გახარია-ხაზარაძის ალიანსი პრეზიდენტის შუამავლობით

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 18 сен 2024
  • მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა - გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ამ ეტაპზე გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ.
    პრეზიდენტის მედიაციით დაწყებული პროცესი წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციონერი ლიდერების წინასაარჩევნო ერთობას ისახავს მიზნად, თუმცა დღეს შეთანხმება ვერ შედგა. მიზეზი, როგორც ირკვევა, მამუკა ხაზარაძეა, რომელმაც მოსაფიქრებლად და საკუთარ გუნდთან დასალაპარეკბლად დრო ითხოვა. დაანონსდა კონსულტაცების გაგრძელება. სალომე ზურაბიშვილი „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ ლიდერების გაერთიანებაში მესამე ოპოზიციურ ცენტრს მოიაზრებს და ამომრჩევლებისთვის არჩევანის გამარტივების მიზნით მათ გაერთიანებისკენ მოუწოდებს, თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ პრეზიდენტის ინიციატივა და მოწოდება ახალი პოლიტიკური ერთობის მისაღწევად საკმარისი არ არის. ჯერ პირისპირ, მოგვიანებით კი სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარებით ცნობილი ხდება, რომ „ლელოს“ გარშემო შექმნილ ალიანსთან გაერთიანებისთვის მზად არის ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, რომლის გუნდს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ განცხადება მანამდე არაერთხელ აქვს გაკეთებული. გამსხვილდება თუ არა კიდევ ერთი ოპოზიციური ცენტრი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ხაზარაძესთან ასევე მწვავედ დაპირისპირებული ალეკო ელისაშვილი შეუერთდა, - სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии • 1