ჩიტაძის წმ ნინოს სახელობის ეკლესია

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 5 фев 2025
  • XIX საუკუნეში, 1846 წელს თბილისში კეთილშობილ ქალთა გიმნაზია გაიხსნა. წმ. ნინოს სახელობის კეთილშობილ ქალთა ეს სასწავლებელი კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის მეუღლემ ელისაბედ ვორონცოვამ თავადაზნაურთა და ოფიცერთა ქალიშვილებისათვის დააარსა. ეს იყო ქრისტიანული საზოგადოების ერთ-ერთი პროექტი იმ დროისათვის კავკასიაში განათლების დონის ასამაღლებლად. სასწავლებლის ტერიტორიაზე, ტრადიციულად, ეკლესიისთვისაც გამოიყო ადგილი. სასწავლებლის ბაზაზე კავკასიის მეფისნაცვალ დუნდუკოვ-კორსაკოვის მეუღლის თაოსნობით წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი აიგო.
    1850 წლით დათარიღებულ, ათონის ივერთა მონასტრის ბერებისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში, ელისაბედ ვორონცოვა აღნიშნავს, რომ ათონიდან საჩუქრად ჩამოტანილი ივერიის ღვთისმშობლის ხატი თბილისის კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრისთვის შეუწირავს.
    პლატონ იოსელიანის ცნობით, კეთილშბილ ქალთა სასწავლებლის ეკლესიაში დასვენებული იყო ორი მნიშვნელოვანი ხატი - ერთი წმინდა ნინოს ხატი, რომელიც ტაძარს რუსეთის იმპერატრიაცა ანა თევდორეს ასულმა შესწირა, მეორე კი - ივერიის ღვთისმშობლის ხატია, რომელიც თავად პლატონ იოსელიანმა 1849 წელს ჩამოაბრძანა ათონის ივერთა მონასტრიდან.
    1998 წელს წმინდა ნინოს ეკლესიი ქვეშ აღმოაჩინეს ქართული აგურით ნაშენი შენობა დასავლეთის კედელზე გამოყვანილი თახჩებით. არსებობს ვარაუდი, რომ ამ შენობაში აფთიაქი იყო განთავსებული, შემდეგ კი ეკლესიის საძირკვლად იქნა გამოყენებული.
    ეკლესიის აღდგენა არქიტექტორ რევაზ ცხადაძის პროექტის მიხედვით განხორციელდა. ტაძრის შესასვლელი დასავლეთიდან სამხრეთით გადაიტანეს, ბრტყელი ჭერის ნაცვლად კი კამარა გამოიყვანეს. 1999 წელს საქართველოს ეკლესიის მიერ კანონიზირებულ იქნა წმიდანად წმიდა ნინოს მშობლები - ღირსი ზაბულონი და სოსანა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივითა კურთხევით, ტაძრის ზედა ნაწილს სამხრეთით მიამატეს ფლიგელი, რომელიც ძველი შენობის სტილს იმეორებს. აქ განთავსდა წმინდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკურთხეველი.
    1990 წელს წმინდა ნინოს ეკლესიის მაშინდელმა წინამძღვარმა - მამა თეიმურაზ ჩაჩიბაიამ აღადგინა ტაძრის ქვედა სართული. რამდენადაც ეს ტაძარი მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს სახელობის იყო და შესაბამისად, მისი მოციქულეობრივი ღვაწლი უკავშირდება წმინდა მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას, სწორედაც მათი სახელობაზე იკურთახა წმინდა ნინოს ტაძრის ქვედა სართულზე არსებული ეკლესია. აქ პირველი წირვა ლაზარეს შაბათს, 1991 წლის 30 მარტს ჩატარდა. მას შემდეგ აქ წირვა-ლოცვა დღემდე აღევლინება.

Комментарии • 3