გასტრო გიდის საახალწლო რჩევები - ანკა მანჯგალაძე

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 20 окт 2024
  • წელიწადის ამ დროს ყოველთვის განსაკუთრებული მზადებაა🎉
    ლილი ვანილის ბრჭყვიალა, ფერადი და საზეიმო ქაფქეიქის მომზადება #გასტროგიდთან ერთად ახლა უკვე თქვენც შეგიძლიათ🧁
    ცომის მოსამზადებლად საჭიროა👇
    ✔2 კვერცხი;
    ✔80გ შაქარი;
    ✔50გ რძე ან ნაღები;
    ✔100გ ფქვილი;
    ✔45გ გამდნარი კარაქი;
    ✔25გ ლიმონის წვენი;
    ✔7გ ლიმონის ცედრა;
    ✔3გ გამაფხვიერებელი.
    ცომის მომზადების წესი👩‍🍳
    კვერცს დავუმატოთ შაქარი და მსუბუქად მოვურიოთ; დავამატოთ რძე ან ნაღები; დავუმატოთ გამდნარი კარაქი. ცალკე ჯამში ვყრით ფქვილს; გამაფხვიერებელს; ცოტა ოდენ მარილს და დავუმატოთ მანამდე მიღებულ მასას. ვურიოთ სანამ არაჟნის მსგავსს კონსისტენციის მასას არ მივიღებთ. მიღებული მასა ჩავასხათ ფორმებში და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე, 20-25წთ.
    კრემის მოსამზადებლად საჭიროა👇
    ✔150გ კარაქი;
    ✔25გ შაქრია ფქვილი და 50გ თეთრი შოკოლადი.
    კრემის მომზადება👩‍🍳
    სამივე ინგრედინეტი ერთმანეთში ავურიოთ, ავთქვიფოთ, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას.
    კრემის ფერის შესაცვლელად შეგიძლიათ დაუმატოთ საკვები საღებავი.
    გაგვიზიარეთ თქვენი ნახელავი გასტრო გიდის ჯგუფში🥰

Комментарии •