26 მაისის ღამე შვიდი წლის წინ - 4 დაღუპული და 250 დაშავებული-

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 13 сен 2024
  • მძიმე იყო 26 მაისის ღამე 7 წლის წინ. მაშინ, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობის 93 წლისთავის აღსანიშნად ემზადებოდა, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ანტისამთავრობო დემონსტრაცია მიმდინარეობდა.
    ოფიციალური გაფრთხილების მიუხედავად, აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლებაზე უარი თქვეს, ხელისუფლებამ კი შეკრებილების დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მოგვიანებით, ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, საერთაშორისო კრიტიკაც მოჰყვა.
    4 დაღუპული და 250 დაშავებული - ეს მომხდარიდან 6 წლის შემდეგ აქციის დაშლაზე დაწყებული ხელახალი გამოძიების მონაცემებია. არ დაშავებულან უშუალოდ დემონსტრაციის ორგანიზატორები, რომლებმაც რუსთაველის გამზირი შეკრებილ მოქალაქეებზე ადრე დატოვეს.

Комментарии •