დავით ბერუაშვილი - მან დანერგა მომავალი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 13 авг 2016
  • დავით ბერუაშვილი პროგრამაში 2015 წლის 7 დეკემბერს ჩაერთო და 5.1 ჰექტარზე ქლიავისა და ტყემლის ბაღების გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 24,650 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 11,900 ლარი ნერგებზე ხოლო 12,750ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.
    საქართველოს მასშტაბით ხეხილის ახალი ბაღები 1,438 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 7,4 მილიონ ლარს აღემატება.
    „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.
    აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
    • ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
    • სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

Комментарии • 7

  • @tamunakhvedelidze580
    @tamunakhvedelidze580 3 года назад +1

    წარმატებები და ნაყოფიერი მოსავალი ბატონო დავით!

  • @user-yk9ti7ub6z
    @user-yk9ti7ub6z 4 года назад +3

    კარგია

  • @aleksandrezaridze6125
    @aleksandrezaridze6125 Месяц назад

    ბაღი არის უსერიოზულესი, შემირცხვენია კალიფორნია და ვაშინქტონი, ბალახი გათიბე ბალახი, შეჭამა ბალახმა ნერგები.😢

  • @lenalena2501
    @lenalena2501 Год назад

    ris bagia gashenebuli gamarkviet

    • @RuralDevelopmentAgency
      @RuralDevelopmentAgency  Год назад

      მოგესალმებით, დავით ბერუაშვილმა გააშენა ქლიავისა და ტყემლის ბაღი 5.1 ჰა მიწის ნაკვეთზე

  • @giorgigio7651
    @giorgigio7651 Год назад

    სად გაქვთ ნერგები,სად ვიყიდო?

    • @RuralDevelopmentAgency
      @RuralDevelopmentAgency  Год назад

      მოგესალმებით, პროგრამის “დანერგე მომავალი" ფარგლებში შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: rda.gov.ge/programs/305853-danerge-momavali/b63bb568-42f8-4d23-9c4a-738e52144ccf
      დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ საინფორმაციო დეპარტამენტს ტელეფონის ნომერზე 1501 და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებიან, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ ჩატით chat.rda.gov.ge/client.html