სიმღერა დილა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 2 окт 2024
  • ,,დილა არის ცა ლაჟვარდი,
    მზისა სხივით იფერება,
    და ქურდულად მიმალულა
    ვით მთვარე და ვარსკვლავთ კრება.
    იადონი ველს გაჰკივის,
    ია კრთება მორცხვობს ნაზობს,
    მას ნამს აფრქვევს წყლის ჩანჩქერი
    მოცელქობს და მონავარდობს.
    მიჯნურივით გაუღიმა,
    ქვეყანამ ცას-ცამ ქვეყანს,
    და ორივე მწყობრად გალობს
    ამ ქვეყნიურ ამოცანას.
    დღით მზე ნათობს, ღამით მთვარე,
    დღე ღამეს სდევს, ღამე-დღესა,
    თუ სიბნელე არ გინახავს,
    ფასს ვერ დასდებ სინათლესო.
    აწ მშვიდობით მთვარე-ვარსკვლავთ,
    ქებათ-ქება მნათობ მზესა,
    ვაშა, ვაშა ბუნების წესს,
    რომ ნათელი მოსდევს ბნელსო."

Комментарии • 2

  • @sopotvaladze1985
    @sopotvaladze1985 Год назад

    ძალიან მაგარი ხალხური სიმღერა!!!😇😇😇😇😇

  • @salosalo2697
    @salosalo2697 4 года назад +1

    👍👍👍👍👍