ალგეთზე თევზაობა 3 თვიანი პაუზის შემდეგ | 2024

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 19 окт 2024
  • აპრილის შემდეგ პირველად დავბრუნდით ალგეთზე, წყლის დონე ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დაკლებული, თუმცა თევზმა მაინც გვასიამოვნა. საღამოს თევზაობა იყო და მოველოდით რომ არ იქნებოდა დიდად აქტიური. ჯამში სასიამოვნოდ გავატარეთ დრო ბუნებაში. ქორჭილას საშუალო ზომამ ოდნავ მოიმატა, 20-25 სანტიმეტრის ფარგლებშია.
    ჯოხი: Crazy Fish Perfect Jig, Favorite X1 New
    კოჭა: Shimano Nasci 2500, Shimano Vanford 2500
    წნული: ნასკიზე 0.4 ; ვანფორდზე 0.3
    სატყუარები: ვცადეთ ყველანაირი სატყუარა, აქტიურობდა მხოლოდ სილიკონზე (ისიც რამდენიმე ფერზე მხოლოდ)
    #crazyfish #perfectjig #fishing #spinning #perch #favorite

Комментарии • 27

  • @giagurgenadze
    @giagurgenadze 2 месяца назад +1

    კარგია ალგეთი, ქორჭილაზე თევზაობა გვენატრება აქეთ👏

    • @romagorgoshidze
      @romagorgoshidze  2 месяца назад +1

      ხო ალგეთი რო არ გვქონდეს ძაან გაჭირდებოდა იმათთვის ვინც თბილისში ვცხოვრობთ. ამიტომ მაგრად დაიტვირთა ბოლო 1-2 წელი და დიდი ზომის ქორჭილა ძალიან იშვიათი გახდა. თუმცა ნელნელა იზრდებიან ისევ და რაც მთავარია ფარგაც გამრავლდა

  • @N1FISHINGG
    @N1FISHINGG 2 месяца назад

    კარგი თევზაობა გქონია, წარმატებები რომა ✌

    • @romagorgoshidze
      @romagorgoshidze  2 месяца назад

      @@N1FISHINGG გაიხარე გიო 🤘🏻

  • @zurakushitashvili303
    @zurakushitashvili303 2 месяца назад +1

    გაუმარჯოს ტბისი როა სოფელი მაქედან რო ჩადიხარ დამბებთან რა მდგომარეობა ხო არიცი? ან სად ჯობია შედარებით რო უნდა იარო და ეძებო ეგ თავისთავად მაგრამ მაინც დროის პონტში რო სანამ ფეხით ამხელა ტბაზე თევზს იპოვი კი გახდება შუადღე, ხშირად დადიხარ და უფრო გეცოდინება გატესტილი გაქვს ბევრი ადგილი და შენი გამოცდილებიდან სად მირჩევ მეგობარო სპინინგით რო გავერთო?

    • @romagorgoshidze
      @romagorgoshidze  2 месяца назад

      @@zurakushitashvili303 ყველაზე კარგი ადგილები იქაა სადაც ყველაზე ნაკლებად მიდის ხალხი, ანუ რთული მისასვლელი ადგილები. მაგალითად სათავესთან (მაღალი გამავლობის ჯიპი გჭირდება რო ჩახვიდე) სოფლის
      მხრიდანაც არის კარგინადგილები. ზოგადად რთული სათქმელია, ყოფილა მომენტი რომ ერთ დღეს ბევრი მოდიოდა და იქედან ერთ კვირაში იმავე ადგილზე აღარაფერი იყო. ასე რომ ერთადერთი ის შემიძლია გირჩიო რომ რაც უფრო რთული მისასვლელი ადგილია მოთ უფრო მეტია თევზის პოვნის შანსი :)

    • @zurakushitashvili303
      @zurakushitashvili303 2 месяца назад

      @@romagorgoshidze გაიხარე ძმაო მადლობა როდის აპირებ წასვლას კიდე ერთად წავიდეთ გინდაც ხვალ დილით

  • @GeGeSha
    @GeGeSha 2 месяца назад

    აი იქნებ ადგილი დაწერო საიდან შეიძლება ჩასვლა, მანქანით რამდენად მისვლადია

    • @romagorgoshidze
      @romagorgoshidze  2 месяца назад

      მანქანას გააჩნია :) ეს კონკრეტული ადგილი არის ე.წ. საფლავებთან. პირველივე დიდი ყურეა მარჯვენა მხარეს (რესტორანს რო გამოცდები მანდ არის ჩასახვევი)

    • @GeGeSha
      @GeGeSha 2 месяца назад

      @@romagorgoshidze რუკაზე შეგიძლია დაახლორბით რო მითხრა რომელი გზაა ? საკმაოდ ცუდი ჩასასვლელით ჩავდივარ ხოლმე და მაინტერესებს უკეთესი ადგილებიც თუა

    • @romagorgoshidze
      @romagorgoshidze  2 месяца назад

      @@GeGeSha აქ არ შეიძება ლინკის ჩაგდება (არ მოსწონს იუთუბს) ინსტაგრამზე მომწერე და ჩაგიგდებ რუკას

  • @giorgigoderdzishvili1443
    @giorgigoderdzishvili1443 2 месяца назад

    საფლავებზე იყავით მეგობარო? და რამდენ გრამზე იღებდა ძაან მაინტერესებს.

    • @romagorgoshidze
      @romagorgoshidze  2 месяца назад +1

      მაგ მხარეს ვიყავით კი, ყველაზე მეტად საფლავების ქვემოთ აქტიურობდა. 5-7 გრამი

    • @giorgigoderdzishvili1443
      @giorgigoderdzishvili1443 2 месяца назад

      @@romagorgoshidze მადლობა ძმაო, წარმატებული თევზაობები შემდეგში😉

  • @zazanatroshvili2463
    @zazanatroshvili2463 2 месяца назад

    გამარჯობა.რა ტესტი აქვს თქვენ ჯოხს?

    • @romagorgoshidze
      @romagorgoshidze  2 месяца назад +1

      @@zazanatroshvili2463 გამარჯობა, perfect jig მაღალ ტესტიანია. 7დან 28 გრამამდე. X1 1დან 7მდე

    • @zazanatroshvili2463
      @zazanatroshvili2463 2 месяца назад

      @@romagorgoshidze ერთიდან შვიდ გრამამდე ტესტით ჯოხზე იგრძნობა ყანყალის მოძრაობა?

    • @romagorgoshidze
      @romagorgoshidze  2 месяца назад +1

      @@zazanatroshvili2463 კი, თავისთავად. ყანყალებისთვის და ტრიალებისთვის არის ეგ ჯოხი იდეალური. ვიდეოში არ მოხვდა, ბევრჯერ ვცადე. მაგისთვის მქონდა წაღებული.

    • @zazanatroshvili2463
      @zazanatroshvili2463 2 месяца назад

      @@romagorgoshidze მეტეორში შეიძინეთ?

  • @tazopkhakadze8463
    @tazopkhakadze8463 2 месяца назад

    1/8 oz რამდენ ტესტიანი ჯოხია ძმაო ხოარიცი?

  • @rodger9948
    @rodger9948 2 месяца назад

    საღოლ, რომელი საათიდან ითევზავეთ?

    • @romagorgoshidze
      @romagorgoshidze  2 месяца назад +1

      საღამოს 4-დან დავიწყეთ, მაგრამ უფრო 6-ის მერე გააქტიურდა თევზი. მზის ჩასვლამდე აქტიურობდა და მერე გაჩერდა.

  • @mecanicalmedusa4885
    @mecanicalmedusa4885 2 месяца назад

    კარგია მაგრამ ჩემი აზრით ძალიან დაწვრილებულია თევზი

    • @romagorgoshidze
      @romagorgoshidze  2 месяца назад +1

      კი, მაგრამ გააჩნია რა დროს შეადარებ. 2 წლის წიანდელთან შედარებით დაწვრილებულია, მაგრამ 5-6 თვის წინანდელთან შედარებით გაზრდილია საკმაოდ. ძალიან დაიტვირთა ალგეთი რაღაც პერიოდში და დაეტყო თევზსაც

  • @ketevanratishvili334
    @ketevanratishvili334 2 месяца назад

    ra zomis nemskavia

    • @romagorgoshidze
      @romagorgoshidze  2 месяца назад

      სხვადასხვა ზომის ნემსკავები გამოვიყენე მაგ დღეს. 4-6-8 ზომები