Это об Юдениче из одной Грузинской поэмы: კაცი ულვაშა, ჩასუქებული, დიდად მომჭირნე, ტკბილ-მოუბარი, ერთი შეხედვით ვერ იტყვი რომა, წინამბრძოლი და მტრის რისხვა არი. შთამომავალი იმ შლიახტიჩთა, ლიტველთ რომ ჰგიეს მას ბელორუსში, ბავშვობიდანვე მხედრობა სურდა და ჩაეწერა კადეტთ კორპუსში. წარჩინებული სწავლების შემდეგ პორუჩიკ გახდა იგი მხედარი, გენშტაბის სკოლის სრულების მერე შტაბს-კაპიტანის წოდების არის. სხვადასხვა შტაბში მსახურის შემდეგ, მხედარს უშვებენ იქ, თურქესტანში, სად იუდენიჩ მიჰყვება პამირს, იონოვს რათა გაწიონ განი. მთიანი მხარის დალაშქვრის შემდეგ, დადგინდა ზღვარი რუსთ-ბრიტანელთა, ახალი ომი დაიწყო უცებ, მხედარს მოუნდა ომში ეკვეთა. იმის მაგივრად, დარჩეს თურქესტანს, ის მოხალისედ თავს ჰყოფს სანდეპუს, თავის პოლკს უძღვის შეტევაზე და ბრძანებას იღებს: უკანო, შენ ტლუ! ანკი, შეძლებდა ბრძოლის მოგებას, სანდეპუს რჩება ექვს ასი მეტრი, მაგრამ რა ვუყოთ, ხელმძღვანელობა უფრო მავნეა, ვიდე თვით მტერი. შემდეგ ბრძოლებში თავი იჩინა, ჭრილობა იღო მან კიდეც ხელში, ფრონტზე დარჩა და მუკდენის არეს, კისერში იჭრა თავი შეტევის. იქ ღენერლობა მიიღო მაშინ აქ გამოუშვეს შტაბის უფროსად, ქეიფ-ღრეობის ნაცვლად მხედარმა კავკას ამაგრა ციხედ, დიდ წონად.
დაიწყო ხმალთა დიდი კვეთება, მთელი ევროპა ერთ-ურთს ესხმება, კავკასიიდან გაჰყავთ ჯარები, შემდეგ ბრძოლაში თურქი ერთვება. მოიწევს კავკასს სპით ენვერ ფაშა, უნდა იკავოს იმან თბილისი, შემდეგ მიჰმართოს ვოლგის ქვემო წელს, იპყროს თურქესტან, სამხრეთ ციმბირი. ბრძოლა იმართა სარაყამიშში, მიშლაევსკ შიშობს, აჰყვა პანიკას, ნიკოლოზს ჰბარა იქ მყოფი ჯარი, დაუდგა ჟამი მხედარს სწვდეს ნიკას. თურქი უტევდა ფართო ფრონტით და იუდენიჩმაც იხელთა ხანი, თავი უყარა რაზმებს მჭიდროდ და მტრის ზურგში უშვა შეტევის ძალი. თურქი დაიბნა, უკან იხევდა, როს ვაშაკიძემ ტყვევა მათ შტაბი; ბრძოლა მოიგო და თვით შეიჭრა ოსმალთ მიწებზე მხედარი ჯარით. აქეთ დაიწყო მუსლიმანთ ჟღლეტვა, მათ შორის ბევრი ჟღლიტეს ქართველი, იქეთ ოსმალომ სწყვიტა სომეხი, ავსო მათის ძვლით იქ მთა და ველი. იუდენიჩმა უტია სამხრით, მისწვდა ვანის ტბას და მანასკერტსა, თურქებმა ისევ მიიღეს ძალი და წამოიწყეს მათ კონტრ-შეტევა. ზემოთ ბრძანების მიუხედავად, მან არ ამაგრა იქ ფრონტის ხაზი, პოზიციური ომის დაწყებით გამარჯვებისა ჰკრთებოდა შანსი. ოსმალოს ფლანგზე თავი უყარა, საკმაოდ დიდსა მას დაჯგუფებას, გვერდიდან დასცხო ბილწ მუსლიმანთა, ძლივს გადაურჩნენ განადგურებას. შემდეგ სიწყნარე დამკვიდრდა ფრონტზე, მაშინ ზამთარი ძლიერ ცივია, ოსმალომ სძლია ბრიტანელ-ფრანგთა, კავკასს მომავალ ჯარი დიდია. სანამ დასავლით გალიპოლიდან მოვა ოსმალოს ჯარი ურიცხვი, იუდენიჩმა უტია თურქთა, ბასიანიდან გაჰყარა ბილწნი. შემდეგ კი დადგა ჯერი არზრუმის, აქ თავს იყრიდა გზები, მარაგი; ეს ციხე თურქებს დიდად ემაგრათ, შეფრინდებოდა ვეღარც კაკაბი. მის მეთაურმა დიდმა მთავარმა მხედარს უბრძანა იქ შეჩერება, იუდენიჩმა სრულად აიღო ამ შეტევაზე პასუხის გება. თავის ჯარები მან ავარჯიშა, კარგად ჩააცვა და ამარაგა, მებრძოლთა სახე ქონით შეღება, ყველას უბრძანა ქონა შეშათა. თოვლიან ქარში ჯარი მიეჭრა მათ სიმაგრეთა ოსმალთა არზრუმს, ჩრდილო სიმაგრეთ აღების შემდეგ, იუდენიჩი უტევდა მათ ზურგს. ოსმალომ იგრძნო რკალში ექცევა თავ-ქუდ მოგლეჯით იოტა იგი, დატოვა მძლავრი სიმგრენი და რუსი არზრუმში შევიდა რიხით. შემდეგ აიღეს მათ ტრაპიზონი და ერზინჯანიც აყოლეს მასა, ბაიბურთი და ის გიუმნისა, ხელში ჩაიგდეს იბრძოლეს მაგრად. ოსმალომ წურა ყველა რეზერვი, სხვა ფრონტებიდანც კი მოხსნა ჯარი და გადავიდა კონტრ-იერიშზე, თუმცა მიიღო სილა მან ყბაში. ზამთარ გამოდგა მეტად ცივი და სარდალ შეწყვიტა შეტევა მთაში, ამ დროს კი მოხდა რევოლუცია ქაოს გამეფდა მთელ ქვეყანაში. მხედარს ნიშნავენ ჯერ მთავარსარდლად სრულად კავკასში არსებულ ჯარის, თუმცა მერე კი ისევ მოხსნიან, არ აჰყვება რა მთავრის ტლუ წადილს. იუდენიჩი სახლში ბრუნდება, ქონებას ჰყიდის, არიდებს ქაოსს, ბოლშევიკების ზეობის შემდეგ, ცრუ საბუთებით მალულად სახლობს. შემდეგ კი გარბის იგი ფინეთში, სად მანერჰაიმ მარცხა წითლები, შეიტყუებენ პოლიტიკაში, თუმც უარობდა, არ სურდა ნებით. ნიშნავენ იმას მთავალსარდალად, ჩრდილო-დასავლელ თეთრგვარდიელთა, მხედარი აწყობს ძლიერ შეტევას იმ პეტროგრადზე მწედ ანტანტელთა. მისი ჯარები ძლიერ მცირეა და მეთაურნი კი თვითბუნება, ტოსნოს სადგურის აღების ნაცვლად, ცარკოე-სელო აიღეს მხედართ. ესე შეტევა ამით ჩაფლავდა, გარნიზონ იღო მაშველ რკინის-გზით, თანაც მუშებმა მაგრეს წითლები, სარდალმა ბრძანა ოტება მისით. მიხვდა, რომ გარეთ სახელმწიფოსი, განწირულია ესე არმია, ესტონელ თეთრი აღარ მიიღო, დაშლა უწია მხედარს მას სპისა. ცხელმა თავებმა იგი შეიპყრეს, თუმცა ანტანტამ ათავისუფლა, ბოლოს დასახლდა მხედარ საფრანგეთს, ნიცის მახლობლად, იქ აღესრულა.
Это об Юдениче из одной Грузинской поэмы:
კაცი ულვაშა, ჩასუქებული,
დიდად მომჭირნე, ტკბილ-მოუბარი,
ერთი შეხედვით ვერ იტყვი რომა,
წინამბრძოლი და მტრის რისხვა არი.
შთამომავალი იმ შლიახტიჩთა,
ლიტველთ რომ ჰგიეს მას ბელორუსში,
ბავშვობიდანვე მხედრობა სურდა და
ჩაეწერა კადეტთ კორპუსში.
წარჩინებული სწავლების შემდეგ
პორუჩიკ გახდა იგი მხედარი,
გენშტაბის სკოლის სრულების მერე
შტაბს-კაპიტანის წოდების არის.
სხვადასხვა შტაბში მსახურის შემდეგ,
მხედარს უშვებენ იქ, თურქესტანში,
სად იუდენიჩ მიჰყვება პამირს,
იონოვს რათა გაწიონ განი.
მთიანი მხარის დალაშქვრის შემდეგ,
დადგინდა ზღვარი რუსთ-ბრიტანელთა,
ახალი ომი დაიწყო უცებ,
მხედარს მოუნდა ომში ეკვეთა.
იმის მაგივრად, დარჩეს თურქესტანს,
ის მოხალისედ თავს ჰყოფს სანდეპუს,
თავის პოლკს უძღვის შეტევაზე და
ბრძანებას იღებს: უკანო, შენ ტლუ!
ანკი, შეძლებდა ბრძოლის მოგებას,
სანდეპუს რჩება ექვს ასი მეტრი,
მაგრამ რა ვუყოთ, ხელმძღვანელობა
უფრო მავნეა, ვიდე თვით მტერი.
შემდეგ ბრძოლებში თავი იჩინა,
ჭრილობა იღო მან კიდეც ხელში,
ფრონტზე დარჩა და მუკდენის არეს,
კისერში იჭრა თავი შეტევის.
იქ ღენერლობა მიიღო მაშინ
აქ გამოუშვეს შტაბის უფროსად,
ქეიფ-ღრეობის ნაცვლად მხედარმა
კავკას ამაგრა ციხედ, დიდ წონად.
დაიწყო ხმალთა დიდი კვეთება,
მთელი ევროპა ერთ-ურთს ესხმება,
კავკასიიდან გაჰყავთ ჯარები,
შემდეგ ბრძოლაში თურქი ერთვება.
მოიწევს კავკასს სპით ენვერ ფაშა,
უნდა იკავოს იმან თბილისი,
შემდეგ მიჰმართოს ვოლგის ქვემო წელს,
იპყროს თურქესტან, სამხრეთ ციმბირი.
ბრძოლა იმართა სარაყამიშში,
მიშლაევსკ შიშობს, აჰყვა პანიკას,
ნიკოლოზს ჰბარა იქ მყოფი ჯარი,
დაუდგა ჟამი მხედარს სწვდეს ნიკას.
თურქი უტევდა ფართო ფრონტით და
იუდენიჩმაც იხელთა ხანი,
თავი უყარა რაზმებს მჭიდროდ და
მტრის ზურგში უშვა შეტევის ძალი.
თურქი დაიბნა, უკან იხევდა,
როს ვაშაკიძემ ტყვევა მათ შტაბი;
ბრძოლა მოიგო და თვით შეიჭრა
ოსმალთ მიწებზე მხედარი ჯარით.
აქეთ დაიწყო მუსლიმანთ ჟღლეტვა,
მათ შორის ბევრი ჟღლიტეს ქართველი,
იქეთ ოსმალომ სწყვიტა სომეხი,
ავსო მათის ძვლით იქ მთა და ველი.
იუდენიჩმა უტია სამხრით,
მისწვდა ვანის ტბას და მანასკერტსა,
თურქებმა ისევ მიიღეს ძალი
და წამოიწყეს მათ კონტრ-შეტევა.
ზემოთ ბრძანების მიუხედავად,
მან არ ამაგრა იქ ფრონტის ხაზი,
პოზიციური ომის დაწყებით
გამარჯვებისა ჰკრთებოდა შანსი.
ოსმალოს ფლანგზე თავი უყარა,
საკმაოდ დიდსა მას დაჯგუფებას,
გვერდიდან დასცხო ბილწ მუსლიმანთა,
ძლივს გადაურჩნენ განადგურებას.
შემდეგ სიწყნარე დამკვიდრდა ფრონტზე,
მაშინ ზამთარი ძლიერ ცივია,
ოსმალომ სძლია ბრიტანელ-ფრანგთა,
კავკასს მომავალ ჯარი დიდია.
სანამ დასავლით გალიპოლიდან
მოვა ოსმალოს ჯარი ურიცხვი,
იუდენიჩმა უტია თურქთა,
ბასიანიდან გაჰყარა ბილწნი.
შემდეგ კი დადგა ჯერი არზრუმის,
აქ თავს იყრიდა გზები, მარაგი;
ეს ციხე თურქებს დიდად ემაგრათ,
შეფრინდებოდა ვეღარც კაკაბი.
მის მეთაურმა დიდმა მთავარმა
მხედარს უბრძანა იქ შეჩერება,
იუდენიჩმა სრულად აიღო
ამ შეტევაზე პასუხის გება.
თავის ჯარები მან ავარჯიშა,
კარგად ჩააცვა და ამარაგა,
მებრძოლთა სახე ქონით შეღება,
ყველას უბრძანა ქონა შეშათა.
თოვლიან ქარში ჯარი მიეჭრა
მათ სიმაგრეთა ოსმალთა არზრუმს,
ჩრდილო სიმაგრეთ აღების შემდეგ,
იუდენიჩი უტევდა მათ ზურგს.
ოსმალომ იგრძნო რკალში ექცევა
თავ-ქუდ მოგლეჯით იოტა იგი,
დატოვა მძლავრი სიმგრენი და
რუსი არზრუმში შევიდა რიხით.
შემდეგ აიღეს მათ ტრაპიზონი
და ერზინჯანიც აყოლეს მასა,
ბაიბურთი და ის გიუმნისა,
ხელში ჩაიგდეს იბრძოლეს მაგრად.
ოსმალომ წურა ყველა რეზერვი,
სხვა ფრონტებიდანც კი მოხსნა ჯარი
და გადავიდა კონტრ-იერიშზე,
თუმცა მიიღო სილა მან ყბაში.
ზამთარ გამოდგა მეტად ცივი და
სარდალ შეწყვიტა შეტევა მთაში,
ამ დროს კი მოხდა რევოლუცია
ქაოს გამეფდა მთელ ქვეყანაში.
მხედარს ნიშნავენ ჯერ მთავარსარდლად
სრულად კავკასში არსებულ ჯარის,
თუმცა მერე კი ისევ მოხსნიან,
არ აჰყვება რა მთავრის ტლუ წადილს.
იუდენიჩი სახლში ბრუნდება,
ქონებას ჰყიდის, არიდებს ქაოსს,
ბოლშევიკების ზეობის შემდეგ,
ცრუ საბუთებით მალულად სახლობს.
შემდეგ კი გარბის იგი ფინეთში,
სად მანერჰაიმ მარცხა წითლები,
შეიტყუებენ პოლიტიკაში,
თუმც უარობდა, არ სურდა ნებით.
ნიშნავენ იმას მთავალსარდალად,
ჩრდილო-დასავლელ თეთრგვარდიელთა,
მხედარი აწყობს ძლიერ შეტევას
იმ პეტროგრადზე მწედ ანტანტელთა.
მისი ჯარები ძლიერ მცირეა
და მეთაურნი კი თვითბუნება,
ტოსნოს სადგურის აღების ნაცვლად,
ცარკოე-სელო აიღეს მხედართ.
ესე შეტევა ამით ჩაფლავდა,
გარნიზონ იღო მაშველ რკინის-გზით,
თანაც მუშებმა მაგრეს წითლები,
სარდალმა ბრძანა ოტება მისით.
მიხვდა, რომ გარეთ სახელმწიფოსი,
განწირულია ესე არმია,
ესტონელ თეთრი აღარ მიიღო,
დაშლა უწია მხედარს მას სპისა.
ცხელმა თავებმა იგი შეიპყრეს,
თუმცა ანტანტამ ათავისუფლა,
ბოლოს დასახლდა მხედარ საფრანგეთს,
ნიცის მახლობლად, იქ აღესრულა.