კატო ჯავახიშვილი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 11 сен 2024
  • კატო ჯავახიშვილის მეორე წიგნის "ჭუპრის" პრეზენტაცია მაგთი კლუბში ..

Комментарии • 4

  • @smariamo
    @smariamo  12 лет назад

    მიყვარს.. მიყვარს.. მიყვარს მეთქი..

  • @annunaki948
    @annunaki948 7 лет назад

    😃👍👍👍👍👏👏👏👏👏

  • @qetikobaxidze4064
    @qetikobaxidze4064 9 лет назад

    ამ ლექსის სათაური არავინ იცით? :(( ან ტექსტი მომეცით თუ ვინმემ იცით

    • @smariamo
      @smariamo  9 лет назад

      გამარჯობა ქეთი პირველ ლექსს ჰქვია ვარდნა. აი ტექსტი
      ვარდნა
      პასუხებს არ ვართ.
      როცა არაფერს გეკითხები, შენ ნუ მპასუხობ.
      სათქმელს ჩვენ ვიღას გამოვრჩებით. არაფერია
      მაინც რად გვინდა ეს პასუხები,
      ვის რას ვუმტკიცებთ,
      როცა ხმელეთზე უჩვენობა უფრო გრძელია,
      ვიდრე სამყაროს უსასრულო ლაბირინთები.
      მიწისქვეშ - ვმარხავთ უნაყოფო, ტანგაზრდილ ხეებს,
      ზევით- ფესვებზე მიჯაჭვულნი ისევ ვბერდებით,
      ერთმანეთს ისე, შემთხვევითაც კი შეიძლება
      არ შევხვდეთ არსად, არც ვიცოდეთ გვარი, სახელი.
      არც პაემანი არ დავნიშნოთ, და არც ბუხართან
      არ ვისხდეთ ორნი,
      ორივ ბრმა,
      ან თუნდაც ხილული.
      წინსაფარივით ავიფარე გაზაფხული და
      სადილში მაინც მომაკვდავი ფოთლები ცვივა.
      ხომ შეიძლება, ერთ არაფრით გამორჩეულ, ან
      თუნდაც რაღაცით გამოსარჩევ საღამოს მოხდეს
      რაღაც ასეთი: მივდიოდე. შენ მაჩერებდე.
      შემდეგ წასვლამდე ვბრუნდებოდე და ჩვენი სახლის
      წინ ასფალტიან შარაგზაზე ცალთვალა ქარი,
      ჩამოწოლილ ზვავებისგან კალთას ივსებდეს.
      გზა ჩაიკეტოს. ურდულივით ჩაჟანგდეს ჩვენი
      უერთმანეთოდ ღეები და საღამოს, როცა
      გაშლილ სუფრაზე ერთმანეთი შემოგვეჩვევა
      და კვლავ მოვუსმენთ მონატრებულ ბახსა თუ მოცარტს,
      ძველ ფირფიტაზე იტრიალოს ცხოვრებამ, როგორც
      სავარძლის რწევამ მოსასხამის ქვეშ. წინ და უკან.
      ბუხარში შეშა ტკაცუნებდეს. ჩრდილები გარეთ,
      კარის სახელურს ჩასქელებულ ბინდში ეძებდნენ.
      მარილებისგან მოხრილ ზურგზე, როგორც სიბერე
      მითვლიდა კენჭებს, მერე იქვე, საძინებელში
      შენ ჩემი სუნთქვა გაღვიძებდეს, როცა უეცრად
      ტკივილს შევყვირებ და ჩავრჩები გამხდარ ფერდებში.
      ფუღუროებში შემალულებს თვალები დაგვრჩა
      გარეთ. მუცლიდან მომაკვდავი ფოთლები ცვივა.
      მეორე ლექსი :
      კინო
      “შენი ჩანაცვამი, გუბეშენასვამი,
      გზაგამონაცვალი ქოშებით დავალ”. ნ.ს
      შენ, ვისაც გეგონა ცხოვრება ფარდაა
      და მზერას მიწისქვეშ განძივით მალავდი
      _ გამოდი!
      ნახე, ამოვთხარე მიწიდან ნათქვამი,
      უთქმელი, ან თუნდაც სათქმელი სიტყვები,
      ფეხქვეშ დაგიყარე და ახლა გიბრძანებ:
      _ დადექი შიშველი!
      ერთხელ უნდა შეძლო ამხელა დუმილის იმ მთამდე ატანა,
      სადაც გამუდმებით იკარგებიან და ეძებენ სახელებს.
      შენ, ვისაც სამხრეზე ვარსკვლავი გიბრწყინავს და ღიმილს იკავებ:
      _ შიგნით ჩაიხედე.
      და მთელი ცხოვრება, თავს რომ იტყუებენ, იმათი არ მჯერა.
      და ამ ცხოვრებაში არაფერს ნანობენ, არ მჯერა იმათი,
      რომ მთელი ცხოვრება სხვისი ბრალი არის დილემა, სასჯელი
      მე კვლავ გასაყართან... მოხრილი ხერხემლით ღირსებას მივათრევ.
      და გზასაც აწუხებს ჩემივე ფიქრების სიშავე, სიბნელე,
      და მერე სხეულზე ვერნანახ ქალაქებს ნახშირით ვიხაზავ
      და მთელი ცხოვრება ისე მონაცვლეობს სიფხიზლე, ვიბრმავებ
      თვალებს და ქუჩაში გიტოვებ ამ სიტყვებს, ცარიელს, ცალხაზას.
      შენ, ვისაც გგონია ცხოვრება კინოა
      და ამ სიუჟეტის მთავარი გმირი ხარ
      _ გამოდი!
      ნახე, არ მჭირდება კითხვაზე პასუხი,
      ტიტრებიც სწრაფ-სწრაფად, უჩემოდ გარბიან
      არც შენი დუმილი არ არის მთისხელა,
      _ გამოდი სანგრიდან!
      ასე დამენახე, სრულიად შიშველი, მძიმე და ცოდვილი
      სამოსი, ქარიან ამინდს რომ გიფარავს, აჩუქე ნაცნობებს.
      შენ, ვისაც სამხრეზე ვარსკვლავი გიბრწყინავს და ღიმილს იკავებ:
      _თუ სცოდავ, შესცოდე!
      და მთელი ცხოვრება როლებს რომ ირგებენ, არ მჯერა იმათი.
      თუ გინდა მოკალი, სიტყვით ან უსიტყვოდ, მე ასეთს მიგიღებ.
      და მთელი ცხოვრება ცხვირში პიტნასავით ნატენი სიმართლე,
      ჯაგლაგი ცხენივით გდია შარაზე და ვაბიჯებთ აღვირზე.
      და მთელი ცხოვრება, წმინდანებს რომ ჰგვანან, იმათი არ მჯერა.
      და სანამ აქ ვდგავარ, ფეხზე და ცოცხალი, მინდა, რომ მხედავდე.
      არ ვიტყვი არაფერს, რადგან, ეს ტყუილი იქნება ამ ჯერზე
      და მერე ტბასავით მომწვდება მუხლამდე, წელამდე, მხრებამდე.
      შენ, ვისაც გეგონა ცხოვრება ფარდაა
      და მზერას მიწისქვეშ განძივით მალავდი_
      განარცხებ.
      მიხარია , რომ მოგეწონა :)