*** სამასი არაგველი *** შემოდგომის პირზე არაგვის ჭალაში ძღებოდა სიცოცხლე სიკვდილის ჭამაში... შვიდი სათემოს ყმა მოჯარდა სამასი, ეფინათ დიდება დაცემის ხანაში. ცეცხლობენ ცხენები და ზორბა ფლოქვებით დაძალეს ტაბლაზე ნადგომი დოქები. ვერცხლი არაყებში ჴანჯრებით მოიფხვნეს და სიკვდილმაც სიმწრისგან ამოიხვნეშა. იდგა პერიოდი მწიფე სექტემბრისა, სისხლი დუღდებოდა ჩუმი მჴედრებისა... მთიდან მოგრგვინავდა სამასი იაბო და ჯანღიან ღრუბლებს მკერდით მიაპობდა. ბეჭებზე ცეკვავდა მოვერცხლილი გორდა, წინ კი ცოფიანი არაგვი მიუძღოდა. წვებოდა ბურუსი და ყმათა სახეებს სიკვდილი ამაოდ უბამდა მახეებს და როცა ბარის მტკვარს ერთბაშად დაეცნენ ზვირთები კრწანისს გულზე გადაექცნენ... მტრის ძვალი მოვერცხლილ ვადებზე დარბილდა და მიწაც სისხლისგან დაჯანღდა, დამძიმდა. დროშამდე შეკაფა ჴევსურმა მტრის ჯარი და უკნიდან ნასროლ ისარს ზურგი ვერ აარიდა, თვალებში ჩახედა აღა მაჰმად ხანს და დაჩეჴილ ცხვირ-პირით უცბად ახარხარდა, გორდაის ნაგაბარით ჴელი ჩაათალა და დამფრთხალს დახეული დროშა ააცალა... როცა მეწამულ ცას მკერდზე მძივი მოსწყდა, ბოლო არაგველს კვნესაც არ ამოსცდა, ჯვრიანი ჴმალი მტრის მკერდში ჩატოვა და ბეჭებშელეწილი ცხენიდან ჩამოვარდა.... იდგა პერიოდი მწიფე სექტემბრისა, ხმა კი ჴორჴოცებდა უტყვი მხედრებისა: არაგვზე ვიქნებით თუ ველებზე მარაბდისა, ძმანი ვართ და ძმანი ვიქნებით მარადისა! |გიორგი ზვიადაური|
შემოდგომის პირზე არაგვის ჭალაში ძღებოდა სიცოცხლე სიკვდილის ჭამაში... შვიდი სათემოს ყმა მოჯარდა სამასი, ეფინათ დიდება დაცემის ხანაში. ცეცხლობენ ცხენები და ზორბა ფლოქვებით დაძალეს ტაბლაზე ნადგომი დოქები. ვერცხლი არაყებში ჴანჯრებით მოიფხვნეს და სიკვდილმაც სიმწრისგან ამოიხვნეშა. იდგა პერიოდი მწიფე სექტემბრისა, სისხლი დუღდებოდა ჩუმი მჴედრებისა... მთიდან მოგრგვინავდა სამასი იაბო და ჯანღიან ღრუბლებს მკერდით მიაპობდა. ბეჭებზე ცეკვავდა მოვერცხლილი გორდა, წინ კი ცოფიანი არაგვი მიუძღოდა. წვებოდა ბურუსი და ყმათა სახეებს სიკვდილი ამაოდ უბამდა მახეებს და როცა ბარის მტკვარს ერთბაშად დაეცნენ ზვირთები კრწანისს გულზე გადაექცნენ... მტრის ძვალი მოვერცხლილ ვადებზე დარბილდა და მიწაც სისხლისგან დაჯანღდა, დამძიმდა. დროშამდე შეკაფა ჴევსურმა მტრის ჯარი და უკნიდან ნასროლ ისარს ზურგი ვერ აარიდა, თვალებში ჩახედა აღა მაჰმად ხანს და დაჩეჴილ ცხვირ-პირით უცბად ახარხარდა, გორდაის ნაგაბარით ჴელი ჩაათალა და დამფრთხალს დახეული დროშა ააცალა... როცა მეწამულ ცას მკერდზე მძივი მოსწყდა, ბოლო არაგველს კვნესაც არ ამოსცდა, ჯვრიანი ჴმალი მტრის მკერდში ჩატოვა და ბეჭებშელეწილი ცხენიდან ჩამოვარდა.... იდგა პერიოდი მწიფე სექტემბრისა, ხმა კი ჴორჴოცებდა უტყვი მხედრებისა: არაგვზე ვიქნებით თუ ველებზე მარაბდისა, ძმანი ვართ და ძმანი ვიქნებით მარადისა!
***
სამასი არაგველი
***
შემოდგომის პირზე არაგვის ჭალაში
ძღებოდა სიცოცხლე სიკვდილის ჭამაში...
შვიდი სათემოს ყმა მოჯარდა სამასი,
ეფინათ დიდება დაცემის ხანაში.
ცეცხლობენ ცხენები და ზორბა ფლოქვებით
დაძალეს ტაბლაზე ნადგომი დოქები.
ვერცხლი არაყებში ჴანჯრებით მოიფხვნეს და
სიკვდილმაც სიმწრისგან ამოიხვნეშა.
იდგა პერიოდი მწიფე სექტემბრისა,
სისხლი დუღდებოდა ჩუმი მჴედრებისა...
მთიდან მოგრგვინავდა სამასი იაბო და
ჯანღიან ღრუბლებს მკერდით მიაპობდა.
ბეჭებზე ცეკვავდა მოვერცხლილი გორდა,
წინ კი ცოფიანი არაგვი მიუძღოდა.
წვებოდა ბურუსი და ყმათა სახეებს
სიკვდილი ამაოდ უბამდა მახეებს
და როცა ბარის მტკვარს ერთბაშად დაეცნენ
ზვირთები კრწანისს გულზე გადაექცნენ...
მტრის ძვალი მოვერცხლილ ვადებზე დარბილდა
და მიწაც სისხლისგან დაჯანღდა, დამძიმდა.
დროშამდე შეკაფა ჴევსურმა მტრის ჯარი და
უკნიდან ნასროლ ისარს ზურგი ვერ აარიდა,
თვალებში ჩახედა აღა მაჰმად ხანს და
დაჩეჴილ ცხვირ-პირით უცბად ახარხარდა,
გორდაის ნაგაბარით ჴელი ჩაათალა
და დამფრთხალს დახეული დროშა ააცალა...
როცა მეწამულ ცას მკერდზე მძივი მოსწყდა,
ბოლო არაგველს კვნესაც არ ამოსცდა,
ჯვრიანი ჴმალი მტრის მკერდში ჩატოვა და
ბეჭებშელეწილი ცხენიდან ჩამოვარდა....
იდგა პერიოდი მწიფე სექტემბრისა,
ხმა კი ჴორჴოცებდა უტყვი მხედრებისა:
არაგვზე ვიქნებით თუ ველებზე მარაბდისა,
ძმანი ვართ და ძმანი ვიქნებით მარადისა!
|გიორგი ზვიადაური|
ოხ როგორ გულიმწყდება,დიდება წინაპრებს
teqsti dadet
შემოდგომის პირზე არაგვის ჭალაში
ძღებოდა სიცოცხლე სიკვდილის ჭამაში...
შვიდი სათემოს ყმა მოჯარდა სამასი,
ეფინათ დიდება დაცემის ხანაში.
ცეცხლობენ ცხენები და ზორბა ფლოქვებით
დაძალეს ტაბლაზე ნადგომი დოქები.
ვერცხლი არაყებში ჴანჯრებით მოიფხვნეს და
სიკვდილმაც სიმწრისგან ამოიხვნეშა.
იდგა პერიოდი მწიფე სექტემბრისა,
სისხლი დუღდებოდა ჩუმი მჴედრებისა...
მთიდან მოგრგვინავდა სამასი იაბო და
ჯანღიან ღრუბლებს მკერდით მიაპობდა.
ბეჭებზე ცეკვავდა მოვერცხლილი გორდა,
წინ კი ცოფიანი არაგვი მიუძღოდა.
წვებოდა ბურუსი და ყმათა სახეებს
სიკვდილი ამაოდ უბამდა მახეებს
და როცა ბარის მტკვარს ერთბაშად დაეცნენ
ზვირთები კრწანისს გულზე გადაექცნენ...
მტრის ძვალი მოვერცხლილ ვადებზე დარბილდა
და მიწაც სისხლისგან დაჯანღდა, დამძიმდა.
დროშამდე შეკაფა ჴევსურმა მტრის ჯარი და
უკნიდან ნასროლ ისარს ზურგი ვერ აარიდა,
თვალებში ჩახედა აღა მაჰმად ხანს და
დაჩეჴილ ცხვირ-პირით უცბად ახარხარდა,
გორდაის ნაგაბარით ჴელი ჩაათალა
და დამფრთხალს დახეული დროშა ააცალა...
როცა მეწამულ ცას მკერდზე მძივი მოსწყდა,
ბოლო არაგველს კვნესაც არ ამოსცდა,
ჯვრიანი ჴმალი მტრის მკერდში ჩატოვა და
ბეჭებშელეწილი ცხენიდან ჩამოვარდა....
იდგა პერიოდი მწიფე სექტემბრისა,
ხმა კი ჴორჴოცებდა უტყვი მხედრებისა:
არაგვზე ვიქნებით თუ ველებზე მარაბდისა,
ძმანი ვართ და ძმანი ვიქნებით მარადისა!
teqsti dadeet gtxovt
Teqsti
Ux tqven genacvalet bichebo.
teqsti dadet ra
texti dadet ra leqsia saocrrebaa magram zogan ar ismis kargad