მორგან, მორგან მოიცა, ორგან ნუ ხარ - ყალბია ! აი, ცაც ჩამოიქცა. აჰა უკვე გარბიან. გარბიან და მყისიერ, სხვა დალანდეს კარები, თვალებს ნუ დაისიებ აქ არ შეგიყვარებენ. ეგ თეატრი დაიწვა, ნაცარია გაეშვი ! ჰაერს მოგცემ დაიცა, იფრინე და ჰაერში, ფანტე ლურჯი ფანტელი, ცამდე გწამდეს - გტკიოდეს რა დაკარგე ამდენი?! მთელი ღამე კიოდი. გესეოდნენ მწერები, ბგერები და მორფია, მთელი ეს ნაწერები ძარღვებში რომ მორბიან. ქანაანის კიდემდე მიდი, ნახე აისი. განა ხელს მოგკიდებენ, სანამ ღრმად არ დაისმევ. ყელს ქვევით ან მაჯებზე, ღამეც საკაპილარე... ტანი გეწვის ქაჯებზე ფეხზე "კატერპილარი" გაცვია და ვერ ძღები (დილით) მონოემბროა, მერე ფიქრობ... კვერცხები, სისხლია თუ ენდროა. მორგან ჭიქა არაყი ზღვის ნაპირმონატრებულს მორგან მაგას არ აყვე ! გამოფსიქიატრებულს. ის ამინდი დამალეს ახლა სხვა ამინდია, მაშინ ფსიქო ანალიზს ვიღაც დიხამინჯია... გიდგენდა და, დადგინდა. რაც დადგინდა კი ვიცით... ეგ ფურცლები რად გინდა?! წამო რამეს მივეცეთ. მორგან, მორგან მოიცა ორგან ნუ ხარ ყალბია. აი ცაც ჩამოიქცა, ნახე უკვე გარბიან... გარბიან და მყისიერ, სხვა დალანდეს კარები, თვალებს ნუ დაისიებ თუ არ შეგიყვარებენ. დეკემბრის დღე კლებადი. ცა, რუხი და - მოსერო იმათაც რა ებადათ? ბეთლემი და ბოსელი. დღე იქიდან - აქამდე ვიღაცისთვის კრახია. მორგან ან აქ გაქვავდი, ან ეგ დასკვნა დახიე ! წყალში თუ ხარ მხრებამდე, მხრები გაქვს და მოუსვი. ზურგს უკან, რომ ყეფავდნენ იმათ მერეც მოუსმენ. მიდი ნახე მარხილი, თუ წაგექცა ურემი. ექიმებიც ამხილე ნემსებით, რომ ურევენ ცივ ლოგინზე დაბმულებს, ორთავ ხელფეხიანად. სადაც სულის გაბმული კივილი და, ღრიალი გამუდმებით მოისმის, მერე ბოლოს მღერიან. მორგან ქრისტე მოიცვი, მორგან თავს მოერიე. მორგან ჭიქა არაყი ზღვის ნაპირმონატრებულს, მორგან მაგას არ აყვე ! გამოფსიქიატრებულს. მორგან, მორგან მოიცა ორგან ნუ ხარ - ყალბია აი ცაც ჩამოიქცა, ნახე უკვე გარბიან... გარბიან და მყისიერ, სხვა დალანდეს კარები, თვალებს ნუ დაისიებ აქ არ შეგიყვარებენ.
მორგან, მორგან მოიცა,
ორგან ნუ ხარ - ყალბია !
აი, ცაც ჩამოიქცა.
აჰა უკვე გარბიან.
გარბიან და მყისიერ,
სხვა დალანდეს კარები,
თვალებს ნუ დაისიებ
აქ არ შეგიყვარებენ.
ეგ თეატრი დაიწვა,
ნაცარია გაეშვი !
ჰაერს მოგცემ დაიცა,
იფრინე და ჰაერში,
ფანტე ლურჯი ფანტელი,
ცამდე გწამდეს - გტკიოდეს
რა დაკარგე ამდენი?!
მთელი ღამე კიოდი.
გესეოდნენ მწერები,
ბგერები და მორფია,
მთელი ეს ნაწერები
ძარღვებში რომ მორბიან.
ქანაანის კიდემდე
მიდი, ნახე აისი.
განა ხელს მოგკიდებენ,
სანამ ღრმად არ დაისმევ.
ყელს ქვევით ან მაჯებზე,
ღამეც საკაპილარე...
ტანი გეწვის ქაჯებზე
ფეხზე "კატერპილარი"
გაცვია და ვერ ძღები
(დილით) მონოემბროა,
მერე ფიქრობ... კვერცხები,
სისხლია თუ ენდროა.
მორგან ჭიქა არაყი
ზღვის ნაპირმონატრებულს
მორგან მაგას არ აყვე !
გამოფსიქიატრებულს.
ის ამინდი დამალეს
ახლა სხვა ამინდია,
მაშინ ფსიქო ანალიზს
ვიღაც დიხამინჯია...
გიდგენდა და, დადგინდა.
რაც დადგინდა კი ვიცით...
ეგ ფურცლები რად გინდა?!
წამო რამეს მივეცეთ.
მორგან, მორგან მოიცა
ორგან ნუ ხარ ყალბია.
აი ცაც ჩამოიქცა,
ნახე უკვე გარბიან...
გარბიან და მყისიერ,
სხვა დალანდეს კარები,
თვალებს ნუ დაისიებ
თუ არ შეგიყვარებენ.
დეკემბრის დღე კლებადი.
ცა, რუხი და - მოსერო
იმათაც რა ებადათ?
ბეთლემი და ბოსელი.
დღე იქიდან - აქამდე
ვიღაცისთვის კრახია.
მორგან ან აქ გაქვავდი,
ან ეგ დასკვნა დახიე !
წყალში თუ ხარ მხრებამდე,
მხრები გაქვს და მოუსვი.
ზურგს უკან, რომ ყეფავდნენ
იმათ მერეც მოუსმენ.
მიდი ნახე მარხილი,
თუ წაგექცა ურემი.
ექიმებიც ამხილე
ნემსებით, რომ ურევენ
ცივ ლოგინზე დაბმულებს,
ორთავ ხელფეხიანად.
სადაც სულის გაბმული
კივილი და, ღრიალი
გამუდმებით მოისმის,
მერე ბოლოს მღერიან.
მორგან ქრისტე მოიცვი,
მორგან თავს მოერიე.
მორგან ჭიქა არაყი
ზღვის ნაპირმონატრებულს,
მორგან მაგას არ აყვე !
გამოფსიქიატრებულს.
მორგან, მორგან მოიცა
ორგან ნუ ხარ - ყალბია
აი ცაც ჩამოიქცა,
ნახე უკვე გარბიან...
გარბიან და მყისიერ,
სხვა დალანდეს კარები,
თვალებს ნუ დაისიებ
აქ არ შეგიყვარებენ.
Ufro Meti Akete ))
აი იმენა სასწაული ლექსია საღოლ გლიჯავს👍❤️
Dzalian magaria 🖖❤️
უმაგრესი სიმღერაა ბრაოოოოოოოოო რაა
ეს სიმღერა არაა
ძაან მაგარია საღოლ
მერამდენეა უკვე ...
ვიცოდი ეს აქამდეც :3
BRAvooo sheudarebelia
wigni gamoushvi dzma
საოცრებაა
კაიაა
bidzachemi gamaxsenda ) :*
❤️
მე არ ბუდაღაშვილი❤❤❤
respect
ზურა
Respect
background პიანოს ხმა დააგდეთ
Eminem - 8Mile Road PIANO VERSION
ruclips.net/video/KMu8Tw0QuEE/видео.html
🖤
კიდე ბევრი დადედ რა აქ
მუსიკა დალინკეთ რა
vinmes edzgvneba leqsi?
ეძღვნება ხონის ფსიქიატრიული
კლინიკის პაციენტებს
გენიალურია
რომელი მელოდიაა?
eminem - 8 mile
eminem - 8 mile (song)
ეგ საუნდრეკი ადეევს???
visi leqsia
mgoni zura budagashvilis
es dawera xonis psiqiatriulshi kacma
texti daweret
foto gachitet ra
Rap_King!!!
1st
ახლა დავაკვირდი და ამ ჩენელზე ამას რაუნდა?