ჩაკრულო - ილია ზაქაიძე, როსტომ საგინაშვილი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 26 мар 2020
  • ილია ზაქაიძე (1924 - 2008) დაიბადა დუშეთში. საქართველოს სახალხო არტისტი. საქართველოს სსრ-ის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი, ქართლ-კახური სიმღერების გამორჩეული შემსრულებელი.
    ტექსტი:
    ხიდისთავს შევკრათ პირობა,
    ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
    ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა,
    თავს დავანგრიოთ ბანია.
    მუხრან ბატონის ყმობითა,
    ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა,
    დეკეული ვერ გავზარდე,
    კალო ვერ ვლეწე მოზვრითა.
    ხმალო ხევსურეთს ნაჭედო,
    თელავში თუშმა გაგფერა,
    მეფე ერეკლემ გაკურთხა,
    საომრად ჯვარი დაგწერა.
    მტერო დამჩაგრე არ ვსტირი,
    ტირილი დიაცთ წესია,
    ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში,
    მაგრამ არ დამიკვნესია.
    მაცადე ერთი ავლესო,
    ხმალ-ჩახმახ ცეცხლის მკვესია,
    სულ წმინდათ მოგამკევინო,
    რაც ჩემთვის დაგითესია...
  • ВидеоклипыВидеоклипы

Комментарии • 11

  • @ninochabukiani2845
    @ninochabukiani2845 2 года назад +3

    ორი ბუმბერაზი❤❤❤

  • @Imedash1991
    @Imedash1991 2 года назад +3

    წავიდა როსტომიც😢❤

  • @dodopopxadze36
    @dodopopxadze36 Год назад

    Msoflio donis shesruleba,namdvili sagalobeli da chveni sagandzuri,shemogevlet mag xmebshi,gmrtis kacebo❤

  • @vazhauturgaidze5941
    @vazhauturgaidze5941 2 года назад +5

    კახური ხალხური სიმღერები, როგორც მელოდიით, ისე შინაარსით, შეუდარებელია.

    • @tamarkapanadze3485
      @tamarkapanadze3485 2 года назад

      ქართულ სიმღერებს საერთოდ აზრიანი ტექსტები აქვს.. "ვეფხისტყაოსნის" და "თამარიანის" ტექსტებზეც კი გვაქვს სიმღერები :)

    • @humanityeliteschool9407
      @humanityeliteschool9407 4 месяца назад

      ერთი ამ სიმღერას აქვს დიდი აზრი და მეორე ვეფხისტყაოსანსა ან თამარიანს. ერთ წინადადებაში წუწუნებს რომის დასმულმა ბაგრატიონებმა სიცოცხლე ისე გამიმწარეს რომ ლუკმა პური არ დამიტოვესო, და მეორე წინადადებაში მეორე ბაგრატიონს ხოტბას ასხავს, თანაც იმ ბაგრატიონს თბილისში 1 ქართველიც რომ არ დატოვა თავისი ქმედებით. ყველა ბატონის თავზეც გავიარე, მაინც 0.00001%ს დაიცავთ იმიტომ რომ მაგათ სკოლებში ხართ ყველანი გამოზრდილი...@@tamarkapanadze3485

    • @tamarkapanadze3485
      @tamarkapanadze3485 4 месяца назад

      @@humanityeliteschool9407 თქვენ არცერთი არ გექნებათ წაკითხული, ეგ უეჭველია :)

  • @onisegventsadze1991
    @onisegventsadze1991 3 года назад +7

    ტკბებიან ახლა ამით უცხოპლანეტელები! :)

  • @nikachelidze605
    @nikachelidze605 2 года назад +1

    შეუდარებელია.

  • @alexandremchedlidze
    @alexandremchedlidze Год назад +2

    რა შუაშია კახური ხალხური სიმღერა , განა მუხრან~ ბატონი მუხრანში არ იჯდა? თუ ქართლელებმა სიმღერა არ იცოდნენ?

  • @shotazhorzholadze5624
    @shotazhorzholadze5624 7 месяцев назад

    Антон кавсадзе