ზურა ბენიაიძე - ისევ მომერია სევდა / Zura Beniaidze - Isev Momeria Sevda

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 10 сен 2024
  • მეგობრებო,
    ეს გახლავთ ზურა ბენიაიძის ოფიციალური არხი,
    ძალიან გთხოვთ სიმღერას ნუ ჩამოტვირთავთ და გადაამრავლებთ,
    სხვაგან ატვირთვის შემთხვევაში ვიდეო გასაჩივრდება.
    პატივისცემით,
    ზურა ბენიაიძე
    ტექსტი და მუსიკა: ზურა ბენიაიძე
    გარმონი: ბუღა ბაღდავაძე
    ჯემბე: თორღვა გოგოჭური
    ფანდური: გიორგი გოგინავა
    არანჟირება: ბექა გაბუნია
    ტექსტი:
    ისევ მომერია სევდა,
    ისევ ვერ ვალაგებ ფიქრებს,
    ისევ გამერია დარდი,
    ისევ უშენობას ვითმენ.
    სიმი მონატრებას ვერ შველს,
    გულიც საგულეში არ ზის,
    შენსკენ რა ბილიკი მოდის,
    ვერა გავიგე რა ამ გზის.
    ეგ თვალები დანაცრული,
    რაღა ჩემთვის დაანთეო,
    გულში როდის შეიპარე,
    ასე როგორ გამართეო.
    როგორც გაზაფხულის ზვავი,
    ისე ნელა-ნელა ვშრები,
    შენ თუ სიცივისთვის მწირავ,
    საბნად მაფარია მთები.
    ისევ ეგ თვალები მღუპავს,
    ისევ მაგ თვალებით ვთვრები,
    გითხარ, შეისმინე ქალავ,
    სანამ მომისხია ფრთები.
    მერე ჩაგახუტებ კლდეებს,
    მერე ნისლებს ვეყვარები,
    მთიდან არ გაგიშვებ ,ქალო,
    გზებზე გაგიავდარდდები.
    ცხარე ცრემლით აგატირებ,
    მოგაყოლებ თქეშშიაო,
    ჩამოგიშლი მაგ ნაწნავებს,
    ჩაგეღვრები მკერდშიაო...

Комментарии • 406