მირო (მირიან შველიძის რეტროსპექტივა) საუბარი კურატორთან

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 10 фев 2025
  • საქართველოს ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ კურატორის საუბარს მირიან შველიძის ნამუშევრების რეტროსპექტულ გამოფენაზე, სახელწოდებით „მირო“, რომელიც 2023 წლის 22 დეკემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიმართა.
    მირიან შველიძე (1947 - 2022), პოსტმოდერნისტი მხატვარი და მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ქართულ სცენოგრაფიაში, თავის თანამედროვე დეკორატორებთან ერთად „მხატვრის თეატრის“ მნიშვნელოვანი შემომქმედია. სცენოგრაფიისადმი მისი ინოვაციური მიდგომა სპექტაკლების ვიზუალურ ასპექტს მნიშვნელობით დრამატულ მოქმედებას უთანაბრებდა.
    შველიძის შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსთაველის თეატრთან, სადაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე მთავარი მხატვარი იყო და სადაც გააფორმა რობერტ სტურუას საეტაპო სპექტაკლები: „რიჩარდ III“, „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“, „კაცია, ადამიანი?!“ „დარისპანის გასაჭირი“.
    კონცეპტუალური ხასიათის რეტროსპექტივაზე ნაჩვენები იყო მხატვრის შემოქმედების სამი მიმართულება: დაზგურ ფერწერა, კედლის მხატვრობა და სცენოგრაფია.
    „მირო“ მხატვრის პირველი გამოფენა იყო ეროვნულ გალერეაში. წინა გამოფენები რუსთაველის თეატრსა და წინანდლის მუზეუმში მოეწყო.
    The Georgian National Gallery presents an abridged Curator’s Talk on the retrospective exhibition of Mirian Shvelidze’s works, titled Miro. The show, curated by Maia Chikvaidze, ran from December 22, 2023, to January 28, 2024.
    Mirian Shvelidze (1947 - 2022), a postmodernist artist and a key figure in Georgian scenography of the late 20th century, played a pivotal role in developing the "Artist’s Theatre" alongside other Georgian set designers. His innovative approach to set design emphasized the visual aspect of performances, giving it equal importance to the dramatic action on stage.
    Shvelidze's contributions are closely tied to the Rustaveli Theatre, where he served as the main artist throughout his life. He provided scenography for landmark productions staged by Robert Sturua, including Richard III, King Lear, Hamlet, Is He a Human This Man?!, and The Misfortune of Darispani.
    Miro, the conceptual retrospective, unfolded in three main directions: painting, wall collages, and scenography, representing the wide range of genres the artist worked in.
    This exhibition marked Shvelidze's first show ever at the Georgian National Gallery, with previous exhibitions held at the Rustaveli National Theatre and the Tsinandali Museum.

Комментарии •