ლევან ბერძენიშვილი: შეყვარებული ბარათაშვილი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 7 сен 2024
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს უდიდესი ქართველი ლირიკოსის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სატრფიალო გატაცებებზე, მის ოთხ სიყვარულზე. ბარათაშვილი ქართული პოეზიის ისეთი მწვერვალია, რომლის აღქმა თანამედროვეებს არ შეეძლოთ და რომლის სიდიადის გასაგებად ქართველ ხალხს ილია ჭავჭავაძის გენია დასჭირდა. ილიას შემდეგაც უჭირდა ბარათაშვილს მკითხველთან მისვლა. ამ გენიოსს არასოდეს და არაფერში არ ჰქონდა ბედი, სულ ახლახან, 2006 წელს ჩატარებული ფართომასშტაბიანი სატელევიზიო გამოკითხვის შედეგად 50 ქართველში არ მოეძებნა ადგილი. ბარათაშვილის შემთხვევაში სიყვარულის ისტორია იმდენად პოეტის ბიოგრაფიის დასადგენად არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მისი პოეზიის უკეთ გასაგებად. ბარათაშვილის მუზებმა წარუშლელი გავლენა მოახდინეს მის შემოქმედებაში, ბევრად მეტი, ვიდრე უბრალო „საყვარელი ქალები“ ტოვებენ ხოლმე. ვინ იყო ბარათაშვილის პირველი სიყვარული, ვინმე ნინო, შესაძლოა, ორბელიანის ქალი; რა კონფლიქტი მოუვიდა ბარათაშვილს თავის მეორე სატრფოსთან, „ფრანცუზის ქალ“ დელფინა ლაბიელთან; როგორ ვითარდებოდა ბარათაშვილის რომანი ეკატერინე ჭავჭავაძესთან, ამ უკანასკნელის გათხოვებამდე და გათხოვების შემდეგ; მართლა უყვარდა თუ არა გენიოს პოეტს ნახჭევანში პოეტი ქალი გონჩა-ბეგუმი? - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Комментарии • 28

  • @giorgigviniashvili9470
    @giorgigviniashvili9470 2 года назад +12

    მარტო ამლექციის გამო ღირს რომ პატივი სცე ბერძენიშვილს😊

  • @sesiliashubitidze5571
    @sesiliashubitidze5571 3 месяца назад +1

    მადლობა მე მიყვარს ბარათაშვილი და მისი პოეზია დიდი სიამოვნება მივიღე👍♥️♥️🙏

  • @user-zs7bx1yv7l
    @user-zs7bx1yv7l 4 года назад +8

    დიდი მადლობა ბატონო ლევან, ძალიან საინტერესოა თქვენი გადაცემები, განსაკუთრებით მიძღვნილი ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი , იგი ქართული პოეზიის მწვერვალი იყო და დარჩება სამუდამოდ!

  • @Radio-Tavisupleba
    @Radio-Tavisupleba  2 года назад +5

    ლიტერატურული გადაცემა „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს გალაკტიონის დამოკიდებულებაზე მის მასწავლებელთან, რომელსაც იგი მეცხრამეტე საუკუნის უდიდეს გენიოსად მოიხსენიებდა, ნიკოლოზ ბარათაშვილთან. სწორედ გალაკტიონი, თავისი ლექსებით, პოემით, დღიურებით არის ამ გადაცემის ვირტუალური სტუმარი. ვის ეძღვნება „არტისტული ყვავილების“ შედევრი „მას გახელილი დარჩა თვალები“? რატომ ტირის ამ გენიალურ ლექსში ცერერა, იგივე კერესი, იგივე დემეტერი? რატომ ადარებდა გალაკტიონი ნიკოლოზ ბარათაშვილს ედგარ ალან პოს? როგორ აფასებს მეოცე საუკუნის მთავარი გენიოსი მეცხრამეტე საუკუნის მთავარი გენიოსის ისტორიულ დანიშნულებას? - ყველაფერ ამაზეა საუბარი გადაცემაში: ruclips.net/video/NXxEqvOU5oQ/видео.html

  • @eteridgvepadze9736
    @eteridgvepadze9736 5 месяцев назад

    ბატონო ლევან ,თქვენი მოსმენის ხელახლა ვკითხულობ ტელევიზორს ვეღარ ვუყურებ, მადლობა ამ სიამოვნებისთვის,

  • @user-kx8qk5iv2m
    @user-kx8qk5iv2m 5 месяцев назад +1

    .მადლობა...

  • @nairanaira6318
    @nairanaira6318 4 года назад +5

    რა სასიამოვნო მოსასმენია

  • @leamichaeli6235
    @leamichaeli6235 Год назад

    Batono levan didi madloba aseti kargi lekciisatvis romelic zhems sakvarel poets eghgvneba .minda icodet rom mis mier dacerili leksebis krebuli zhems bibliotekasac amshvenens .👍👍👍🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷

  • @user-ss6qk4rt4n
    @user-ss6qk4rt4n 4 года назад +3

    უნიჭიერესი ად ბრძანდებით ბატონო ლევან.
    უძველესი ლიტერატორი.

  • @AzaKodalashvili
    @AzaKodalashvili 8 месяцев назад

    დიდი მადლობა ბატონო ლევან!!ახალგაზრდობიდანვე ძალიან მიყვარს ნიკოლოზ ბარათაშვილი.... უდიდესი პოეტი!!!❤❤❤❤

  • @azakodalashvili9371
    @azakodalashvili9371 Год назад

    ჩემი გამორჩეულად საყვარელი დიდი პოეტი,!!! დიდი მადლობა ბატონო ლევან!!💓

  • @neachelidze3365
    @neachelidze3365 4 года назад +4

    ჩემი საყვარელი პოეტი გული მიკვდება მისი ტრაგიკულო ცხობრებით შემიყვარდა მეტად აი წიგნიდან ბარაყაშვილის უკანასკნელი ღამე

  • @timeerror
    @timeerror 9 месяцев назад

    დიდი მადლობა!

  • @xatunaloladze1303
    @xatunaloladze1303 3 года назад +2

    💐💐💐🌷🌷🌷🌻🌻🌻

  • @xatiaanastasia3596
    @xatiaanastasia3596 5 месяцев назад

    ❤❤❤

  • @dalisibashvili8732
    @dalisibashvili8732 Год назад

    რა ბედნიერებაა რომ ხართ❤️❤️

  • @xatunaloladze1303
    @xatunaloladze1303 3 года назад +2

    ❤❤😁🥂

  • @user-qc7ls6fy3c
    @user-qc7ls6fy3c Год назад

    გენაცვალეთ გულში ბატონო ლევან!

  • @mariamchkholaria9896
    @mariamchkholaria9896 5 лет назад +2

    💛

  • @neachelidze3365
    @neachelidze3365 4 года назад +1

    ❤️

  • @leamichaeli6235
    @leamichaeli6235 Год назад

    👍👍👍🇦🇷🇦🇷🇦🇷

  • @iamanizhashvili4939
    @iamanizhashvili4939 2 года назад +1

    სასწაული ლექციაააა … რა იქნებოდა სკოლაში ესეთი მასწავლებლები გვყოლოდა….

  • @zurabeboshvili6986
    @zurabeboshvili6986 Год назад

    დიდი კაცი ხარ ლევან!

  • @tamarlomidze8200
    @tamarlomidze8200 3 года назад

    Браво

    • @paatagulua2417
      @paatagulua2417 8 месяцев назад +1

      წერეთ ქართულად

  • @luddaleulebi7977
    @luddaleulebi7977 3 года назад

  • @mariamijhgenti400
    @mariamijhgenti400 3 года назад

    💚