ქრისტიანთა პასუხი მუსულმანებს
HTML-код
- Опубликовано: 2 дек 2024
- მამა დანიელ სისოევი პასუხობს მუსულმანებს ქრისტიანული სწავლებების შესახებ: ყოვლადწმიდა სამება, რომ ერთარსებაა და ქრისტიანებს არ გვწამს მარიამი (ყოვლადწმიდა ქალწული) ქალღმერთად, რადგან ეს სწავლება გვხვდება ყურანში: ჰკითხა ალაჰმა ისა იბნ მარიამს(მარიამის ძეს): განა შენ უთხარი ხალხს აგვირჩიეთ მე და დედაჩემი ორ ღვთაებად? (სურა 5/116 აიათი), ასეთი სწავლება არ გვხვდება ბიბლიაში (წმინდა წერილში) და არც ქრისტიანობაში ზოგადად. ასევე მამა დანიელი კითხვას უსვამს მუსულმანებს შემდეგი სურების აიათებზე: ალაჰი მასხრად აიგდებს მათ ვინც არ ირწმუნა მისი და ამძლავრებს მათ ცდომილებებს (სურა 2/14 აიათი); ალაჰმა წაართვა მათ სინათლე (სურა 2/ 16 აიათი); გზას აურევს ვისაც ინებებს და სწორ გზაზე დააყენებს ვისაც ინებებს (სურა 35/ 9აიათი); თუ არ ინებებდა არ იწარმართებდნენ (სურა 6/107 აიათი); იმავე აზრს ასახავს შეადარეთ - (სურა 74/34 აიათი). გამოდის მუსულმანთა ალაჰია ადამიანის ყველა ქმედების მიზეზი, მათ შორის ბოროტებისაც, განა შეიძლება დაისაჯოს ადამიანი თუ მას ალაჰი უბნევს გზას? ასევე მამაო წარმოაჩენს შემდეგს: რადგან ალაჰია ყველა მზაკვარზე უკეთესი (სურა 47/54 აიათი); ის იტყუება (სურა 4/141 აიათი); ის ცვლის საკუთარ ნებას (სურა 13/39 აიათი); როდესაც ვცვლით ერთ აიას მეორეთი, ალაჰმა უკეთ იცის რაც გარდამოავლინა (სურა 16/101 აიათი); ჩვენ არ ვაუქმებთ ერთ აიასაც კი და არ ვივიწყებთ ისე თუ არ მოგიტანთ მასზე უკეთესს (სურა 2/106 აიათი), გამოდის ალაჰს შეუძლია შეიცვალოს თავის ნება. ამიტომ გულისხმიერად მოვუწოდებთ მათ სულის საცხოვნებლად მიიღონ ქრისტიანობა, რათა ჰქონდეთ ცოდვათა მიტევება და იმედი ხსნისა.