რა არის უგუნურება, სისაძაგლე და გარყვნილება ღმერთის თვალში და ვინ დაიმკვიდრებს ადგილს ღმერთთან?

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 14 окт 2024
  • ბიბლია ქართულ სივრცესთან პარალელებით - ფსალმუნები.
    21 ივლისი 2024 კვირა - სკაიპ შეკრება თეოფილე მალაქიასთან ერთად.
    ფსალმუნები - ფსალმუნი 13 და 14 .
    ფსალმუნები თავი 13
    1 თქვა უგუნურმა თავის გულში: "არ არის ღმერთი”. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინაა სიკეთის მქმნელი.
    2 გადმოხედა უფალმა ზეციდან ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე გონიერი, ღმერთს რომ ეძიებს,
    3 ყველამ გადაუხვია გზიდან, ერთიანად გაბინძურდნენ; არ არის მქმნელი სიკეთისა, ერთიც არ არის.
    4 ნუთუ ვერ შეუგნიათ ბოროტების ჩამდენთ, პურივით რომ ჭამენ ჩემს ხალხს და ღმერთს არ უხმობენ?
    5 იქ შეკრთებიან დიდი შიშით, რადგან მართალთა თაობაშია ღმერთი.
    6 გლახაკის იმედს დასცინეთ, მაგრამ ღმერთია მისი თავშესაფარი.
    7 ოჰ, მოვიდოდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! როდესაც ღმერთი ტყვეობიდან დააბრუნებს თავის ხალხს, მოილხენს იაკობი და გაიხარებს ისრაელი.
    ფსალმუნები თავი 14
    1 უფალო, ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვის შეუძლია შენს წმიდა მთაზე დამკვიდრება?
    2 ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მქმნელია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში.
    3 ვინც თავისი ენით არავის გასჭორავს, ცუდს არ უკეთებს მოყვასს და აუგს არ ამბობს ახლობლებზე.
    4 ვის თვალშიც დამცირებულია არამზადა და პატივს სცემს ღვთისმოშიშთ; ვინც დაიფიცებს - თუნდაც თავის საზიანოდ - და არ შეცვლის;
    5 ვინც ვახშით არ გასცემს ფულს და ქრთამს არ აიღებს უდანაშაულოს წინააღმდეგ; ამის მოქმედს არასოდეს დაუსხლტება ფეხი.

Комментарии • 10

  • @qetinomargalitadze6230
    @qetinomargalitadze6230 2 месяца назад +9

    მადლობა ბ.რეზოს დაუღალავი შრომისთვის,ასე რომ გვაყვარებს უფალ იესო ქრისტეს და წმინდა წიგნს,ჩვენი რწმენის საფუძველს.

  • @NejnaJaniashvili-lu8iz
    @NejnaJaniashvili-lu8iz 2 месяца назад +2

    მოგესალმებით,დიდება და მადლობა უფალს❤თორემ რა დღეში ვიქნებოდით,ბევრი სამუშაო აქვთ ყველა კუთხით, გაიხარეთ თქვენ ყველამ რომ სწორად აკეთებთ ანალიზს,მადლობა თქვენ ყველას❤❤❤❤❤❤იხარეთ ქრისტეში❤❤❤

  • @Mzevinari8155
    @Mzevinari8155 2 месяца назад +1

    მადლობა განგებას რომ ეს ხალხი არსებობს❤ სწორი და ინტელექტუალური მოსაზრდბებით❤🎉❤🎉

  • @ზურაბვეფხვაძე
    @ზურაბვეფხვაძე 2 месяца назад +2

    დიდება ჭეშმარიტ ღმერთს💙 კურთხეულია უფალი ღმერთი💙 გაიხარეთ !!!!!💙 ქრისტეში💙

  • @nanaarchaia4281
    @nanaarchaia4281 2 месяца назад

    დილამშვიდობისა ბატონო რეზო. ფრიდრიხ ნიცშეს ,, კერპების მწუხრი " თუ გაქვთ წაკითხული და მოკლე მიმოხილვა რომ გააკეთოთ. მადლობას გიხდით

  • @ninimelikidze2155
    @ninimelikidze2155 2 месяца назад

    ❤❤❤

  • @ShalvaSakhelashvili
    @ShalvaSakhelashvili 2 месяца назад +1

    ❤❤❤

  • @NikaNucubidze-vv3tw
    @NikaNucubidze-vv3tw 2 месяца назад

    ❤❤❤

  • @temonebieridze4809
    @temonebieridze4809 2 месяца назад +1

    ❤❤❤

  • @givigorgiashvili1234
    @givigorgiashvili1234 2 месяца назад

    ❤❤❤