Giorgi Ghvania - მანიფესტი / Manifesto

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 28 сен 2024
  • Mixing/Mastering - ‪@HaruTuneProductions‬
    Beat - ‪@KhronosBeats‬ • 90's Boom Bap Type Bea...
    Photo: Zachariah Murmanishvili
    For noncommercial use
    Lyrics:
    მეტი არაფერი არ მინდა რომ ვთქვა,
    ისე ჩვენში დარჩეს და ცოტაა ჩვენისთანა სხვა,
    მეტი რითი უნდა დავამტკიცოთ რომ ყველა ვართ ბრმა,
    მეტი რაღა უნდა გაგვიკეთონ, ამოვიღოთ ხმა.
    ქვეყანა ჩემია, შენია, ჩვენია ყველასი, ვერ შეგცვლის დრო,
    ნუ ცდილობ მტრობა რომ დანერგო იქ სადაც თავს ყველა ბედნიერად გრძნობს,
    არ მინდა ვიხილო ქართველი ხალხისგან დაცლილი მე საქართველო,
    არ მინდა ვიარო ჩემსავე ქუჩაში და იქაც ვერავინ ვიცნო.
    არ მინდა ქვეყანას ვშლიდეთ როცა დახმარებას გვთხოვს,
    არ მინდა რომ ერთმანეთს ვუტევდეთ ვახარებდეთ რუსს,
    არ მინდა თავისუფლება სადაც სამართალი დუმს.
    მინდა საქართველო სადაც მხოლოდ ქართველობა ქუხს.
    კამათი, დანები, ფაქტების დადება,
    მითხარი რას გავს ეს ბრო,
    ქვეყანა ბევრს მხოლოდ სუფრაზე რომ ახსენდება ამასაც ვცნობ,
    თაობა რომელმაც ქვეყანა დაშალა ისევ ჩვენ გვეძახის ბრბოს,
    თითქოს ჩვენ ვეომეთ ერთმანეთს და ძალა მივეცით აფხაზს და ოსს.
    რჩევას რატომ მაძლევს ვისაც კარგი არ უქნია რა,
    სწორზე მიმითითებს, თვითონ არასწორზე იარა,
    პაწა თანამდებობა და თავზე გადამიარა,
    სიმართლისთვის მაჩუქა და დამიტოვა იარა.
    არ მინდა ქართველს სხვისი ცუდი ახარებდეს,
    არ მინდა ქართველს ქართველივე აწამებდეს,
    არ მინდა ქვეყანა დაღლილი რომ დანებდეს,
    არ მინდა წინის ნაცვლად უკან გვატარებდნენ.
    რამდენი გაიარა ქვეყანამ და ისევ არის,
    მტრის ჯინაზე სულ იქნება ვფიცავ აწ და მარადის,
    სამშობლო გვაქვს ღვინის, თაფლის და კიდევ ბევრი რამის,
    მერამდენე თაობაა გვიწევს გატეხვა ღამის.
    მერამდენედ უნდა შეგვაშინოს ჩვენ ამოსვლამ მზის,
    მერამდენედ უნდა გვაკრიტიკოს ვინც სისხლისგან გვცლის,
    მერამდენედ უნდა დავანახოთ რომ ჩვენ ვერ დაგვღლის,
    მერამდენედ გავუქროთ სურვილი ჩვენი დაჩაგვრის.
    სასიკვდილოდ იმეტებენ განსხვავებულ აზრის მქონე ხალხს,
    თუ სუკვდილზე არ მიდიხარ თავისთავად ჩმორი ხარ,
    რამდენია დაღუპული უაზრო მიზეზებით,
    არავის აინტერესებს საით მივექანებით.
    ქვეყანას გარედან შიგნიდანაც გვინადგურებენ,
    თავისივე მოქმედების შედეგს არ უყურებენ,
    ერთ არხზე თუ გადახვედი გაგვაბედნიერებენ,
    მეორეზე უეჭველად იცი გვაცამტვერებენ.
    ხალხი უცხოეთში გარბის, ნეტავი ხსნა რაშია,
    არ გაგეცინოს ჩემი პასუხია მერაბ კაშია,
    ო ჩემო მაგნოლია, შენ ბედი არ გქონია,
    ნუ სტირი ჩემო კარგო, არ მიგატოვებ მარტო.
    ო ჩემო მაგნოლია, შენ ბედი არ გქონია,
    ნუ სტირი ჩემო კარგო, არ მიგატოვებ მარტო.
    რად გგონია მიგატოვეთ როცა ისევ აქა ვართ,
    არ იფიქრო სამშობლოვ რომ შენი შავი ლაქა ვართ,
    არ იფიქრო ზოგის გამო ყველა ისეთები ვართ,
    რომ ღალატობს ქვეყანას და საღი აზრი ჰკიდია.
    არ იფიქრო ჭრილობებზე ვიცი შეგიხორცდება,
    აწმყო თუ არ გვწყალობს, მომავალი ჩვენი იქნება.
    გაიხსენე ერთად რამდენი გვაქვს გადატანილი,
    სპარსი, ოსმალეთი, რუსეთი, ჩვენივე სტალინი,
    არ გეგონოს დაგვავიწყდა ჩვენი ბოლო დეკადა,
    ქრისტიანმა ძმამ და მეგობარმა თუ რა იკადრა.
    ქვეყანა ჩემია, შენია, ჩვენია ყველასი, ვერ შეგცვლის დრო,
    ნუ ცდილობ მტრობა რომ დანერგო იქ სადაც თავს ყველა ბედნიერად გრძნობს,
    არ მინდა ვიხილო ქართველი ხალხისგან დაცლილი მე საქართველო,
    არ მინდა ვიარო ჩემსავე ქუჩაში და იქაც ვერავინ ვიცნო.
    არ მინდა ქვეყანას ვშლიდეთ როცა დახმარებას გვთხოვს,
    არ მინდა რომ ერთმანეთს ვუტევდეთ ვახარებდეთ რუსს,
    არ მინდა თავისუფლება სადაც სამართალი დუმს.
    მინდა საქართველო სადაც მხოლოდ ქართველობა ქუხს.
    არ მინდა ქართველს სხვისი ცუდი ახარებდეს,
    არ მინდა ქართველს ქართველივე აწამებდეს,
    არ მინდა ქვეყანა დაღლილი რომ დანებდეს,
    არ მინდა წინის ნაცვლად უკან გვატარებდნენ.

Комментарии • 12