საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალშია

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 8 сен 2024
  • ქვეყანა ზეიმობს.
    გერმანიის ქალაქი გელზენკირხენი, აუფშალკე არენა - ისტორიული გამარჯვების ადგილი საქართველოსთვის. ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია. ევრო 2024-ის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი დამარცხებულია. პორტუგალიას ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით 2:0 მოუგო. ოთხი ქულა და მესამე ადგილი F ჯგუფში - ასეთი შედეგით დაასრულეს „ჯვაროსნებმა“ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა. დაძაბული 94 წუთი და ისტორიული გამარჯვება - 24 ქვეყნიდან ევრო 2024-ზე ასპარეზობას 16 ქვეყანა განაგრძობს. მათ შორის არის საქართველო. ჩვენი ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე ერთადერთი დებიუტანტია. გამორჩეული თამაშით „ჯვაროსნები“ საერთაშორისო ტურნირზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. დღეს ყველა ჩვენი გუნდის ისტორიულ შედეგზე, თავდაუზოგავ თამაშზე და თავდადებაზე საუბრობს. წინ 30 ივნისის მატჩია. მერვედფინალში ჩვენი გუნდი ქალაქ კიოლნში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თუ ეს შეხვედრაც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება, საქართველო ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გადავა.
    ჩვენი ყურადღება ახლა გერმანიის ქალაქ კიოლნისკენ ინაცვლებს, ადგილზე უკვე იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი, - გუშინდელი ისტორიული მატჩის შემდეგ ლევან ღუდუშაური 30 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის გასაშუქებლად ემზადება.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии •