მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 74. მანასკერტის ბრძოლა: ბიზანტიის იმპერიის დაისი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 17 окт 2024
  • მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
    --------------------------------------------------------------------------
    „მწარე პოდკასტის" 74-ე ეპიზოდში, შუა საუკუნეების ისტორიას დავუბრუნდით და 1071 წელს, ბიზანტიასა და თურქ-სელჩუკებს შორის გამართულ მანასკერტის ბრძოლაზე ვისაუბრეთ. როგორი ძალთა ბალანსი იყო XI საუკუნის ახლო აღმოსავლეთში; რატომ დასუსტდა ბიზანტია მაკედონური დინასტიის შემდეგ, რომელი საგვარეულოები იბრძოდნენ იმპერიაში ძალაუფლებისთვის; როდის გამოჩნდნენ თურქ-სელჩუკები მცირე აზიაში და რა გზა განვლეს მათ მანამდე, როგორი თავდაცვითი სტრატეგია ჰქონდა ბიზანტიას აღმოსავლეთ პროვინციებში; რა პოლიტიკა აირჩია თურქ-სელჩუკებთან მიმართებით რომანოზ IV დიოგენემ; როგორი ურთიერთობა ჰქონდათ სელჩუკ სულთნებსა და თურქმან მომთაბარეებს; რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული შუა საუკუნეებში დიდი არმიის მართვა; როგორ ჩავარდა ბიზანტიური დაზვერვა; რა პირობებში მოუწიათ ბიზანტიელებს ალფ-არსლანთან ბრძოლა; როგორი ტაქტიკა აირჩიეს მხარეებმა; რამ გამოიწვია იმპერიის მარცხი; ღალატი თუ შეცდომა? როგორ მიიღო ტყვე იმპერატორი სელჩუკთა სულთანმა; რა მოკლე და ხანგრძლივი შედეგები მოყვა მანასკერტის ბრძოლას ბიზანტიის იმპერიისთვის - ამ ყველაფერს, ჩვენს ვრცელ ეპიზოდში მოისმენთ.
    პოდკასტის სტუმარია, ისტორიკოსი, ნიკა შონია.

Комментарии • 30

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast  Год назад

    მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @michaelwittman3787
    @michaelwittman3787 Месяц назад

    ველისარიუსზე სულ მხვდება ხოლმე ტიკტოკზე ვიდეოები და ვინ იყო და რა კამპანიები აქვს შეგოძლიათ მაგაზე გააკეთოთ ვიდეო?

  • @archilmodebadze1555
    @archilmodebadze1555 Год назад

    საინტერესო არხია ძალიან!

  • @levanitkemaladze1891
    @levanitkemaladze1891 Месяц назад

    თან როგორც ვიცი ჯარი გაანახევრეს და ფულის დაზოგვის მიზნით?

  • @ValeriKapanadze-n7f
    @ValeriKapanadze-n7f 4 месяца назад

    შესანიშნავი ეპიზოდია.საქართველოს ისტორა მსოფლიო ისტორიის და რეგიონის ისტორიის კონტექსტში ნაკლებადაა შესწავლილი,ეს ეპიზოდი ამ ხარვეზს ავსებს.კარგი იქნება ,თუ ქართულ და სომხური სამეფო-სამთავროების ურთიერთობებზეც თუ გააკეთებთ ეპიზოდს.

  • @José-ernandes
    @José-ernandes Месяц назад

    საქართველოს დაშლა სამეფო- სამთავროებად შეგიძლიათ ჩაწეროთ?

  • @dalisibashvili8732
    @dalisibashvili8732 Год назад +1

    როგორც იქნა ❤️👍

  • @levanitkemaladze1891
    @levanitkemaladze1891 Месяц назад

    ისე ბასილ მეორემ რატომ არ გააფართოვა საზღვრები პალესტინა ეგვიპტის მიმართულებით, ალბათ ჩემი აზრით ჯარი და რესურსი არ ეყო თორემ იუსტინიანეს ან ზენონის დროს არსებული საზღვრები რომ აღედგინა კარგი იქნებოდა .

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Месяц назад

      არ ყოფნიდათ რესურსები მაინც. მინის ქვემეხი იყო მაგ დროის ბიზანტია. ბასილმა კი მოაძლიერა მაგრამ საკმაოდ მოჩვენებითი იყო ბიზანტიის სიძლიერე XI საუკუნის დასაწყისში და მალევე შეუდგა წყალი. უკვე ათვისებული იყო მუსლიმთაგან აღმოსავლეთი და ძალიან ძნელი იქნებოდა ფეხის მოკიდება და გამაგრება. გამოფიტავდა იმპერიას.

  • @დაჩიგოგოლაური

    თავის დროზე კონსტანტინე მონომახი უმკლავდებოდა სელჩუკებს, ამიტომ ვერ ვიტყვით რომ კონსტანტინე მეცხრე სუსტი კეისარი იყო

  • @coolgiga
    @coolgiga Год назад

    👍👍👍🥂🇬🇪🇺🇦

  • @tankisti2749
    @tankisti2749 Год назад

    რა ეთონსი ცხოვრობდა ბიზანტიის იმპერიაში? კონკრეტულად თურქეთის ტერიტორიაზე და ეს ხალხი შემდეგ სად გაქრა, ასიმილირდა თუ დახოცეს

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Год назад +1

      ბერძნების გარდა, ანატოლიაში ბევრი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობდა, რომანიზება მოხდა მათი ნაწილის, მთიანი მოსახლეობის ნაკლებად, მაგალითად, ისავრიელები, ჭანები. არავის დაუხოცავს, ასმილირება მოხდა ჯერ რუმის სელჩუკების, მერე ოსმალების მიერ, რომლებიც გაცილებით მცირერიცხოვნები იყვნენ ვიდრე ანატოლიის მოსახლეობა, რადგან ანატოლია ერთ-ერთი უმდიდრესი და ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონიც იყო მთელ მსოფლიოში. ასე რომ დღევანდელი თურქების უდიდესი ნაწილი უბრალოდ ვერ იქნება წარმომავლობით შუა აზიელი თურქი, ძირითადი ანატოლიის ძველი მოსახლეობის, ბერძნების, ლაზების და ა.შ. შთამომავალია, მაგრამ რელიგიურად მუსლიმი და კულტურულად გათურქებულ-გაოსმალებული.

  • @ikaki9799
    @ikaki9799 Год назад

    მოგესალმებით, საინტერესო იქნება მოსმენა თუ რამ განაპირობა და როგორ დაიწყო ბოლო ორი იმპერიის დაღმასვლა, რა იყო ინდიკატორი ამისი და პარალელის გავლება ამერიკის იმპერიასთან და რომელ ფაზაშია ეხლა ამერიკის იმპერია, ( ამერიკელი ინვესტორის რეი დალიოს მონაცემებით ამერიკის იმპერიის დაღმასვლა მიმდინარეობს), მადლობა

    • @levanitkemaladze1891
      @levanitkemaladze1891 Год назад

      ამერიკის დაღმსავლა არა კვახი რა ეტყობა დაღმასვლის

    • @clubicq
      @clubicq 9 месяцев назад

      🤣🤣🤣🤣🤣🤣 ამერიკის იმპერიაოოოო! 100 პადკასტში უხსნიან რა არის იმპერია და მაინც რუსების ზღაპრების სჯერა🤣🤣🤣🤣🤣🤣

  • @giokv3500
    @giokv3500 Год назад +1

    რამდენი ნუმიზმატა ღირდა ცხენი ან სხვა ნივთი? მაგ დროს

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Год назад +2

      ნომისმატა ზოგადად ფულის აღმნიშვნელია, ცოტა ძნელია ამ ერთეულით დათვლა, სავარაუდოდ, გადასახადის სიდიდის აღსანიშნავადაა დასახელებული ეს რიცხვი და ერთეული. მაგრამ უმაღლესი ოქროს მონეტა ბიზანტიაში ჰიპერპერა იყო, რომელმაც გვიანრომაული სოლიდი შეცვალა. საქართველოში საშუალოდ 30-44 ოქრო ჯდებოდა მხედრის აღჭურვა (მხოლოდ აბჯარ-საჭურველი), რაც ზოგჯერ რამდენიმე სამამულო მიწას ან იგივე რაოდენობის სულ საქონელს უდრიდა. ამას ემატებოდა საბრძოლო ცხენიც, რომელიც ასევე ძვირია. ბიზანტიაში მარტო საბრძოლო ცხენი 70-90 ჰიპერპერა ღირდა, აღჭურვილობაც მიახლოებით ასევე უნდა ყოფილიყო.

    • @giokv3500
      @giokv3500 Год назад +1

      @@BitterPodcast მადლობა ამომწურავი პასუხისთვის, საოცარი წამოწყება გაქვთ, თქვენ და თქვენი მეგობრის დიალოგები ცალკე ელფერს სძენს თქვენს პოდკასტს, გისურვებთ წარმატებებს.

  • @barbarossa9541
    @barbarossa9541 Год назад +1

    ბასილ მეორე სჭირდებოდა ბიზანტიას 😔

  • @tato8293
    @tato8293 5 месяцев назад

    ერთი პოდკასტი ქართულ ბიზანტიურ ომებზე გაასწორებდა

  • @gioxachidze3674
    @gioxachidze3674 Год назад

    თუ შეილება ერთი მამლუქების ეგვიპტეზეც ჩაწერეთ. საინტერესოა კავკასიიდან კაირომდე რა გზით ხვდებოდენ მონები მანამ კოსტანტინოპოლს აიღებდნენ თურქები

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Год назад +1

      კი შეიძლება ამ თემაზე გაკეთება. სამწუხაროდ, მამლუქების მკვლევარი, გოჩა ჯაფარიძე აღარაა ცოცხალი თორემ განსაკუთრებით საინტერესო გადაცემას ჩავწერდით. საერთოდ, მამლუქთა სასულთნოს ისტორიის ორი პერიოდია - ბაჰრელების, როდესაც მამლუქების უმრავლესობა იყო თურქმანული წარმომავლობის (მათ შორის ყივჩაღები) და ბურჯელების ანუ ჩერქეზების, რა დროსაც ჩრდილოეთ კავკასიიდან მოხშირდა ეგვიპტეში მამლუქებად მონების გაყვანა. საქართველოდან მამლუქებად მონების გაყვანა საქართველოს დასუსტებას, დაშლასა და შემდგომში ოსმალეთის შავი და ხმელთაშუა ზღვებში გაბატონებას მოყვა. ქართველი მამლუქები ეგვიპტეში მრავლად, ძირითადად XVII-XVIII საუკუნეებში იყვნენ ანუ უკვე ოსმალურ ეგვიპტეში.

  • @levanitkemaladze1891
    @levanitkemaladze1891 Год назад

    ექვსასი ათასი ჯარისკაცი ბიზანტიას იუსტინიანეს დროს არ ჰყოლია და მანასკერტში როგორ ეყოლებოდა? სასაცილოა

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Год назад

      ბუნებრივია არ ყოლიათ. ისტორიული წყაროები ბერავენ რიცხვებს ზოგადად.

    • @დაჩიგოგოლაური
      @დაჩიგოგოლაური 2 месяца назад

      ორასი ათასს ამბობენ ზოგ წყაროში, ეს გაცილებით გამართლებულია ექვსასი ათასთან შედარებით

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Месяц назад

      24 000 იყო საიმპერიო არმიის გაწერილი რიცხვი ოფიციალური აღრიცხვებით (ქაღალდზე), მაკედონური დინასტიის დროს, ძლიერების პიკზე. მანასკერტთან უფრო ფართო მობილიზებით 30-40 ათასამდე ავიდა.

  • @barbarossa9541
    @barbarossa9541 Год назад

    ქართველებიც მონაწილეობდნენ ბიზანტიის მხარეს

  • @qeti-io1dz
    @qeti-io1dz Год назад

    ნაპოლეონზე ჩაწერეთ რა ❤️

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Год назад +1

      ნაპოლეონზე განზრახ არ ვიწერ აქ, რადგან ცალკე, ძალიან მაგარი პოდკასტი არის ნაპოლეონზე "საუბრები ნაპოლეონზე", სადაც 80-ზე მეტი აუდიო ეპიზოდია და გირჩევთ. იქ იმდენი მაქვს ნაპოლეონზე ნასაუბრები, აქ სხვა თემებს დაეთმოს დრო მირჩევნია. napoleontalk.podbean.com/