მეუფე ნიკოლოზი - ვეფხისტყაოსანი 3

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 26 окт 2024

Комментарии • 49

  • @davidgibradze9692
    @davidgibradze9692 3 года назад +10

    მადლობა მეუფე ნიკოლოზ 😍
    ვფიქრობ სამწუხაროდ ეს ნელთბილი დამოკიდებულება არის მოდებული ჩვენში და უდიდესი პრობლემაა,ეს კი ბევრ რამეში აისახება 😞 და მახსენდება ის სიტყვები... " ამოგანთხევ ჩემი პირიდან "
    დაე შევძლოთ უფლის წყალობით გულმხურვალებით გვიყვარდეს, ვმსახურებდეთ, ვუერთგულოთ უფალს.

  • @GioModebadze-cq3rl
    @GioModebadze-cq3rl 5 месяцев назад

    ძალიან კარგი იყო, გმადლობთ.

  • @artage2522
    @artage2522 3 года назад

    უღრმესი მადლობა,მეუფეო!

  • @napheriwine
    @napheriwine 3 года назад

    რა სიღრმეები და სივრცეები დაგვანახეთ მეუფეო, იმედია შევძლებთ ღვთის შეწევნით უფლის ჭეშმარიტ მიჯნურობას ❤️

  • @irinanorakidze1839
    @irinanorakidze1839 3 года назад

    მეუფევ, უდიდესი მადლობა!!! სიტყვებიც კი არ მყოფნის მადლიერების გამოსახატავად!

  • @natelabatiashvili9879
    @natelabatiashvili9879 3 года назад

    გაიხარეთ, ასეთი საინტერესო საუბრების თვის, ეს რამხელა სულიერი აზრი და სიბრძნე ყოფილა ჩადებული, ჩვენ როგორ ვსწავლობდით

  • @dninoavazashvili3064
    @dninoavazashvili3064 3 года назад +6

    💖 ვგონებ “ხელი” გავხდი. დიდი მადლობა მეუფე ❤️

  • @Beqa-y4s
    @Beqa-y4s Год назад

    დიდხანს იცოცხლე მეუფეო❤

  • @ninotaryasvili1374
    @ninotaryasvili1374 3 года назад +2

    დიდი მადლობა საინტერესო ლექციისათვის. რაც შეეხება "სპარსულის" განმარტებას, როგორც არაქრისტიანულისას, ეს პირველად დაწერა ბატონმა ზაურ ბიძინაშვილმა თავის წიგნში, რომელიც მან " ვეფხისტყაოსნის" კვლევას მიუძღვნა. ამ თემაზე მეც მქონდა სპეციალური გადაცემა ტელეკომპანია პკტვ ის ეთერში და ეს თემა განვრცობილი მაქვს წიგნში " საუბრები ვეფხისტყაოსანზე", რომელიც 2019 წელს გამოიცა.

  • @marianadarbaiseli3378
    @marianadarbaiseli3378 3 года назад +4

    Didi madloba...video chanaweri dzalian kargia,chemi azrit tqveni ganmartebani unda daibechdos wignad...damlocet❤❤❤

  • @фиона-в8и
    @фиона-в8и 3 года назад +7

    დამლოცეთ მეუფევ!
    მადლობას მოგახსენებთ განმარტებებისთვის! ❤️

  • @temursirbilashvili2975
    @temursirbilashvili2975 3 года назад +13

    ზუსტად ოცი წუთი მჭირდება ხოლმე, რომ აი ამ წმიდა ემოციებით დავიხუნძლო. ხან კითხვისას, როცა გისმენთ ხო, საოცრად ეფექტურია. სიბრძნის გაგებით გამოწვეულ ცრემლებს, სამყაროში არაფერი სჯობს. ---მეუფე, ბოლო სტროფის განმარტებამ ისე გამახარა, რომ აუცილებლად უნდა დამეკომენტარებინა.-:) როცა სიხარულით თქვით; ღმერთი გაგიჟებით უნდა გიყვარდესო. დიახ და წარმოუდგენელია ღმერთს შეხვდე და არ გაგაგიჟოს, არ გადაგრიოს. ---რუსთაველის რამდენიმე სტროფზე მაქვს იგივე შინაარსით დაწერილი ოღონდ უფრო მარტივად. :-) მათ შორის ერთ-ერთი ეს ბოლო სტროფია. ანუ: "მიკვირს კაცი რად იფერებს, საყვარლისა სიყვარულსა, ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარსა, მისთვის წყლულსა, თუ არ უყვარს რად არ სძულს? რად აყივნებს რაცა სძულსა, ავსა კაცსა ავი სიტყვა, ურჩევნია სულსა გულსა." "ინსპირაცია" -ბრძენსა უკვირს ქრისტიანთა, ქრისტეს მიმართ სიყვარული, -თუკი მიყვარს, ჯვარს რომ ვაცვამ, რატომ არ მაქვს სიბრალული, -ჩვენთვის აღმდგარს რად გვრცხვენია, ზეცისაკენ სიარული, -გეკითხებით ავის მთქმელი, როგორ არის მხიარული.

    • @nicholasmetropolitan512
      @nicholasmetropolitan512  3 года назад

      გმადლობთ!

    • @temursirbilashvili2975
      @temursirbilashvili2975 3 года назад

      @@nicholasmetropolitan512 🥰❤️♾️

    • @za9923
      @za9923 3 года назад +1

      როცა ვეფხისტყაოსანზე ვფიქყობ, ვკითხულობ , ვისმენ , განვიხილავ , ისეთი სიამოვნებისგან
      მბურძგლავს , თითქოს ღმერთი ეხება ჩემს გულს.
      დიდება უფალს!

    • @temursirbilashvili2975
      @temursirbilashvili2975 3 года назад +4

      @@za9923 ამაზე მაგარი რეალობა არ არსებობს, როცა სულიწმიდა გიხსნის საიდუმლოს. 🥰
      თან ზუსტად იცი რომ, ათასი წელი კი არა, თუ ის არ გაუწყებდა, შენ ვერასოდეს ვერ მიხვდებოდი.
      ამ უკიდეგანოდ განუსაზღვრელ სიხარულს ბედნიერება ჰქვია, რომელსაც ყველას გისურვებთ.
      სხვათაშორის შოთას დავესესხები.
      "არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა,"
      არ იხმარებ რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა."
      სხვა ადგილზე იგივე შინაარსით ამბობს:
      "არა ვიქმ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა,
      მით ვისწავლებით მოგვეცეს, შერწყმა ზესთ მწყობრთა წყობისა."
      ამიტომ ყველას გისურვებთ რომ ღმერთმა შეგვაძლებინოს მოსმენა ბრძენკაცების, რომლებიც ჭეშმარიტად ზეხარისხში იმყოფებიან ღვთის მიერ და შემდეგ აღგვასრულებინოს მოსმენილი, როგორც შოთა გვასწავლის რათა აღმოვაჩინოთ საუნჯე.
      ღმერთმა გვიმრავლოს მეუფე ნიკოლოზის მსგავსი მოღვაწეები.🥰

    • @za9923
      @za9923 3 года назад +1

      @@temursirbilashvili2975
      გაიხარე თემო.
      ღმერთმა
      გვიმრავლოს ღირსეული ქართველები .

  • @madonalazarashvili5106
    @madonalazarashvili5106 3 года назад +5

    ვიცოდი რომ ვეფხისტყაოსნი სიბრძნით იყო დაწერილი, მასში ღვთაებრივი სიდიადე დაგვანახეთ მადლობა მეუფეო

  • @nanatotadze2525
    @nanatotadze2525 3 года назад +3

    არს და იყოს! მადლობა♥️

  • @ქეთიხუბუა
    @ქეთიხუბუა 3 месяца назад

    მშვიდობა
    სული ხარობს, ამ საუბრების მოსმენაზე.
    დამლოცე მეუფეო
    მამა ნიკოლოზ, გავკადნიერდები და ვიტყვი. შევეხები სიტყვას ,,სპარსულ ამბავს,, ეს სიტყვა, მე ვფიქრობ, სულკურთხეულმა ტყილად არ შეარჩია, ერთი მძიმეც არაა ზედმეტად პოემაში, ეს სიტყვა მან , მე ვფიქრობ, არა იმიტომ შეარჩია რომ სპარსული საამო მოსასმენია ან ამდაგვარი ( მოგეხსენებათ, წმ.მამაბს გაგონებაც არ სურდათ აგარიანელების და ისმაილეტელების) ვფიქრობ აქ სიტყვაში დევს ბირთვი.
    მართალს ამბობდი წინა გადაცემაში - საიდან მოიტანა სიტყვა ტარიელი? და სწორადაც განმარტეთ
    ეხლა სიტყვა სპარსი . ი- ბოლოსართია. რჩება ,,სპარს,, , მე მინდოდა ეს სიტყვა , კარგა ხნის წინ, სულხან- საბას დახმარებით დამეგენკა, დამეშალა და ძველებრაულად ან ახლქართულად ამეწყო. ვერ დავგენკე, მაგდენი არ ვიცი ( არ მაქვს ცოდნის წყარო 😔) თუმცა მჯერავს ეს აქედან უნდა გაიხსნას. სპეციალურად შეარჩია დიდმა შოთამ ეს სიტყვა, როგორც ეს სიტყვა ხილულად შეიცავს ,,სპა,,-მხედრობას, ასევე ,,არს,, და ვგრძნობ , შიგნით ამ ერთობაში რაღაც დევს, დამალული, რასაც ვერ ვიგებ.
    ეს იცოდნენ ეფთვიმე მცირემ, მამამ მისმა იოანემ, იცოდა შოთამ, იცოდა სულხან საბამ. და იცოდნენ წმ.მამებმა, ვინც საეკლესიო ხელნაწერებთან შემხებლობდა , წმ.გიორგი ათონელმა. წმ.ბერმა ზოსიმემ ( ყველა ესენი სულიწმინდით განბრძობილნი მამები და კიდევ მრავალი)
    მე ერთ დასკვნაზე დავდექი :: ვერავინ ჩასწვდება მას, თუ თავად მისმა უდიდებულესობამ არ ,,გაანათლა გონება,, და ეს რჩეულთა ხვედრია. მე უღირსი კი გავკადნიერდი და როდესაც გავიაზრე თუ რაოდენ წმინდა საცავს ვეხებოდი, შეშინებულმა პატიებით და ვედრებით მივმართე უფალთა უფალს. ტარიელიც ასეა, ძველებრაულ ფუძეზეა და თავად სიტყვის დაგენკვა , დაშლა აწყობა კიდევ გვაძლევს წარჩინებულ სიტყვას.
    მიტევებას ვითხოვ, ამ სისულელისთვის.

  • @TsageriStreet
    @TsageriStreet 3 года назад

    გმადლობთ ❤️

  • @lalimakhara405
    @lalimakhara405 3 года назад +3

    მადლობა უფალი გფარავდეთ

  • @magrusha
    @magrusha 3 года назад +7

    მაგარია.მადლობა უფალს მადლობა მეუფეს

  • @goglaaa777
    @goglaaa777 3 года назад +2

    გაიხარე მეუფეო ❤️

  • @giorgipertsuliani7556
    @giorgipertsuliani7556 3 года назад +2

    დაგვლოცეთ, შემოგევლეთ, ღმერთმა დაგლოცოთ

  • @kakotsetskhladze483
    @kakotsetskhladze483 3 года назад +1

    მადლობა

  • @georgeiverian2110
    @georgeiverian2110 3 года назад +2

    ❤️❤️❤️

  • @Georgian_Gorgy
    @Georgian_Gorgy 2 года назад

    მადლობა მეუფე ყველაფრისთვის ❤❤❤❤❤❤
    ცოლქმრულ ურთიერთობაში კიი შეიძლება სიძვით დაცემა ....

  • @daviddaraselia3801
    @daviddaraselia3801 3 года назад

    არს და იყოს!

  • @ninotaryasvili1374
    @ninotaryasvili1374 3 года назад

    რა თქმა უნდა, შეიძლება ცოლ- ქმარმა ერთად სიძვის ცოდვა ჩაიდინონ. ძალიან ხშირად ინგრევა თანამედროვე ოჯახები ამ ცოდვის გამო. გაგიკვირდებათ და ისეთებზეც მაქვს გაგონილი ეკლესიის წევრებად რომ ითვლებიან

  • @daroquxilava9674
    @daroquxilava9674 3 года назад

    ,,ვეფხისტყაოსანი''ფდიდი გენიოსის მიერ შეფარვიტ ნათქვამი გვტისსადიდებელია,სახარებას ოპერაში გაცხადებული.მადლობა მეუფეო

  • @nikolozarabidze6134
    @nikolozarabidze6134 3 года назад +2

    დიდი მადლობა მეუფეო.გაიხარეთ

  • @za9923
    @za9923 3 года назад +1

    მშვიდობა თქვენ მეუფე ნიკოლოზ.
    ერთი შეკითხვა მაქვს, რატომ უწოდებთ რუსთაველს-რუსთველს?
    როცა თვითონ შოთა წერს ,
    " მე რუსთველი ხელობითა"
    ან
    "დავჯე რუსთველმან გავლექსე"
    იქნებ ეს ჩამატებული
    " ა" გვაბნევს და იქ არ ვეძებთ , სადაც საჭიროა?!
    ვფიქრობ , რომ გაგვერკვია ვინ არის შოთა , ვეფხისტყაოსანს ზუსტად გავიგებდით.
    არა და დავრჩებით იმ ყმაწვილებივით , მხოლოდ მცირე ნადირთა მონადირება რომ შეუძლიათ.
    "ვამსგავსე მშვილდი ბედითი, ყმაწვილთა მონადირეთა:
    დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა."
    კიდევ ერთი :
    აი ეს სტროფი საინტერესოა და შეიძლება ამ ცხრაკლიტულის გასაღებიც.
    "მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,
    რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა
    დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
    არ შეამოკლოს ქართული არა ქმნას სიტყვა-მცირობა,
    ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა,
    იხმაროს დიდი გმირობა."
    თუ შემოხვალთ წერიᲚობით განხილვაში , ამ სტროფს მივუბრუნდებით.

  • @ქეთიხუბუა
    @ქეთიხუბუა 3 месяца назад

    მშვიდობა
    ცოლ-ქმარს შორის სიძვა, ამის სიღრმეები სცდება ერის კაცის დამტევებლურ გონებას.
    ისე, პასუხი, მოციქულთა ცხოვრებაშიც მოიძებნება, ვიცით მოციქულებს ზოგს ჰყავდა ცოლშვილი და მათზე დამოწაფებულებსაც ( მარკოზი ხომ სიძეა პეტრესი , დისშვილის ქმარი) საქმე ისაა რომ, როდესაც ღმრთის უდიდესი და სანუკვარი ნუგეში მიიღეს, სანატრელი ყოველი გონიერი კაცისა, ყველა მათგანმა უბიწო, ქალწულებრივი ცხოვრება დაიწყო, მიუხედავად იმისა რომ მეუღლეები ჰყავდათ. აი, აქ , ამ საფუძვლებში მოიძებნება მაგ შეკითხვის პასუხი მგონი მეუფე ნიკოლოზ.

  • @mnnmm
    @mnnmm 3 года назад

    როცა ორ საპირისპირო სქესის ადამიანს ერთმანეთში მოსწონთ თვალები, ხმის ტემბრი, ხასიათი, თითები, ცხოვრების სტილი და ა.შ და ამას უწუდებენ სიყვარულს, ერთიანდებიან და ოფიციალურად აკანონებენ ერთად ყოფნას, ეს არის სწორედ სიძვა. იმას ვგულოსხმობ რომ თუ პირველ რიგში შენი ,,მეუღლის" სულს არ იცნობ და არ გიყვარს მისი სულიერი მდგომარეობა, სამყარო მასთან ყოფნა და ანალოგიურად მისი შენთან ყოფნა არის სიძვა. მე ასე ვფიქრობ❤

  • @za9923
    @za9923 3 года назад

    "ვინც არ უყვარს , რად არა სძულს"
    კარგად ახსენით მეუფე.
    ასევე გამოცხადებაში წერია :
    "ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი.
    მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან."
    იხარე მამაო, ღმერთმა დაგლოცოს.

  • @za9923
    @za9923 3 года назад

    თუ შეიძლება ცოტა ხანი გავიდეთ პოემიდან და გიორგი ბოგოლუბსკიზე გკითხოთ , თუ გაქვთ ინფორმაცია .
    როგორც ქართული წყარო გვამცნობს მას ქართული ფესვები ჰქონდა , ვინ იყო მისი ქართველი წინაპარი?
    როგორც ვიცით ის რურიკის (რუსეთის დამაარსებლის) შთამომავალია.
    და მეორე , რუსული წყაროები გვამცნობს , რომ გიორგი ბოგოლუბსკი თბილისში , ლურჯ მონასტერშია დაკრძალული.
    თუ შეგიძლიათ დაადასტუროთ ან უარყოთ ( არგუმენტირებულად )
    რამდენად მართალია.
    დიდი მადლობა წინასწარ.
    სასურველი იქნებოდა , თუ არ დაიზარებთ და შევალთ განხილვაში.
    კი იცით , რომ დამარხული ტალანტი ღმერთისთვის სათნო არ არის.
    ღმერთი გწყალობდეთ.

    • @za9923
      @za9923 3 года назад

      ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩავიხედოთ შოთას ეპოქაში.

    • @nicholasmetropolitan512
      @nicholasmetropolitan512  3 года назад +2

      გმადლობთ საინტერესო მოსაზრებებისათვის. აქ, ამ ფორმატით ნებისმიერი საკითხზე მსჯელობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა შეუძლებლად მიმაჩნია. გარდა ამისა, ჩემი მიზანია თვითონ ნაწარმოების, ვეფხისტყაოსნის შესაძლო საღვთისმეტყველო ინტერპრეტაცია, რაც, თავისთავად, ასევე მრავალფეროვანი შეიძლება, იყოს - ჩემს ვერსიას გთავაზობთ. ისტორიულ მიმოხილვას სხვაგვარი მომზადება და განხილვა ჭირდება. ასევეა გრამატიკული საკითხებიც, მაგალითად, კუმშვის წესები, რომლის მიხედვითაც რუსთაველი და რუსთველი ერთი და იგივე სიტყვაა.

    • @za9923
      @za9923 3 года назад

      @@nicholasmetropolitan512 ❤

  • @beqagelovani1282
    @beqagelovani1282 3 года назад

    მეუფე დამლოცეთ, ბოდიშის მოგიხდით შეწუხებისთვის, მეუფეო თქვენი კურთხევითა მგონი, გამოსული წიგნი ათონის მთის ქართული ხელნაწერები. დედანი პეტერბურგის მუზეუმში რო ინახება. თქვენი კურთხევით რო არი გამოსული წიგინი ათონური ხელნაწერები ასლი სად შეიძლება ვიყიდო ხო არ იცით ბოდიშით შეწუხებისთვის დამლოცეთ მეუფე

    • @nicholasmetropolitan512
      @nicholasmetropolitan512  3 года назад +1

      ეს წიგნი - ათონური ხელნაწერის ფაქსიმილური გამოცემა დაიბეჭდა 2013 წელს შეზღუდული ტირაჟით. ამჟამად გამოსაცემად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ამზადებს და, იმედია, საშველიც დაადგება:)

  • @daroquxilava9674
    @daroquxilava9674 3 года назад +1

    პოემაში გაცხადებული და არა,,ოპერაში'' ტექნიკური შეცდომის გამო ბოდიშს ვიხდი.

  • @ninotaryasvili1374
    @ninotaryasvili1374 3 года назад

    "რუსთაველის" ანალოგიური განმარტება აქვს ზაურ ბიძინაშვილს. მინდა, ეს წიგნი წაიკითხოთ, მეუფე. როგორც ჩანს, არ გაქვთ წაკითხული.

    • @nicholasmetropolitan512
      @nicholasmetropolitan512  3 года назад

      ხომ ვერ მიმითითებთ წიგნის სატიტულო გვერდს?