ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივა
HTML-код
- Опубликовано: 6 фев 2025
- ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანების საკითხი აქტიურდება.
ინიციატორი ამჯერადაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაა”. ყოფილი პრეზიდენტისადმი გიორგი ვაშაძის მიმართვის შემდეგ ჩნდება კითხვა, მოახერხებს თუ არა ამჯერად მაინც ოპოზიციური სპექტრი ერთიანი პლატფორმის შექმნას. მოწოდებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეკრებისკენ და საერთო პლატფორმის ფორმირებისკენ მოუწოდა. გამოხმაურება იგვიანებს დანარჩენი ოპოზიციური ძალების მხრიდანაც. გამონაკლისი გახარიას პარტიაა, რომელიც საკუთარ სტრატეგიას არ ცვლის და ოპოზიციის ერთობის თემას მხოლოდ თანამშრომლობის დონეზე განიხილავს. კარდინალური ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს პარტია „ახალი“. საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო ზეწოლის გარდა ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის ახალი არჩევნების მიღწევის გზა პარლამენტის სრულ ბოიკოტირებაზეც გადის. ამ მხრივ კითხვების და კრიტიკის მთავარი სამიზნე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდია, რომელიც პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს, თუმცა, დანარჩენი სამი ბარიერგადალახული ოპოზიციური სუბიექტისგან გასხვავებით, მანდატების გაუქმებაზე განცხადებების დაწერას არ აპირებს.
49 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ გახარიას გუნდის მიმართ ოპოზიციის ტონი კიდევ უფრო გამწვავდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო...ეს გჭირთ თქვე საცოდავებო
საინტერესოა ბოკუჩავას სიტყვა სადაც ივანიშვილის რეჟიმზე საუბრისას ხმარობს ფორმულირებას “ლეგიტიმაციის შენარჩუნება”. ანუ იმას კი არ ამბობს, რომ გახარია ეხმარება ლეგიტიმაციაშიო. არამედ აღიარებს რომ ლეგიტიმურია და გახარია თუ ეხმარება ამ ლეგიტიმაციის შენარჩუნებაშიო 😅😅😅
გახარია და მისი პარტია სულ ასე ათამაშებდა ერთ ადგილს რაც თავი მახსოვს
მაშინ რატომ არ აუქმებთ? რაღაცა ერთ ადგილს ხომ არ ათამაშებთ? რა იყოთ ბიჯო ფულის შოვნა მოგინდათ? რამდენს შემოგთავაზებთ ბიძო მაგას უცდით? და ხალხს რას ეტყვით, როგორ გაიმართლებთ თავს?