ვიდეო 2 როგორ გავაფორმოთ ბაჭიის სახე
HTML-код
- Опубликовано: 3 ноя 2024
- მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. გთავაზობთ მასტერკლასების სერიას , რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ თქვენი ხელით ამიგურუმის სათამაშო.
ამ მასტერკლასში ვაფორმებთ ბაჭიის სახეს. აღარ გავახმოვანე, ისედაც საკმაოდ დეტალურად ჩანს ვიდეოში და ვფიქრობ არ გაგიჭირდებათ. კითხვების შემთხვევაში სიამოვნებით გიპასუხებთ
ისწავლით როგორ გააკეთოთ ამიგურუმის მარყუჟი, როგორ ამოიყვანოთ პირველი თვალი, როგორ გააკეთოთ სათამაშოს ქსოვისას თვალის კლება ან მატება. როგორ დაამაგროთ უსაფრთხო თვალები, როგორ დახუროთ ნაქსოვი, როგორ შეავსოთ დეტალები სინთიფონით. როგორ გააფორმოთ ბაჭიის სახე, როგორ მოქსოვოთ ტანი, ხელები, ფეხები. როგორ ჩააქსოვოთ ნაქსოვში კიდურები ან როგორ მიაკეროთ.
ბაჭიის მოსაქსოვად დაგვჭირდაება :
YarnArt jeans ძაფი 1 გორგალი. მე გამოვიყენე 07 ნომერი
ყაისნაღი 2 ან 2,5 მმ
თვალები 12 მმ
სინთიფონი
თეთრი და შავი საქსოვი ძაფი ან მულინე თვალების და წარბების გასაფორმებლად
ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ფერის ძაფი ბაჭიის ცხვირის ამოსაქარგად
მაკრატელი, ნემსი
და რაც მთავარია საუკეთესო განწყობა
აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი თუ ჩემი მასტერკლასი თქვენთვის საინტერესოა. ესე არასდროს გამოგეჩებათ სიახლეები ჩენს არხზე და ჩემთვისაც დიდი მოტივაცია იქნება, გავაგრძელო მსგავსი სახის ვიდეოგაკვეთილების გადაღება.
სასიამოვნო და ნაყოფიერ შემოქმედებას გისურვებთ
#ხელნაკეთი #როგორმოვქსოვოთ #ქართლი #ამიგურუმი #ყაისნაღით #ვიდეოგაკვტთილი
• ვიდეო 1 როგორ მოვქსოვო...
/ uuv9cnpz
• ვიდეო 3 როგორ მოვქსოვო...
• ვიდეო 5 როგორ მოვქსოვო...
😍😍😍😍
გამარჯობა, თოჯინის თვალებს სად ყიდულობთ?
ვტკბები თქვენი თოჯინების შოროდან ყურებით, რომ ჩამოვალ უნდა შევიძინო 😍❤️
@@natiyaabc6721 დიდი მადლობა 💚💚 სადაც კი საგალანტერიოა ყველგან იყიდება თოჯინის უსაფრთხო თვალები. ბარათაშვილზე, გლდანში, სადგურის მოედანზე...
გამარჯობა, მადლობა კარგად ხსნით და აჩვენებთ❤ მაინტერესებს დათუნიას შემთხვევაშიც ესეთი პრინციპით უნდა დაიჭიმოს თვალები შიგნით რომ იყოს შეწეული?🩷🩷🩷
@@tamoghvinianidze8508 გამარჯობა. დიდი მადლობა💚💚
@@tamoghvinianidze8508 კი. დათუნიას შემთხვევაშიც ანალოგიურად იჭიმება თვალები. ასევე შეგიძლიათ მოჭიმოთ თვალის შიდა ნაწილი (ცხვირის მიმართულებით)
@@NINIstoys725დიდი მადლობა❤