამოირჩევა (ავად თუ კარგათ), მაგით იგებს. სხვა მარკებზე რო არ ვთქვა, იგივე ტოიოტას იარის კროსი ან კოროლა კროსი უფროა მანქანა ჩემი აზრით
❤
რატო გავს პრიუსს 😂😂😂
ტოიოტას ახალი სახეა ეს :))