ონწეშ მეჸუნაფა
HTML-код
- Опубликовано: 9 фев 2025
- მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
ქალის ოჯახი ვალდებული იყო უზრუნველეყო ახალშობილი აკვნით, მისი მოსწყობილობით და ჩვილისთვის აუცილებელი ნივთებით.ასევე ვალდებულებას წარმოადგენდა ფეხმძიმე ქალის გადასვლა მშობლების ოჯახში მშობიარობამდე.
აღნიშნული ჩვეულება სამეგრელოში, სავარაუდოდ მოდის იმ პერიოდიდან, როდესაც როგორც ქალი ისე ბავშვი დედის და არა მამის საგვარეულოს ეკუთვნოდა.
დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი ,,ონწეშ მეჸუნაფაშ" ტრადიცია, ვალდებულებები და მოვალეობები.
გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია.
გადაცემის ,,ოდაბადეშ კინოხონი’’ ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა.