მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 11 сен 2024
  • მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. უფლის აღდგომას ტაძრებში ზარების რეკვით შეხვდნენ.
    საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში ღამისთევის მსახურება შესრულდა. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია ილია მეორემ ჩაატარა. მსახურება ტრადიციულად პატრიარქის ეპისტოლეთი დაიწყო.
    მსვლელობა ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემო და ჯვრის საგალობელი, - საზეიმო ლიტურგია დილამდე გაგრძელდა. სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ცეცხლი ღამის პირველი საათისთვის მიაბრძანეს, საიდანაც ქვეყნის მასშტაბით მოქმედ-ყველა ეკლესია მონასტერში გავრცელდა.
    მორწმუნეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წმინდა ცეცხლი სახლში წაეღოთ.
    სააღდგომო მარხვა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით დასრულდა, რაც წმინდა სახარების მიხედვით, სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვებას ნიშნავს.

Комментарии •