NATO-ს სამიტი ვაშინგტონში

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 8 июл 2024
  • საქართველო ნატოსგან ახალ გზავნილებს ელოდება.
    ვაშინგტონში საიუბილეო სამიტი გაიხსნა. ქართული დელეგაციის მოლოდინია, რომ ალიანსში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი დეკლარაციის ტექსტში სათანადოდ აისახება და პროგრესი აღიარებული იქნება. სამიტის ფორმატიდან გამომდინარე, ქართული მხარე გაწევრიანების თარიღსა და შანსებზე კონკრეტიკას ნაკლებად ელის. შეხვედრები დაიწყო. ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. ხვალ ილია დარჩიაშვილი ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება. უსაფრთხოების გაზრდილი რისკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობის და გლობალური გამოწვევების ფონზე, სამიტის დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია. რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინის დახმარების საკითხი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ბუნებრივია, დიდი ინტერესია უკრაინის წევრობის საკითხის მიმართაც. წაიწევს თუ არა ომში მყოფი ქვეყანა გაწევრიანების გზაზე წინ და რა ფორმულირება იქნება გამოყენებული კომუნიკეს საბოლოო ტექსტში - ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. ნატოს გენერალური მდივნის რანგში სამიტს ბოლოჯერ დაესწრება იენს სტოლტენბერგი.
    „მოამბე“ ვაშინგტონიდან, - ანა ბროლაძე აშუქებს ნატოს სამიტს.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии • 3

  • @ForForumIrakli
    @ForForumIrakli 14 дней назад

    და კრება დარჩება მხიარული

  • @bakhvakalandadze9094
    @bakhvakalandadze9094 13 дней назад

    რა ნატო შიგ ხო არ გავთ 😈😈