კიოლნის მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდა
HTML-код
- Опубликовано: 1 окт 2024
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის მიმართულებით მთავრობის მიერ ორგანიზებული დამატებული სპეციალური ჩარტერული რეისით ქართველი გულშემატკივრების 219-კაციანი ჯგუფი უკვე გაფრინდა, რომლებიც 30 ივნისს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს უქომაგებენ. ისინი კიოლნში სპეციალური, სუბსიდირებული ბილეთით გაემგზავრნენ.
დღეს და ხვალ დამატებით ორი ჩარტერული რეისი შესრულდება, ხოლო 1 და 2 ივლისს კიოლნიდან ქართველი ქომაგები სუბსიდირებული ბილეთით სამშობლოში დაბრუნდებიან. ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროა. სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.