ღვინის ფესტივალზე მოვისმინე ლაივში და ეგრევე გულს და სულს შეეხო. მადლობა ამ საოცრების შექმისთვის. ვინც უსმენთ დარწმუნებული ვარ ყველანი კარგი ადამიანები ხართ. გამარჯობა მეგობრებო ❤ სიყვარულით გვეცხოვროს
დღეს ამ სიმღერას პირველად მოვუსმინე და ვფიქრობ.....ვფიქრობ...... ამის მოსმენისას მთელი ჩემი ცხოვრება ტკბილად და ლამაზად რომ ჩაივლის ჩემ თვაწინ, ჩემი მოგონებები,ჩემი ყველაფერი.მე არვიცი სიტყვებს ვერ ვპოულობ ეს მუსიკა უკვე ძალიან მიყვარს❤❤❤❤
2 წელია ამ სიმღერით ვიღვიძებ და ვიძინებ. ყოველ ჯერზე ახალი განსხავებული გრძნობა მებადება, რომელიც მწყვეტს ამ რეალობას და მახსენებს თუ რამდენად ცოცხალი ვარ.
რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, რაც არ უნდა ვნერვიულობდე ან სხვა რამეზე ვფიქრობდე, როდესაც ეს მუსიკა იწყება მანდ მთავრდება ყველაფერი, სულ სხვაგან ვარ, სულ სხვა ემოციით. ბრავო ❤!
ეს სიმღერა ასე რომ ვთქვათ მაბედნიერებს, მაგრამ ამავდროულად გულს მტკენს, რადგან ყოველთვის როცა ამ სიმღერას ვუსმენ წამიერად ის მოგონებები რაც გაგვაჩნდა თვალწინ მიდგება, ყოველი სიჩუმეში გატარებული წუთები, რადგან არვიცოდით რაზე გვესაუბრა, მაგრამ სიჩუმეში მაინც ერთად ვიჯექით, რადგან ერთმანეთთან ყოფნა გვსიამოვნებდა,თუმცა შემდეგ რეალობას ვუბრუნდები და ვხედავ რომ შენ აქ აღარ ხარ და ყოველივე ისევ ფერს კარგავს.
როდესაც ამ სიმღერას ვუსმენ ერთადერთი ადამიანი ვინც მახსენდება ეს შენ ხარ. ალბათ თავს კარგად გრძნობ, ბედნიერი ხარ და ვიმედოვნებ, რომ მე არც კი გახსოვარ:))) უბრალოდ მინდა იცოდე თუ როგორ მიყვარხარ.
ეს ის სიმღერაა, რომელსაც ხშირად ვერ ვუსმენ. ყოველ მოსმენაზე ახლიდან მანგრევს და მაშენებს. ახლა ცხოვრებაში ის მომენტი მაქვს, როცა ძალიან მიჭირს… მიჭირს ფეხზე წამოდგომა და არსებობისთვის რაიმე აზრის მოძიება… გისმენთ და ყველა ის მომენტი მახსენდება, როცა მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი, მაგრამ რაღაც ძალას მაინც გამოვყავდი მდგომარეობიდან. დიდი სიამოვნებით გავიქცეოდი სადმე შორს, ჩავიკეტებოდი სამყაროსგან სრულიად იზოლირებულ სიცარიელეში და დაუსრულებლად მოგისმენდით❤️საშინელ ნოსტალგიას ვგრძნობ. თითქოს ჩემი ცხოვრების ყველა ბედნიერი და უბედური წუთი ერწყმის ერთმანეთს და ვერ ვხვდები, ეს სევდა და მელანქოლია მომწონს, თუ მინდა დასრულდეს. ალბათ ყველაფერი გამოვა და ესეც გაივლის❤️სულშიჩამწვდომები ხართ❤️
10 თვე გავიდა ამ კომენტარის დაწერიდან. 10 თვის შემდეგ პირველად, სრულიად შემთხვევით, ჩავრთე ეს სიმღერა და კომენტარებში ძველი მარიამი ვიპოვე❤️ყველაფერი იმაზე კარგადაა, ვიდრე წარმომედგინა❤️ამ 10 თვეში იმდენი რამ შეიცვალა და, პირველ რიგში, მე შევიცვალე იმდენად, რომ ზოგჯერ მგონია რაღაც დიდი უფსკრულია ჩემს წარსულ და აწმყო მეებს შორის. რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოვიდა და ყველაფერმა გაიარა❤️რა თქმა უნდა, მზემ ისევ გამოანათა და ცხოვრებას ისევ დაუბრუნდა სინათლით გაბრწყინებული ფერები❤️სევდა ალბათ ყველაზე ლამაზი იისფერი გრძნობაა გრძნობებს შორის❤️არასდროს არაფერია დაგვიანებული, განსაკუთრებით ფეხზე წამოდგომა და ყოფიერებით ტკბობა❤️ყველაფერი იმაზე ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე ჩვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს❤️ჩვენ ყველა ჩვენ-ჩვენ აღმართ-დაღმართებს ვებრძვით და ჩვენ ყველას ჩვენ-ჩვენი აღმაფრენები და დაღმაფრენები გვაქვს, მაგრამ მთავარია, ჩვენ ყველას გამოგვიცდია სევდა და მარტოობა და ზუსტად ამიტომ, რაღაცნაირად მაინც ერთნაირები ვართ, ერთნაირად ვგრძნობთ და ერთნაირად განვიცდით❤️არასდროს დაივიწყოთ, რომ ყველა ქარიშხალი აუცილებლად დასრულდება და აუცილებლად დაისადგურებს სიმშვიდე❤️გამოვა❤️ყველაფერი გამოვა❤️❤️❤️
მიყვარხართ მიყვარხართ მიყვარხართ სიგიჟეა, არარსებულია, შეუცნობია ის რასაც მუსიკა ადამიანს უკეთებს. მადლობა, რომ ასე ახლოს მოდიხართ ყველას გულებთან❤ და საერთოდ სიგიჟეა, ამ წამს აქ მყოფ ადამიანთა გულებში, ერთნაირი სიმღერა რომ ჟღერს❤ რევოლუცია ადამიანში. ამას იწვევთ. მადლობა💙
ამ სიმღერას მივეჩვიე. ყველაზე კარგი რამაა გრძელი და დამღლელი დღის შემდგომ ამ სიმღერის მოსმენა. სხვა სამყაროში გადავყავარ, სადაც არ არის იმედგაცრუება და გულისტკენა. მართლაც რომ ანტისეპტიკური ხსნარია ეს სიმღერა🫶🏻
ტუსკა მჭირდები .... ვერასდროს ვერ გეტყვი ვერაფერს...იქნებ აქ წაიკითხო მილიონიდან ერთი შანსია მაგრამ თუ ამას კითხულობ მე შენ მიყვარხარ❤. ჩვენ ერთად ვერასდროს ვიქნებით.. ესეც სიყვარულია 🌴♥️
ყოველი მოსმენის დროს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ და მნიშვნელოვან მოგონებებს მიღვიძებს ეს მუსიკა და მაბრუნებს იმ დღეებში.⭐️ ვგრძნობ და ვერ გადმოვცემ,გადმოვცემ კი არა,თვითონაც ვერ ხვდები ბოლომდე რას ვგრძნობ, როცა ვუსმენ. მაგრამ ძალიან,ძალიან სასიამოვნოა ეგ გრძნობა. თან ეიფორია მაქვს,თან უსაზღვრო სიმშვიდის და ბედნიერების შეგრძნება. მადლობა,რომ შემიძლია ამ მუსიკის ჩართვა,თვალების დახუჭვა და ჩემს ყველაზე ლამაზ მომენტებში დაბრუნება✨💒🎆
"შორს ამ ქალაქიდან, შორს ამ მთებიდან. შორს წაგვიყვანეე..." bedford falls-მა ჩემში ახალი სამყარო აღმოაჩინა, რომელიც ყველაზე ფერადი რამაა რაც კი ფერთა გამაში მოიძებნება. თითოეული სიტყვა, თითოეული ნოტი მართლაც, რომ ანტისეპტიკური ხსნარი ხდება სულის... მადლობა საკუთარი სულის პოვნისათვის თქვენ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენმა სიტყვებმა ძალიან ბევრს რწმენა, მოტივაცია, ოცნება, სიკეთე, პოზიტივი აჩუქა... ისევე, როგორც მე.
სიმღერა დროსავით წარმავალია, მინდოდა უფრო მეტხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ სილამაზე დაწყევლილია განუყოფელობით.. მიხარია, რომ შემეძლია ამის გამეორება ისევ და ისევ :)
[შორს, ფაიფურის ძეგლების მიღმა] გამოვა მზე და გაშლის თმას პოლიფონიად ეს სიმღერა ანტისეპტიკური ხსნარია მერამდენედ ეჩურჩულებით შუქურას: შორს ამ ქალაქიდან, შორს ამ მთებიდან შორს წაგვიყვანე [ბურძგლიანი ვარსკვლავები] გამოვა ან არა; გამოვა ან არა [კვლავ ბახური დაღმა სვლა სოლ მინორში] გამოვა მზე და გაშლის თმას პოლიფონიად ეს სიმღერა ანტისეპტიკური ხსნარია მერამდენედ ეჩურჩულებით შუქურას: შორს ამ ქალაქიდან, შორს ამ მთებიდან შორს წაგვიყვანე [ბურძგლიანი ვარსკვლავები] გამოვა ან არა; გამოვა ან არა
ახლა ღამის სამის ნახევარია) უბრალოდ ჩემი ფბს გვერდთ ვათვალიერებდი რადგან სულ მუსიკას ვაზიარებ, ჩავიარე ერთი თვე ორი, სამი, ოთხი და უცებ ავღმოჩნდი 2022 წლის 12 ივლისში როცა ეს მუსიკა გავაზიარე და ზუსტად ამ მუსიკამ გამახსენა ყველაფერი🤷🏻♂️ყველა მუსიკის გაზიარების მიზეზი მახსოვს თუ რა მდგომარეობაში ვუსმენდი და ვაზიარებდი) ახლა თითქოს თვალები გავახილე და გამახსენდა, ამ მუსიკის გაზიარების მიზეზიც ახლაც კი ვწევარ სიბნელეში და ცოტა გაუკვერვლობაშუ ვარ თუ რა გავუჩალიჩე ჩემთავს რო აქამდე მოვედი 🤷🏻♂️ყოველთვის ვიღაცის გამო ჩემ სურვილზე უარის თქმა მიწევდა, არასდროს გამიკეთებია ის რაც მე მინდოდა რაც დამაკმაყოფილებდა არვიცი თითქოს მე ჩემი თავისთვის არასდროს ვყოფილვარ ყოველთვის სხვის ემოციებზე დამოკიდებული ადამიანი ვიყავი და ახლაც ასეა უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ არშემიძლია ამის გამოსწორება მაშინაც კი როცა ვიცი რაარის გამოსასწორებელი 🫠ეს მუსიკა მაშინ და ახლაც იგივე დატვირთვას ატარებს! ახლა ვუსმენ და როგორც მაშინ ახლაც თავისუფლებას ვგრძნობ ვხვდები რო თავისუფალი არანაირად არაფერში ვარ ჩემ გადაწყვეტილებაშიც კი მაგრამ მაინც მხოლოდ ამ მუსიკის მოსმენისას გული რაღაც საოცარს გრძნობს , თვალები წვას და ცრემლიანობს ტვინი კი უბრალოდ თავისუფალია ნეტა არარსებობდეს გამარჯობა, როგორ ხარ, რას შვები) ნეტა ყველა ადამიანმა მოსალმების მაგივრად ამ მუსიკის სიმღერა დაიწყონ ნეტა ყოველ წამს ეს მუსიკა ისმოდეს ყველგან ნეტა ყოველთვის ესე თავისუფლად ვგრძნობდე თავს როგორც ახლა. ნეტავ ორი წლის შემდეგაც დავათვალიერებ ჩემ გაზიარებულ მუსიკას და ამას გადავაწყდები?
ეჰჰ და მე ჩემს ძველ პოსტებს,მიმებს,სთორებს, ფეისბუქზე ვმალავ როცა მოგონებებში მხვდება, ზოგჯერ არც ვხსნი Memories შეტყობინებას რადგან ვხედავ რომ მაშინ სულ სხვანაირი ადამიანი ვიყავი და რაღაცეები რაც იმ დროში იყო მახალისებდა თუნდაც ოდნავ მაინც, სანამ კიდევ ბევრი რამ აზრს დაკარგავდა. ალბათ იმიტომ რომ მომენატრა ძველი მომენტები, ძველი ხალხი ვისაც ვიცნობდი ან იქნებ ძველ მე-ზე მწყდება ყველაზე მეტად გული, დღევანდელ სიტუაციამდე რომ მოვიყვანე, ხანდახან ვფიქრობ სხვებს კიარა, საკუთარ თავსაც კი როგორ გავუცრუე ასე საშინლად იმედები, ყველაზე ცუდი კი ისაა რომ არ გინდა ამ ფაქტის დაჯერება ამას ვერ აღიარებ და ცდილობ შორს გაქცევას, თუმცა სევდით, და რაღაცის მონატრების გრძნობით რომელიც ყოველღამეს მუდამ თან გახლავს, განაგრძობ ყოველდღიურ არსებობას ან უფრო იმას რასაც გადარჩენა ეწოდება, რომელსაც უფრო მეტი იმედგაცრუებისკენ, გულისდაწყვეტისკენ და სიცარიელისკენ მიყავხარ, სადაც შენი ოცნებები და მიზნები მკვდარია, ის სურვილებიც რომ უკეთესი გახდე. თითქოს 19 წლის ადამიანისთვის ძალიან დაკარგული ვარ ამ ცხოვრებაში და გზაარეული, ადგილი ვერ ვნახე სადაც უნდა ვიყო, სადაც სიმშვიდეს მოიპოვებს ჩემი თავი. ხანდახან მგონია რომ ძალიან ადრე ან ძალიან გვიან დავიბადე, არასწორ და შეუსაბამო დროში.
მე და ჩემი მეგობრები სოფელში აივანზე ვსხედვართ. სრულ სიბნელეს მთვარის შუქი გვიფანტავს და ვფიქრობთ აბსურდულ სიმშვიდეზე, ან არა. უბრალოდ ბედნიერები ვართ, რომ ვართ. აქ და ამ მომენტში.
მახსოვს როცა გირჩიე ამ მუსიკისთვის მოგესმინა,მახსოვს ის დღეები როცა ჩვენ ბედნიერები ვიყავით🤍ახლა ვზივარ და ვფიქრობ ალბათ უნდა მომხდარიყო ასე…გული მტკივა არ ვიმჩნევ სულ ვცდილობ გავერთო,თუმცა როცა ვხედავ შენს სახეს,ხელებს და მთლიანად შენ სურვილი მიჩნდება ისევ ისე ჩამეხუტო და შენი სურნელი შევიგრძნო🤍უკვე გვიანია ზედმეტად გვიანი.ჩვენ ხომ ყველასთვის მისაბაძი წყვილი ვიყავით?არ ვიცი ახლა რას აკეთებ უბრალოდ არ ვიმსახურებდი ამ ყველაფერს❤მიყვარხარ ისე როგორც არავის არავინ არ ყვარებია და მენატრები!მენატრება შენი ყველაფერი🤍მენატრება ჩვენ❤️
სიყვარული რომ მუსიკა ყოფილიყო, ანარა იქნებოდა ✨, უსმენ და თითქოს რაღაც განსაკუთრებულმა გრძნობამ ჩაგიარაო , ემოციას გახსენებს რომელიც მოძინებულია , აღვივებს განსაკუთრებულ ისტორიებს ,მშვიდი განწყობითა და სახეზე ღიმილით უსმენ , სურათი რომ წარმოიდგინოთ ალბათ ცისფერ ზღვას შევადარებდი მზის ჩასვლისას , წყნარი ზღვის შხეფები და თბილი ოქროსფერ მზის სხივების შერწყმაა✨🩵
ისეთი თრექია, ამის მოსმენის პარალელურად მტკიცედ და უშიშრად ნაშენი, სიყვარულის მშვიდი ღიმილი უნდა დაგთამაშებდეს სახეზე.. რაღა თქმა უნდა, თუ გრძნობების შემგროვებელი ხარ და ცნობიერების წყვდიადში გამოკიდულ სკივრში ინახავ მათ.. როცა კი მელანქოლია შეგიპყრობს, 'სულჭაში' სამოგზაურო შენივე ფანტაზიით ნაშენი ხომალდით უნდა მიაშურო ამ სკივრს და მშვიდად, აუღელვებლად შეცურო შეგრძნებების ოკეანეში..
exa amsimgeras vusmenn vfikrobb rogor movikce davujero chems megobrebs da avdge da wavide tu chems da shens grdznobebze vifirko da davrchee imdenad aviriee ro verckivxdebi giyvarvar tu ara dzaan miyvarxarr mindaa sul chemigerkvass mindaaa sul shenimerkvass magramm vergar vxdebi shen es gindaa tu ara❤
ეზოში ვზივარ , ჩემი ერთგული მეგობარიც გვერძე მიზის(კატა). ღამდება და ნელნელა ინთება შუქი თითოეულ ფანჯარაში... ვინიცის რამდენი ისტორიაა ამ ფანჯრების უკან ?! გნატრობ , შენზე ფიქრს ვერ ვეშვები , გუშინდელივით მახსოვს ჩვენი ბოლო ჩახუტება ... 💫 ცხოვრების ბოლომდე , იქნები ჩემს გულში. არასოდეს მოკვდება ჩემში შენი სიყვარული ❤. მენატრები ისე როგორც არასდროს...
მსმენელო,მინდა გითხრა, ის რასაც ვისურვებდი რომ ჩემთვის ეთქვათ , როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა.გახსოვდეს, არ არსებობს მდგომარეობა რომლიდანაც სინათლე არ გამომდინარეობს,ის სინათლე კი შენ ხარ,არ მისცე საშუალება აუტანელ ფიქრებს დაგეპატრონონ და იცოდე რომ გამოვა მზე...
დილის 9 საათია, სამსახურში მივდივარ, ყველაფრისგან დაღლილი, ემოციებისგან დაცლილი გოგო რომელიც უაზროდ ცდილობს მუსიკაში იპოვოს შვება, გადაიტანოს ყურადღება და როგორღაც მოწყდეს რეალობას. ეს მუსიკა heal არის ჩემთვის…
როგორც კი იუთუბი გავხსენი ეს დამხვდა. სახელზე არ დამიხედავს, თამბნეილი მომეწონა და პირდაპირ ჩავრთე, თან გავაგრძელე რასაც ვაკეთებდი. მელოდია დასაწყისში ძალიან მომეწონა და ეგრევე გავიფიქრე რაღაც ძალიან კარგს მივაგენი-თქო. შემდეგ, როგორც კი ქართული სიტყვები შემომესმა პირდაპირ დავდნი. ვოკალიც ვიცანი და მივხვდი რაშიც იყო საქმე 😄 ჯერ სახელზე რომ დამეხედა მოლოდინი დიდი მექნებოდა, მაგრამ ესე მოლოდინის გარეშე პირდაპირ შოკში ჩავვარდი . ღამე გამიბედნიერდა. ამისთვის მადლობა თქვენ ❤️ ერთი სიტყვით რომ ვთქვა ძალიან კარგია ❤️ მაგრამ ყოფნის რო ამას ერთი სიტყვა? არანაირად.
My name is Anara and I'm from Mongolia. I just bored and searching my name on youtube and then i found this masterpiece. Greetings from Mongolia.
Hello Anara,from Georgia❤
არსებობს მდგომარეობა, როცა bedford fallsს უნდა უსმინო და არსებობს მდგომარეობა, როცა bedford fallsის ვიდეოებზე კომენტარები უნდა იკითხო...
❤
@@tamarkikalishvili3764😊😊😊😊😊😊😊
😊😊
@@tamarkikalishvili3764😊😊
აი ნამდვილად❤
ღვინის ფესტივალზე მოვისმინე ლაივში და ეგრევე გულს და სულს შეეხო. მადლობა ამ საოცრების შექმისთვის.
ვინც უსმენთ დარწმუნებული ვარ ყველანი კარგი ადამიანები ხართ.
გამარჯობა მეგობრებო ❤
სიყვარულით გვეცხოვროს
🥰🥰🥰
რა საყვარელი ხარ❤
დღეს ამ სიმღერას პირველად მოვუსმინე და ვფიქრობ.....ვფიქრობ...... ამის მოსმენისას მთელი ჩემი ცხოვრება ტკბილად და ლამაზად რომ ჩაივლის ჩემ თვაწინ, ჩემი მოგონებები,ჩემი ყველაფერი.მე არვიცი სიტყვებს ვერ ვპოულობ ეს მუსიკა უკვე ძალიან მიყვარს❤❤❤❤
რომ ვუსმენ და თან კომენტარებს რომ ვკითხულობ ❤️❤️❤️ რა ბედნიერი ვარ ახლა ამ ყველაფრით!!!
კიდე უსმენ?
2 წელია ამ სიმღერით ვიღვიძებ და ვიძინებ.
ყოველ ჯერზე ახალი განსხავებული გრძნობა მებადება, რომელიც მწყვეტს ამ რეალობას და მახსენებს თუ რამდენად ცოცხალი ვარ.
❤
რაღაცნაირი კომენტარია გულშიჩამწვდომი💫
ჭრილობის ნემსით გაკერვას მაგონებს ეს მელოდია. მტკივნეული, მაგრამ ხომ ვიცით, რომ მალე მოვრჩებით. [♡]
რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, რაც არ უნდა ვნერვიულობდე ან სხვა რამეზე ვფიქრობდე, როდესაც ეს მუსიკა იწყება მანდ მთავრდება ყველაფერი, სულ სხვაგან ვარ, სულ სხვა ემოციით. ბრავო ❤!
ამ სიმღერამ ჩემი ცხოვრების რთული და შავ-თეთრი დღეები გადამატანინა
გულში რა უცხო გრძნობა მეღვრება ამის მოსმენის დროს ნეტავ შემეძლოს ახსნა))
სულის გავლით რომ გადის ისეთი მელოდია, ვუსმენ , ვუსმენ და ღრმა ტკივილს კურნავს. ახლა კი ცისა და მიწის გასაყარზე ვდგარ ეულად და ღმერთს ველოდები💫
Again.. heaven is a place on earth with this song. ♡!
ეს სიმღერა ასე რომ ვთქვათ მაბედნიერებს, მაგრამ ამავდროულად გულს მტკენს, რადგან ყოველთვის როცა ამ სიმღერას ვუსმენ წამიერად ის მოგონებები რაც გაგვაჩნდა თვალწინ მიდგება, ყოველი სიჩუმეში გატარებული წუთები, რადგან არვიცოდით რაზე გვესაუბრა, მაგრამ სიჩუმეში მაინც ერთად ვიჯექით, რადგან ერთმანეთთან ყოფნა გვსიამოვნებდა,თუმცა შემდეგ რეალობას ვუბრუნდები და ვხედავ რომ შენ აქ აღარ ხარ და ყოველივე ისევ ფერს კარგავს.
როდესაც ამ სიმღერას ვუსმენ ერთადერთი ადამიანი ვინც მახსენდება ეს შენ ხარ. ალბათ თავს კარგად გრძნობ, ბედნიერი ხარ და ვიმედოვნებ, რომ მე არც კი გახსოვარ:))) უბრალოდ მინდა იცოდე თუ როგორ მიყვარხარ.
ეს ის სიმღერაა, რომელსაც ხშირად ვერ ვუსმენ. ყოველ მოსმენაზე ახლიდან მანგრევს და მაშენებს. ახლა ცხოვრებაში ის მომენტი მაქვს, როცა ძალიან მიჭირს… მიჭირს ფეხზე წამოდგომა და არსებობისთვის რაიმე აზრის მოძიება… გისმენთ და ყველა ის მომენტი მახსენდება, როცა მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი, მაგრამ რაღაც ძალას მაინც გამოვყავდი მდგომარეობიდან. დიდი სიამოვნებით გავიქცეოდი სადმე შორს, ჩავიკეტებოდი სამყაროსგან სრულიად იზოლირებულ სიცარიელეში და დაუსრულებლად მოგისმენდით❤️საშინელ ნოსტალგიას ვგრძნობ. თითქოს ჩემი ცხოვრების ყველა ბედნიერი და უბედური წუთი ერწყმის ერთმანეთს და ვერ ვხვდები, ეს სევდა და მელანქოლია მომწონს, თუ მინდა დასრულდეს. ალბათ ყველაფერი გამოვა და ესეც გაივლის❤️სულშიჩამწვდომები ხართ❤️
ვაიმე 🥺🤍
რა ლამაზად დაწერე
Rogorxar?imedia tavs kargad grdznob❤
10 თვე გავიდა ამ კომენტარის დაწერიდან. 10 თვის შემდეგ პირველად, სრულიად შემთხვევით, ჩავრთე ეს სიმღერა და კომენტარებში ძველი მარიამი ვიპოვე❤️ყველაფერი იმაზე კარგადაა, ვიდრე წარმომედგინა❤️ამ 10 თვეში იმდენი რამ შეიცვალა და, პირველ რიგში, მე შევიცვალე იმდენად, რომ ზოგჯერ მგონია რაღაც დიდი უფსკრულია ჩემს წარსულ და აწმყო მეებს შორის. რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოვიდა და ყველაფერმა გაიარა❤️რა თქმა უნდა, მზემ ისევ გამოანათა და ცხოვრებას ისევ დაუბრუნდა სინათლით გაბრწყინებული ფერები❤️სევდა ალბათ ყველაზე ლამაზი იისფერი გრძნობაა გრძნობებს შორის❤️არასდროს არაფერია დაგვიანებული, განსაკუთრებით ფეხზე წამოდგომა და ყოფიერებით ტკბობა❤️ყველაფერი იმაზე ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე ჩვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს❤️ჩვენ ყველა ჩვენ-ჩვენ აღმართ-დაღმართებს ვებრძვით და ჩვენ ყველას ჩვენ-ჩვენი აღმაფრენები და დაღმაფრენები გვაქვს, მაგრამ მთავარია, ჩვენ ყველას გამოგვიცდია სევდა და მარტოობა და ზუსტად ამიტომ, რაღაცნაირად მაინც ერთნაირები ვართ, ერთნაირად ვგრძნობთ და ერთნაირად განვიცდით❤️არასდროს დაივიწყოთ, რომ ყველა ქარიშხალი აუცილებლად დასრულდება და აუცილებლად დაისადგურებს სიმშვიდე❤️გამოვა❤️ყველაფერი გამოვა❤️❤️❤️
ესეც გაივლის😔
სრულიად შეუძლებელია დაბურძგვლების და სულის ფორიაქის გარეშე ამის მოსმენა🧚🏼♀️
theres so much i wanna say but i dont know where to start🏹🏹🏹🏹🏹
my comfort track
სულში გავლებულ ძაფებს ადამიანის ხელი რომ ჩამოუსვა , ალბათ ზუსტად იგივე ჟღერადობა ექნება , როგორიც ამ მუსიკას.
🥹🩶🩶
Totalmente 😢
❤
აუუ 🫰💫
ამ სიმღერის ხშირად მოსმენის მეშინია. მეშინია იმიტომ რომ მგონია მივეჩვევი და მერე ისე ვეღარ იმოქმედებს როგორც ახლა მოქმედებს 🚀🌀
sameee
ფლეილისტში სადღაც ბოლოში მაქვს რო ხშირად ვერ მოვუსმინო
სეიიმ
რა დიდებული კომენტარია :)
ამიტომ დაყავი და ისე უსმინე :) ხან ტექსტს, ხან მელოდიას, ხან კონკრეტულ ინსტრუმენტს, ხან ერთად, და მგონია არ მოგბეზრდება :)
მიყვარხართ მიყვარხართ მიყვარხართ
სიგიჟეა, არარსებულია, შეუცნობია ის რასაც მუსიკა ადამიანს უკეთებს.
მადლობა, რომ ასე ახლოს მოდიხართ ყველას გულებთან❤
და საერთოდ სიგიჟეა, ამ წამს აქ მყოფ ადამიანთა გულებში, ერთნაირი სიმღერა რომ ჟღერს❤
რევოლუცია ადამიანში.
ამას იწვევთ.
მადლობა💙
იგივეს ვფიქრობ ახლაც💞
ყველაზე ღრმად დამარხულ ტკივილამდე რომ მიაღწევს აი ისარის❤️
ანტისეპტიკური ხსნარი რომ ყოფილიყავით ყველაზე თბილი და მოტკბო სურნელი გექნებოდათ 💛 ზუსტად ისეთი, როგორ შეგრძნებასაც მსენელთა გულში ტოვებთ 💛
რა ანტისეპტიკი . უცნაური შედარებაა. :D პახოდუ ამდენი ლაიქი გაქვს . ექიმები ხართ თუ რაბაზარია სიმონ
@@gelaperadze1523მეგობარო, სიმღერას მოუსმინე? ასე არსაიდან კი არ შეუდარებია ანტისეპტიკურ ხსნართან :))
@@Aniii_9 )))
ეს ავტობანზე ნახევრად დაცლილი ამერიკანო მარტოო და ეს მუსიკა და თან წვიმას აპირებს ძლიერ წვიმას დაუსრულებელი ორგაზმია ❤
ამ სიმღერას მივეჩვიე.
ყველაზე კარგი რამაა გრძელი და დამღლელი დღის შემდგომ ამ სიმღერის მოსმენა.
სხვა სამყაროში გადავყავარ, სადაც არ არის იმედგაცრუება და გულისტკენა.
მართლაც რომ ანტისეპტიკური ხსნარია ეს სიმღერა🫶🏻
ყველაფერს ერთად განვიცდი ამ მუსიკის ფონზე❤😊
ტუსკა მჭირდები .... ვერასდროს ვერ გეტყვი ვერაფერს...იქნებ აქ წაიკითხო მილიონიდან ერთი შანსია მაგრამ თუ ამას კითხულობ მე შენ მიყვარხარ❤.
ჩვენ ერთად ვერასდროს ვიქნებით.. ესეც სიყვარულია 🌴♥️
Gamarjobat. Mokled es musika aris dzalian gmertuli musika. Ai chemi da chemi sheyvarebulistvisaa shekmnili. Imistvis ro sadme lamaz adgilas movusminot sigareti movwiot da davtkbet im samyaroti sadacc ertaddd dzaan bednierebi vart. Mokled mikvarxar elisabed da am komentars chven shvilebs aucileblad vanaxebt 😉
gamarjoba. vfiqrob ro yvekaferi idialurad chamoayalibet da namdvilad yvelaze gmertuli simgeraaa da yoveltvis movusment am simgeras mende. mendobi?
ყოველი მოსმენის დროს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ და მნიშვნელოვან მოგონებებს მიღვიძებს ეს მუსიკა და მაბრუნებს იმ დღეებში.⭐️
ვგრძნობ და ვერ გადმოვცემ,გადმოვცემ კი არა,თვითონაც ვერ ხვდები ბოლომდე რას ვგრძნობ, როცა ვუსმენ.
მაგრამ ძალიან,ძალიან სასიამოვნოა ეგ გრძნობა.
თან ეიფორია მაქვს,თან უსაზღვრო სიმშვიდის და ბედნიერების შეგრძნება.
მადლობა,რომ შემიძლია ამ მუსიკის ჩართვა,თვალების დახუჭვა და ჩემს ყველაზე ლამაზ მომენტებში დაბრუნება✨💒🎆
"შორს ამ ქალაქიდან, შორს ამ მთებიდან. შორს წაგვიყვანეე..."
bedford falls-მა ჩემში ახალი სამყარო აღმოაჩინა, რომელიც ყველაზე ფერადი რამაა რაც კი ფერთა გამაში მოიძებნება.
თითოეული სიტყვა, თითოეული ნოტი მართლაც, რომ ანტისეპტიკური ხსნარი ხდება სულის...
მადლობა საკუთარი სულის პოვნისათვის თქვენ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენმა სიტყვებმა ძალიან ბევრს რწმენა, მოტივაცია, ოცნება, სიკეთე, პოზიტივი აჩუქა... ისევე, როგორც მე.
სანდომზე უფრო ტკბილი ზღაპარი ხართ 💓
ასტრალში გავყავარ. უდაოდ შეუდარებელია.კომენტარები ხოო საერთოდ ❤
უბრალოდ საოცრებაა.❤️❤️არასდროს შეწყვიტოთ ჩვენი გულის გახარება ამ მშვენიერი მელოდიებით.💓💓💓🙌🙌🙌🙌🙌🙌ვგიჟდები bradford falls🥰 I love it
სიმღერა დროსავით წარმავალია, მინდოდა უფრო მეტხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ სილამაზე დაწყევლილია განუყოფელობით.. მიხარია, რომ შემეძლია ამის გამეორება ისევ და ისევ :)
სადაც შემეძლება ყველგან ვიტყვი და გავაცნობ რომ ეს ჯგუფი ქართულია😄❤️
[შორს, ფაიფურის ძეგლების მიღმა]
გამოვა მზე და გაშლის თმას პოლიფონიად
ეს სიმღერა ანტისეპტიკური ხსნარია
მერამდენედ ეჩურჩულებით შუქურას:
შორს ამ ქალაქიდან, შორს ამ მთებიდან
შორს წაგვიყვანე
[ბურძგლიანი ვარსკვლავები]
გამოვა ან არა; გამოვა ან არა
[კვლავ ბახური დაღმა სვლა სოლ მინორში]
გამოვა მზე და გაშლის თმას პოლიფონიად
ეს სიმღერა ანტისეპტიკური ხსნარია
მერამდენედ ეჩურჩულებით შუქურას:
შორს ამ ქალაქიდან, შორს ამ მთებიდან
შორს წაგვიყვანე
[ბურძგლიანი ვარსკვლავები]
გამოვა ან არა; გამოვა ან არა
მიყვარხართ❤
❤❤❤ სასწაულები ხართ
მეტი ქართული
აჰჰ...ახლა შემიძლია მშვიდად მოვკვდე
“ანტისეპტიკი მგონია” უხდება უფრო 🫠
ახლა ღამის სამის ნახევარია) უბრალოდ ჩემი ფბს გვერდთ ვათვალიერებდი რადგან სულ მუსიკას ვაზიარებ, ჩავიარე ერთი თვე ორი, სამი, ოთხი და უცებ ავღმოჩნდი 2022 წლის 12 ივლისში როცა ეს მუსიკა გავაზიარე და ზუსტად ამ მუსიკამ გამახსენა ყველაფერი🤷🏻♂️ყველა მუსიკის გაზიარების მიზეზი მახსოვს თუ რა მდგომარეობაში ვუსმენდი და ვაზიარებდი) ახლა თითქოს თვალები გავახილე და გამახსენდა, ამ მუსიკის გაზიარების მიზეზიც ახლაც კი ვწევარ სიბნელეში და ცოტა გაუკვერვლობაშუ ვარ თუ რა გავუჩალიჩე ჩემთავს რო აქამდე მოვედი 🤷🏻♂️ყოველთვის ვიღაცის გამო ჩემ სურვილზე უარის თქმა მიწევდა, არასდროს გამიკეთებია ის რაც მე მინდოდა რაც დამაკმაყოფილებდა არვიცი თითქოს მე ჩემი თავისთვის არასდროს ვყოფილვარ ყოველთვის სხვის ემოციებზე დამოკიდებული ადამიანი ვიყავი და ახლაც ასეა უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ არშემიძლია ამის გამოსწორება მაშინაც კი როცა ვიცი რაარის გამოსასწორებელი 🫠ეს მუსიკა მაშინ და ახლაც იგივე დატვირთვას ატარებს! ახლა ვუსმენ და როგორც მაშინ ახლაც თავისუფლებას ვგრძნობ ვხვდები რო თავისუფალი არანაირად არაფერში ვარ ჩემ გადაწყვეტილებაშიც კი მაგრამ მაინც მხოლოდ ამ მუსიკის მოსმენისას გული რაღაც საოცარს გრძნობს , თვალები წვას და ცრემლიანობს ტვინი კი უბრალოდ თავისუფალია ნეტა არარსებობდეს გამარჯობა, როგორ ხარ, რას შვები) ნეტა ყველა ადამიანმა მოსალმების მაგივრად ამ მუსიკის სიმღერა დაიწყონ ნეტა ყოველ წამს ეს მუსიკა ისმოდეს ყველგან ნეტა ყოველთვის ესე თავისუფლად ვგრძნობდე თავს როგორც ახლა. ნეტავ ორი წლის შემდეგაც დავათვალიერებ ჩემ გაზიარებულ მუსიკას და ამას გადავაწყდები?
ეჰჰ და მე ჩემს ძველ პოსტებს,მიმებს,სთორებს, ფეისბუქზე ვმალავ როცა მოგონებებში მხვდება, ზოგჯერ არც ვხსნი Memories შეტყობინებას რადგან ვხედავ რომ მაშინ სულ სხვანაირი ადამიანი ვიყავი და რაღაცეები რაც იმ დროში იყო მახალისებდა თუნდაც ოდნავ მაინც, სანამ კიდევ ბევრი რამ აზრს დაკარგავდა. ალბათ იმიტომ რომ მომენატრა ძველი მომენტები, ძველი ხალხი ვისაც ვიცნობდი ან იქნებ ძველ მე-ზე მწყდება ყველაზე მეტად გული, დღევანდელ სიტუაციამდე რომ მოვიყვანე, ხანდახან ვფიქრობ სხვებს კიარა, საკუთარ თავსაც კი როგორ გავუცრუე ასე საშინლად იმედები, ყველაზე ცუდი კი ისაა რომ არ გინდა ამ ფაქტის დაჯერება ამას ვერ აღიარებ და ცდილობ შორს გაქცევას, თუმცა სევდით, და რაღაცის მონატრების გრძნობით რომელიც ყოველღამეს მუდამ თან გახლავს, განაგრძობ ყოველდღიურ არსებობას ან უფრო იმას რასაც გადარჩენა ეწოდება, რომელსაც უფრო მეტი იმედგაცრუებისკენ, გულისდაწყვეტისკენ და სიცარიელისკენ მიყავხარ, სადაც შენი ოცნებები და მიზნები მკვდარია, ის სურვილებიც რომ უკეთესი გახდე. თითქოს 19 წლის ადამიანისთვის ძალიან დაკარგული ვარ ამ ცხოვრებაში და გზაარეული, ადგილი ვერ ვნახე სადაც უნდა ვიყო, სადაც სიმშვიდეს მოიპოვებს ჩემი თავი. ხანდახან მგონია რომ ძალიან ადრე ან ძალიან გვიან დავიბადე, არასწორ და შეუსაბამო დროში.
მე და ჩემი მეგობრები სოფელში აივანზე ვსხედვართ. სრულ სიბნელეს მთვარის შუქი გვიფანტავს და ვფიქრობთ აბსურდულ სიმშვიდეზე, ან არა. უბრალოდ ბედნიერები ვართ, რომ ვართ. აქ და ამ მომენტში.
აუუუ მიყვარხართ მაგრად 🥺❤️❤️ თქვენს მუსიკას რომ ვუსმენ სხვა სამყაროში გადავდივარ
ძალიან დონეა!
Perfect way to relax after a long, stressful day. მიყვარხართ. არასოდეს შეწყვიტოთ ამის კეთება.
ყოველ მომდევნო ჯერზე უფრო უკეთესს ქმნით🧡 არასდროს გაჩერდეთ‼🧡
მახსოვს როცა გირჩიე ამ მუსიკისთვის მოგესმინა,მახსოვს ის დღეები როცა ჩვენ ბედნიერები ვიყავით🤍ახლა ვზივარ და ვფიქრობ ალბათ უნდა მომხდარიყო ასე…გული მტკივა არ ვიმჩნევ სულ ვცდილობ გავერთო,თუმცა როცა ვხედავ შენს სახეს,ხელებს და მთლიანად შენ სურვილი მიჩნდება ისევ ისე ჩამეხუტო და შენი სურნელი შევიგრძნო🤍უკვე გვიანია ზედმეტად გვიანი.ჩვენ ხომ ყველასთვის მისაბაძი წყვილი ვიყავით?არ ვიცი ახლა რას აკეთებ უბრალოდ არ ვიმსახურებდი ამ ყველაფერს❤მიყვარხარ ისე როგორც არავის არავინ არ ყვარებია და მენატრები!მენატრება შენი ყველაფერი🤍მენატრება ჩვენ❤️
Hi) and what does the name of the song mean?
@@luckygirl434An = or, ara=no.
He says "Gamova an ara" which means "it will work or [maybe] no"
ძლიერია! ხმები...სიტყვები...
მუსიკა! მადლობაა! 💓
სასაწაულია!!!!!! All Time FAV!!!!
ეს იყოს აქ,რომ გაიგოს ჩემმა შვილმა რას უსმენდა დედამისი✨🤍🫂
That was what we were waiting for 💘love you guys so much!💘💘
სიყვარული რომ მუსიკა ყოფილიყო, ანარა იქნებოდა ✨, უსმენ და თითქოს რაღაც განსაკუთრებულმა გრძნობამ ჩაგიარაო , ემოციას გახსენებს რომელიც მოძინებულია , აღვივებს განსაკუთრებულ ისტორიებს ,მშვიდი განწყობითა და სახეზე ღიმილით უსმენ , სურათი რომ წარმოიდგინოთ ალბათ ცისფერ ზღვას შევადარებდი მზის ჩასვლისას , წყნარი ზღვის შხეფები და თბილი ოქროსფერ მზის სხივების შერწყმაა✨🩵
რა ნიჭიერი ხალხი ხართ! იიფ, კარგია! ♥️
დღეს აღმოვაჩინე ეს ჯგუფი, კომენტარები წავიკითხე. ყველანი მიყვარხართ
1.08.2024 ბელგია.
დიდი იმედი მქონდა აქ მაინც ვიპოვნიდი...😢 ეს სიმღერა იმდენ გრძნობას იწვევს ჩემში რომ მგონი მეზიზღება
ისეთი თრექია, ამის მოსმენის პარალელურად მტკიცედ და უშიშრად ნაშენი, სიყვარულის მშვიდი ღიმილი უნდა დაგთამაშებდეს სახეზე.. რაღა თქმა უნდა, თუ გრძნობების შემგროვებელი ხარ და ცნობიერების წყვდიადში გამოკიდულ სკივრში ინახავ მათ.. როცა კი მელანქოლია შეგიპყრობს, 'სულჭაში' სამოგზაურო შენივე ფანტაზიით ნაშენი ხომალდით უნდა მიაშურო ამ სკივრს და მშვიდად, აუღელვებლად შეცურო შეგრძნებების ოკეანეში..
ვგიჟდები შენს კომენტარებზე.
👏🏻❤️
ara
india >:((((((( miugebelinkomentari
დარწმუნებული ვარ,რომ სამოთხეში ეს სიმღერა ისმის...
just what I needed ♥️
და მაინც რა რთულია სხვასაც გაუზიარო ეს სიმღერა
მთელი დღეა ვუსმენ , სასწაულია 🥺❤️
exa amsimgeras vusmenn vfikrobb rogor movikce davujero chems megobrebs da avdge da wavide tu chems da shens grdznobebze vifirko da davrchee imdenad aviriee ro verckivxdebi giyvarvar tu ara dzaan miyvarxarr mindaa sul chemigerkvass mindaaa sul shenimerkvass magramm vergar vxdebi shen es gindaa tu ara❤
ეს მუსიკა ბევრადდ მეტს იმსახურებს
პს.ერთერთი საუკეთესოა თქვენი შემოქმედებიდან 💛
საოცარი ბიჭებიხართ 💜💜💜 განსაკუთრებული იდეებითა და ნიჭით ❣❣ ძალიან მიყვარხართ, ასე გააგრძელეთ 😇😇 გულის ანტისეპტიკები ხართ 😌💜
ეს სიმღერა უანტისეპტიკურესი ხსნარია ^_^ 🥰🥰🥰❤️
უსაზღვროდ მენატრები და მიყვარხარ სალი☀️ამას ვერ ნახავ, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ჩემი ნაწილი ხარ და იქნები ცხოვრების ბოლომდე💜
ეზოში ვზივარ , ჩემი ერთგული მეგობარიც გვერძე მიზის(კატა). ღამდება და ნელნელა ინთება შუქი თითოეულ ფანჯარაში... ვინიცის რამდენი ისტორიაა ამ ფანჯრების უკან ?! გნატრობ , შენზე ფიქრს ვერ ვეშვები , გუშინდელივით მახსოვს ჩვენი ბოლო ჩახუტება ... 💫 ცხოვრების ბოლომდე , იქნები ჩემს გულში. არასოდეს მოკვდება ჩემში შენი სიყვარული ❤.
მენატრები ისე როგორც არასდროს...
შეყვარებული ვარ ამ მუსიკაზე.
ნამდვილად შორს წამიყვანა
რაღა გითხრათ ❤❤❤❤❤
ძააან მაღლააა ხართ 🤟
შორს ამ ქალაქიდან, შორს ამ მთებიდან... 💜
Ეს სიმღერააა და მელოდიაა ხო სხვა სამყაროააა❤❤❤❤, მაგრამ კომენტარებიცც რომ ცალკეეე გალაქტიკიდან არისსს რააა ვქნააათ🎉🎉🎉❤❤❤
ამ ხმის გაგების შემდეგ მთელი ქვეყანა შემიყვარდა ❤
მსმენელო,მინდა გითხრა, ის რასაც ვისურვებდი რომ ჩემთვის ეთქვათ , როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა.გახსოვდეს, არ არსებობს მდგომარეობა რომლიდანაც სინათლე არ გამომდინარეობს,ის სინათლე კი შენ ხარ,არ მისცე საშუალება აუტანელ ფიქრებს დაგეპატრონონ და იცოდე რომ გამოვა მზე...
❤
❤️
ეს სიმღერა არ გააბაზროთ ,ერთეულებმა უნდა ვუსმინოთ
.
უკვე გაბაზრდა..
რამდენიმე წლის წინ გადაწყდა რო ბედფორდებს ერთეულები არ მოუსმენდნენ
@@georgetodua3331 შპიგელმანის წიგნი წაკითხული გაქვს?
@@yofisormchofeli649 არა
@@georgetodua3331 უმმ,უკაცრავად მაშინ,ძილინებისა
ყურის ორგაზმია❤️
რას არ ვიზამდი, რომ ახლა შემეძლოს გითხრა თუ როგორ მენატრები...🤍
მაგრამ ბედს შევეგუები...
ესეც ჩაივლის.
მიყვარხარ.
და არ ვიცი ამას რა ვუშველო. 🌝
როგორ უხდება ქართული სიტყვები✊❤️
ყველაზე კარგ დროს გიპოვეთ, მადლობა ყველა ლამაზი მომენტისთვის.
ეს სიმღერა ანტისეპტიკური ხსნარია!!
ამათ სიმღერებში ეს მონწონს ყველაზე მეტად
მუსიკაზე მეტია♥️🌊
our song
კაიაკატამ დილა გამიხალუსა და ახლა ამან საღამო♥️🐉
Bravo bravo wamigo imena
არ ვიცი რა ვთქვა. მიყვარხართ უბრალოდ 💗
დილის 9 საათია, სამსახურში მივდივარ, ყველაფრისგან დაღლილი, ემოციებისგან დაცლილი გოგო რომელიც უაზროდ ცდილობს მუსიკაში იპოვოს შვება, გადაიტანოს ყურადღება და როგორღაც მოწყდეს რეალობას. ეს მუსიკა heal არის ჩემთვის…
sheni instagrami tu sheidzleba?
Same girl...
შესანიშნავია. გმადლობთ ❤️
ძველი ფლეილისტის წაშლის შემდეგ დასადგურებულ სიჩუმეს იდეალურად მოუხდა ეს სიმღერა.
როგორც კი იუთუბი გავხსენი ეს დამხვდა. სახელზე არ დამიხედავს, თამბნეილი მომეწონა და პირდაპირ ჩავრთე, თან გავაგრძელე რასაც ვაკეთებდი. მელოდია დასაწყისში ძალიან მომეწონა და ეგრევე გავიფიქრე რაღაც ძალიან კარგს მივაგენი-თქო. შემდეგ, როგორც კი ქართული სიტყვები შემომესმა პირდაპირ დავდნი. ვოკალიც ვიცანი და მივხვდი რაშიც იყო საქმე 😄 ჯერ სახელზე რომ დამეხედა მოლოდინი დიდი მექნებოდა, მაგრამ ესე მოლოდინის გარეშე პირდაპირ შოკში ჩავვარდი . ღამე გამიბედნიერდა. ამისთვის მადლობა თქვენ ❤️
ერთი სიტყვით რომ ვთქვა ძალიან კარგია ❤️ მაგრამ ყოფნის რო ამას ერთი სიტყვა? არანაირად.
❣️❣️❣️
შეგრძნება მაუფლება მუდმივად ამის მოსმენისას, თოთქოს დროებით ჩვენი გაზომილების მიღმა მიმათრევს, მიმათრევს მსუბუქად, ნელა, საუკეთესო სურვილებით..
thnx for making my day
You just made my day
2022 წლის ზაფხული ამით უნდა დაიწყო,დიახ! 💋
ძაან ლამაზი და ცოცხალია ❤️❤️❤️
გამოვა ან არა:) მე მაინც ვარსკვლავების იმედი მაქვს, ვიცი მოგიყვანენ ჩემამდე და რა იცი იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს?!
უგემრიელესია
ჩემი საყვარელი თრექია
გამოვა ან არა, მთავარია ცადო
Da roca pirvelad daginaxe vigrdzeni rogor shemovida es musika chemshi:)
Perfect.
პირველ მოსმენაზე რომ არ მოგეწონება, მაგრამ მეორედ და მესამედ...
მეგობრებო ! მე და ტუსკა ერთად ვართ ♥️ დედამიწას ჩვენ ვატრიალებთ ♥️ ტუსკა სიცოცხლე ხარ ჩემი !
შენ ჩემი 🫂🔗
ძალიან მიყვარხართ, მართლა
ამ სიმღერაზე დამოკიდებული გავხდი❤
ყველგან შენ გხედავ, ამ სიმღერაშიც შენ ხარ💛 ( ცოტა სხვანაირად რომ ყოფილიყო ... 💔😔)
შორს წაგვიყვანე ❤️