წმ ნინოს ტაძარი ჩხეიძეზე
HTML-код
- Опубликовано: 5 фев 2025
- 226 წლის წინ, 1795 წელს ცუდი დღე გაუთენდა თბილისს. ცა ქალაქის თავზე ბნელი და შავი იყოო, წერს ისტორიკოსი.. ამინდი საწვიმრად ემზადებოდა. ცა კიდევ უფრო მეტად გაშავდა, გაშავდა დენთისა და გადამწვარი ქალაქიდან ავარდნილი კვამლით. დღის ბოლოს იწვიმა კიდეც, თუმცა მანამდე წვიმის წყალზე მეტი სისხლი დაიღვარა. აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარმა არავინ და არაფერი დაინდო... არ დაინდო თვით ქალაქი, მისი კედლები, სასახლეები, ეკლესია-მონასტრები.1795 წელს აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი მთლიანად გაანადგურა. უამრავი ადამიანი შეეწირა ამ შემოსევას. ვინც სიკვდილს გადაურჩა, ტყვედ წაიყვანეს. თბილისის დაცარიელდა.... ერეკლე მეფემ დაიწყო შემოსევებისგან განადგურებული თბილისის აღდგენა. პირველ რიგში მან მთლიანად ქართლ-კახეთისა და კონკრეტულად თბილისის მოსახლეობის გაზრდაზე იზრუნა. მოსახლეობის გამრავლება კი თავისთავად ეკლესიების აშენების საჭიროებას ბადებდა.
თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე წმ. ნინოს ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ძველი სოფლის უძველესი ქართული ეკლესიის ადგილას ახალი ტაძრის მშენებლობა 19ე საუკუნის შუა ხანებში დაიწყო. ტაძარი ცალნავიან აგურის შენობას წარმოადგენს გვიანი შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურიდან და რუსული კლასიციზმიდან მომდინარე შემამკობელი დეტალებით.
საბჭოთა პერიოდში ტაძარში ღვთისმსახურება შეწყდა. თავდაპირველად ეკლესია საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს, თუმცა 1978-1979 წლებში ხელისუფლებამ ტაძრის შენობიდან მობინადრეები გამოასახლა, შემდეგ კი ნაგებიბა ჯერ სამხატვრო გალერეას დაუთო, მოგვიანებით კი საკონცერტო დარბაზად აქცია, სადაც, ძირითადად, სასკოლო წამოდგენები იმართებოდა.
წმინდა ნინოს ეკლესიის შენობა 1989 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. ტაძრის აღდგენის საქმეს სათავეში ედგა, დეკანოზი რევაზ ოთარაშვილი. აიღეს სხვადასხვა დანიშნულების მინაშენები - პურის მაღაზია, ფეხსაცმლის შესაკეთებელი ჯიხური და ასევე კერძო პირების მიერ მიშენებული სახლები.
ტაძრის აღდგენითი სამუშაოები 1991 წელს მერაბ კოსტავას საზოგადოების თაოსნობით დასრულდა. რესტავრაციის შემდეგ ეკლესია პირველად 1996 წელს მოიხატა. 2001 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ტაძრის კედლები და შესაბამისად ფრესკებიც ძლიერ დაზიანდა, რის გამოც ეკლესია ხელმეორედ მოხატეს მხატვრებმა - ირაკლი ცინცაძემ და გიორგი ტეტენაშვილმა. ფრესკებზე ასახულია უდიდესი საუფლო დღესასწაულები, წმინდა ნინოს ცხოვრების ეპიზოდები. წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის კედლებს ასევე ასურელ და მთაწმინდელ მამათა, ქართველ მეფეთა, მოციქულთა და მოწამეთა ფრესკები ამშვენებს.
აღდგენილი ტაძარი 1991 წლის 26 იანვარს წმინდა ნინოს სახელზე აკურთხეს, 27 იანვარს კი საზეიმო წირვა ჩატარდა. წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა.