კახეთში ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა მთავრდება

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 7 сен 2024
  • კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა რეგიონის განვითარებას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს. პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ, დავით სონღულაშვილის შეფასებით, ჩქაროსნული მაგისტრალები კახეთისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ინფრსატრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე სრულდება ბაკურციხე-წნორის მონაკვეთი. მოეწყო ხელოვნური ნაგებობები და ამ ეტაპზე ასფალტის საფარს აგებენ. წელს ასევე დასრულდება თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა. იგი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაგისტრალზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, გადაადგილება 110 კმ საათში სიჩქარით იქნება შესაძლებელი.

Комментарии •