იალანჩი ტოლმა | უხორცო | Vegetarian Dolma | Толма

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 7 фев 2025
  • იალანჩი ტოლმას აჭარაში უხორცო ტოლმას ეძახიან. სახელწოდება მოდის თუქრული სიტყვიდან yalanc [ იალანჯ ] - რაც ითარგმნება როგორც მატყუარა.
    ფხალი - - - - - - 100 ფოთოლი
    ბრინჯი - - - - - - 600 გრამი
    კარაქი - - - - - - 200 გრამი
    ზეთი - - - - - - - 200 გრამი
    ხახვი - - - - - - - 2 თავი
    წიწაკა ბულგარული - - 2 ცალი
    სტაფილო - - - - 1 ცალი
    კარტოფილი - - - 2 ცალი
    პრასა - - - - - - - 3 ძირი
    ოხრახუში - - - - - 1 კონა
    ქინძი - - - - - - - - 1 კონა
    ნიორი - - - - - - - 50 გრამი
    შავი წიწაკა - - - - 1 ჩაის კოვზი
    სუნელები - - - - - 3 ჩაის კოვზი
    ტომატი - - - - - - 1 სუფრის კოვზი
    მარილი - - - - - - გემოვნებით
    მომზადების წესი
    პირველ რიგში მოვამზადოთ ფხალი - მოვათავსოთ ადუღებულ წყალში, ვადუღოთ 2-3 წუთი, ოდნავ დარბილებამდე, შემდეგ ამოვითო საწურზე.
    ფარში
    ბოსტნეული დავჭრათ სასურველ ზომებად. ცხიმში მოვშუშოთ ხახვი, პრასა, სტაფილო, წიწაკა ბულგარული, კარტოფილი, ნიორი. დავამატოთ შავი წიწაკა, სუნელები, პომიდორი, ტომატი, მწვანილი, მარილი გემოვნებით, ბრინჯი. მოვშუშოთ 2-3 წუთი. გაგრილებული ფარში შევახვიოთ ფხლის ფოთლებში, ჩავალაგოთ ქვაბში, ზემოდან დავადოთ თეფში (სიმძიმისთვის თუ არ გვაქვს სანაყი ქვა, შეგვიძლია გამოვიყენოთ წყლით სავსე ქილა), დავასხათ მდუღარე წყალი ისე, რომ თეფშის მესამედი ნაწილი დაიფაროს. ქვაბი დავდგათ საშუალო ცეცხლზე და ვხარშოთ დაახლოებით ნახევარი საათი (სანამ ბრინჯი არ მოიხარშება).
    გემრიელად მიირთვით

Комментарии • 7

  • @Lia-cv1du
    @Lia-cv1du 2 года назад

    უგემრიელესია

  • @НателлаКвирквелия
    @НателлаКвирквелия 2 года назад

    დიდი მადლობა ❤️❤️❤️👍

  • @mariamchichiashvili4696
    @mariamchichiashvili4696 3 года назад +1

    shegidzliat mag pxalis saxeli mitxrat?

    • @BatumelebiNews
      @BatumelebiNews  3 года назад +1

      კეჟერა ფხალს ეძახიან აჭარაში

  • @lalimgeladze5779
    @lalimgeladze5779 Год назад

    Ras nishnavs ialanchi?

  • @salomezakariadze2029
    @salomezakariadze2029 2 года назад

    მარკოვით არ მზადდება აჭარული უხორცო ტოლმა

    • @nanaciklaze8651
      @nanaciklaze8651 10 месяцев назад +1

      სტაფილო , იმეტყველეთ ქართულად.