ოზურგეთის სალოტბარო სკოლა - ინდი-მინდი
HTML-код
- Опубликовано: 2 дек 2024
- ანაკლიაში სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ ჩატარდა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონიდან 18 სალოტბარო სკოლის 400 მოსწავლე მონაწილეობდა. ფესტივალის პროგრამა მოიცავსდა, როგორც შემოქმედებით, ისე სპორტულ და გასართობ აქტივობებს.
ქორეოგრაფიული მიმართულებით ფესტივალთან აქტიურად ითანამშრომლა ცნობილმა ქორეოგრაფმა, მოცეკვავემ და კასკადიორმა, ტაურუსის ჯილდოს მფლობელმა ლაშა მძინარაშვილმა.
ფოლკლორული სიმღერის მასტერკლასები ჩაატარეს ანსამბლ ,,ბასიანის" სოლისტებმა. ფესტივალის მონაწილეებს მსოფლიო ხალხთა მუსიკა გააცნო ,,თუთარჩელას " ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ.
ფესტივალის პროგრამაშია გახლდათ - ლოტბარის საათი, რომელსაც ანსამბლ,,ლალხორის"ხელმძღვანელი ლიკა ლიპარტელიანი წარუძღვა.
მოსწავლეები გუნდებად გადანაწილდნენ და თითოეულ გუნდს ორი მოხალისე- ლიდერი ჰყავდა. ლიდერებს შორის იყვნენ სალოტბარო სკოლების კურსდამთავრებულებიც. მოსწავლეების სპორტული აქტივობების პროგრამა სოფიო ტალახაძემ შეადგინა.
ფესტივალი სამ ეტაპად ჩატარდა.
,,მომავლის ხმები" ტრადიციულად ყოველ წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით იმართება.
ფესტივალის მხარდამჭერი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.