გალაკტიონი - მერი galaktioni - meri
HTML-код
- Опубликовано: 10 фев 2025
- გალაკტიონ ტაბიძე - მერი
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონემიხდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
ვთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?
ან "მესაფლავეს" რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს "მე და ღამეს"?
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,
და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.
გალაკტიონს ვერ გაუგეს და ვერც გაუგებდნენ ის სხვაგან იყო ჩვენგან ძალიან შორს! გენია ხარ მარტოსულო გალაკტიონ
და სამწუხაროდ სკოლებში ნაკლებად ისწავკება და არა მარტო ეს.
შენს იქით აღარ არსებობს პოეზია ბატონო გალაკტიონ :) შენ პირველი ხარ ) მთელ მსოფლიოში
ნამდვილად.
გალაკტიონის მსგავსი აღარ დაიბადება ♥️
რამდენი ადამიანი არსებობს გალაქტიონიც იმდენივეა...
ჩემთვის გალაქტიონი ამოუცნობი ცისფერი სამყაროა სადაც ვეძებ,ვეძებ
და ვიკარგები ფიქრებში...
❤❤❤
სიამაყეა ეს კაცი მთელი ქვეყნის , გენიაააა და ყველა დროის უკვდავი გენია .
საქართველოს სიამაყე ეს
კაცი!!!💚 ძალიან მიყვარს ეს ლექსი და საერთოდ მისი ყველა შემოქმედება
Maladec
გალაკტიონ ტაბიძე, უბრალოდ შეუდარებელი ♥️♥️ პირველია და იქნება ყოველთვის!!
შეუდარებელია!, არაამქვეყნიურია! 👏👏💚💚
ვავ..დამამუნჯა! ერთს ვიტყვი, ვალდებულნი ვართ ეს და მთელი ქართული საგანძური, სამყაროს აღსასრულამდე დავიცვათ.
მე სულ ვამბობდი გალაკტიკის გალაკტიონია მიყვარს და მუხლს ვიხრი მის ხსოვნის წინაშე 🙏🏻
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონემიხდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
ვთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?
ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,
და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.
ყოველ დღე ვუსმენ ჩემს გალას ლექსებს,
გავიცისკრივნო მე ალიონი!!!
ერთხელ გავჩნდი და ისიც იმ ქვეყნად
სადაც ცხოვრობდა გალაქტიონი.....
ბედნიერებააა დაიბადო ქართველად და ისიც გალაქტიონის ქვეყანაში.....
Sagol
ლეგენდები არ კვდებიან ! ❤
მხოლოდ გალაქტიონს შეეძლოასეთი სიყვარული და ასეთი ლექსი დაეწერა.განუმრორებელია!
გენიალური პოეტის ფანტასტიური ლექსი.❤❤❤❤❤💖💖💖💖🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹🌹
მე ავტირდი ვით მეფე ლირი ლირი ყველასგან მიტოვებული💔😢😢
უძლიერესი და უმაგრესი პოეტი......
ყველა დროის უკვდავი გენია!!!
ამის არ მოწონება საქართველოს ღალატის ტოლფასია
და მაინც აქვს 48 დისლაიქი :(
ჰაჰაჰაჰაჰა პატრიოტიზმი სხვა ფასეულობებთან გააიგივეთ, ბრბოს წევრებო!!!!!✨
ძალიან გთხოვთ დაწერეთ რა ვინ კითხულობს ასე საოცრად ამ ლექსს?❤
@@sopiokhurtsidze1628 გალას მეფის უკვდავი ხმა არის❤️🫡
საოცრებაა! რამდენი გენიუსი ცხოვრობდა საქართველოში , ეს დიდად საამაყოა.
გენიალური ლექსის გენიალური შესრულებული უდიდესი ემოციაა
удивительное чувствование, до слёз...
საოცრებაა,სულ გამაჟრიალა და ცრემლები წამომივიდა
Suls mishpotebs es qvitini guli mtkiva guli mtkiva ❤
This is hardcore poetry, I swear.
დაუბერებელი🖤
"უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული"
ra bednierebi vart qartvelebi aseti genia rom gvyavda!
giorgi7135 ქართული სიმღერები
გალაქტიკონი
Svani
@@MSmtiula გალაქტიონი არა, გალაკტიონი!
გურამ საღარაძე, გოგი ხარებაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, მარინა საღარაძე და მურმან ჯინორია.... აი, ბუმბერაზი ადამიანები, რომლებმაც გენიალური პოეტების ლექსები ქართულ ყოფიერებაში დაამკვიდრეს......
ათასი მადლობა მათ და დიდება წასულთა ხსოვნას..........
სერგო ზაქარიაძე ნუ გავიწყდებათ :) მითუმეტეს, ამ ლექსს ბატონი სერგო კითხულობს.
nino chorgolashvili ტარიელ საყვარელიძე და დიდი სერგო ზაქარიაძე ყველაზე კარგად კითხულობდნენ.
სერგო ზაქარიაძე კითხულობს და ვერ მიხვდით!!!!!!!!!!!!!!!!!!!
@@gugakavtaradze8375 და ყველაზე უკეთესად !!!!!!!
erti am leqsebshi iseti ra unda naxo ro kai gulze dedakactan ar moisurvo? mara sada scaliat magistvis da vinaa...
ტკივილი დაწერა გალაკტიონმა
es addamiani ar aris mkvdari is cventvis yoveltvis cocxali iqneba is iyo geniosi misi leqsis dros dagburdzlavs
დროში მოგზაური!,, დღესასწაულს კი, ის დღე, არ ჰგავდა! " ,, მწუხარე იყო, ვით, . შემოდგომა!"
კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი რომ სერგო ზაქარიაძე განუმეორებელია პერსონაა.
აი როდაგაჟრიალებს და აღარ გამოგაჟრიალებს ისეთი წაკითხულია საღოლ
ღმერთოო როგორი კარგია😔😔😔😔❤❤❤
შენ ხარ სიყვარულის სახე გალაქტიონო
საოცრებააა ❤️❤️❤️
Zaqariadze kitxulobs, Genialuria!
უდიდესი გენიოსი ❤❤❤❤
Exx 😢😢😢 liri kvelasgan mitovebuli
დიდება შენსულს
მე მომწონს გალაკტიონ ტაბიძე ჩემი საყვარელი მწერალია მან ბევრი კარგი ლექსი დაწერა და დარწმუნებული ვარ რომ ცოცხალი რომ იყოს კიდევ ბევრ კარგ ლექს დაწერდა .
საოცრებააა
სულ დამბურძგლა, საოცრებაა
რა დიდი ემოციაა ))
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი..... ეს ფრაზა სულ ეხსომებათ საქართველოში , 5000 წლის მერეც :)
ვითომ??რაღაც არ მჯერაამ თაობბის და მომავალი თაობის მითუმეტეს...არადა რას კარგავს ხალხი როცა გალაქტიონი არ იცის ვინ არის
@@zuramchedlishvili9322 რას კარგავს კი არა, თვით ხალხი იკარგება
ubralood genialuria xaalxo da amis shefaseebiis ufleeba mxolood am geniosze dzliers sheudzlia magraam ar meguleebaa me meoree nu gamlandzgaavt exa chemi azristviis
es adamiani znelia agiaro mokdavad es adamiani aris ukdavi ukdavi!!!!!
მიყვარს😢
მე უბრალოდ არვიცი რა ვთქვა ან ვინ ვარ რომ ვაკადრო ასეთ გენიას რამის დაწერა
ყოველდღე ვისმენ ! ყოველდღე ერთი და იგივე შეგრძნება ❤️
გალაკტიონი ისეთია სიტყვბით ვერ აღწერ ... ემოციები ემოციები ❤️❤️❤️
(ვინც ამას დისლაიქი დაუწერა არც კი ვიცი როგორი ადამიანია ან ძალიან ვერ ერკვევიამ პოეზიაში ზოგადად თორემ ეს რომ არ მოგეწონება ....)
❤❤genialuria
ეს ლექსი იმიტო დაწერა რო გამოემშვიდობა თავის სიყვარულს, და არა იმიტო რო მერი გათხოვდა უბრალოდ აღარ უყვარდა, ხოლო მერი 3 წლის შემდეგ გათხოვდა ლექსი დაწერიდან,
გენიოსი უშანგი კითსულობს გენიოსის გენიალურს!
აუ რამაგარი კაცია და რალამაზად კითხულობს..გალაქტიონი ღმერთმა აცხონოს
საოცრად კითხულობს ... :(
რაღაც ღრმა და ხელშეუხებელს ეხება…🥹❤️🙏
ეს ლექსი ქალზე არ არის დაწერილი, არა და დიდი უმრავლესობას მასე გონია.
ლესში ძალიან მაღალი ოსტატობით გამოთქმულია სულისა (ცნობიერის) და გრძნობების (არა ცნობიერის) კავშირზე, გათვიცნობიერებაზე (ჯვრისწერა), რომელიც უთუოდ პირადად განიცადა გალაქტიონმა და მიხვდა, რომ მოუმზადებელი ამაღლდა მაგხელა დონეზე
@@Гео-г5е სული როგორაა ცნობიერი და გრძნობები არა ცნობიერი?
მეფე პოეზიის
გრძნობათა დაუოკებელი ემოცია ვერ იტევს ამ შედევრს 💛
ბაზარიარაა
bzalian momewona meri😊😃☺😮👑🍷asewe galaktionis takitxyli❤
სერგო ზაქარიაძეა :)
geniosiiiiiiiii :*
ჩემი საყვარელი პოეტი
არ იყო ახალგაზრდა მგონი 67 წლის იყო ტავი რომ მოიკლა
ბრწყინვალე მაგალითი თუ როგორ უნდა გადმოსცე შენი ტანჯვა ლექსად... მაგრამ ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ
me vabob ramaz mawarashvili rom galaqtioni msoflio genia iyo.
საღარაძე კი არა სერგო ზაქარიაძე კითხულობს და ძალიან მაგარია!
უბრალოდ შეფასების უფლებასაც ვერ მივცემ საკუთარ თავს...ეს გალაქტიკა გალაკტიონისაა..
Გალაკტიონი გენიაა რათქმაუნდა. Და ტერენტი გრანელიც საოცრება იყო . Მისი ლექსებიი სულში ურტყამს
გალაკტიონი ყოველთვის დიდი იყო და ასეთი იქნება ყოველთვის! გურამ საღარაძემ კი ძალიან დამწყვიტა გული... ალბათ ვეღარავინ წაიკითხავს მისნაირად ვერცერთ ლექსს...
o
saocrad kitxulobs. magaria(y)
amaze didi saqartvelos ar yoliaa
შოთა
@@giorgikucha1131 შოთა მსოფლიომ ინატროს... :))
შოთა
@@giorgikucha1131გალაკტიონი ის ერთი განუმეორებელია
მსგავსი აღარ იქნება
ყველა მაგრები არიან მაგრამ გალა საერთოდ სხვაა საერთოდ
genacvalos mteli qveyanaa shen galaqtiono
ლექსი ხოა გენიალური, მაგრამ ასეთი გრძნობით წაკითხული კიდევ უფრო ახლოს მოდის გულთან. შედევრია ეს ჩანაწერი.
Umagresi poeti 💚💙💜
მეფე
ra silamazea
magaria ametiraa
shen genacvaleee galaqtionoo.dgevadeli taoba ver igebss shen siyvarulsss
აზერი ხარ მეგობარო?
როგორ. მიყვარს
Magari KAcia
ეს ლექსი როცა დაიწერა შერვაშიძე არ იყო გათხოვილი, რამოდენიმე წლის მერე გაყვა რაჟდენას.
magari leqsia zaan, vanelebi mainc magrebi vart
ორივე გენიოსია, დამწერიცა და წამკითხველიც, არა?
gtxovt am melodiis linki momecitra!
ნათელი და სანთელი გალაკტიონსს
Венчалась Мери в ночь дождей,
и в ночь дождей я проклял Мери.
Не мог я отворить дверей,
восставших между мной и ей,
и я поцеловал те двери.
Я знал - там упадают ниц,
колечком палец награждают.
Послушай! Так кольцуют птиц!
Рабынь так рабством утруждают!
Но я забыл твое лицо!
Твой профиль нежный, твой дикарский,
должно быть, темен, как крыльцо
ненастною порой декабрьской?
И ты, должно быть, на виду
толпы заботливой и праздной
проносишь белую фату,
как будто траур безобразный?
Не хорони меня! Я жив!
Я счастлив! Я любим судьбою!
Как запах приторен, как лжив
всех роз твоих... Но бог с тобою.
Не ведал я, что говорю, -
уже рукою обрученной
и головою обреченной
она склонилась к алтарю.
И не было на них суда -
на две руки, летящих мимо...
О, как я молод был тогда.
Как стар теперь. Я шел средь дыма,
вкруг дома твоего плутал,
во всякой сомневался вере.
Сто лет прошло. И, как платан,
стою теперь. Кто знает, Мери,
зачем мне показалось вдруг,
что нищий я? - И в эту осень
я обезумел - перстни с рук
я поснимал и кинул оземь?
Зачем "Могильщика" я пел?
Зачем средь луж огромных плавал?
И холод бедственный терпел,
и "Я и ночь" читал и плакал?
А дождик лил всю ночь и лил
все утро, и во мгле опасной
все плакал я, как старый Лир,
как бедный Лир, как Лир прекрасный.
Галактион Табидзе
1915
miyvars es lecsi!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
sagol shenc. sagaradzeee gurami magrad gadmocem
ცდებით, ბატონი სერგო ზაქარიაძე კითხულობს :)
Rövşen Abbasov
დიახ ეს სერგოა ზაქარიაძე😊
არ არის სერგო ზაქარიაძე გურამ საღარაძეა
რა უნდა ითქვას ამ სიტყვების შემდეგ ?
ნერსე, მამა, ეს ნახე რა. 2024 დან გეუბნები.
❤❤❤❤❤❤
Ulamazesi leqsia qartvelebma unda viamayot!!!!
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი მაგრამ ქელასმა გამორთო დენი 😂😂😂😂
vamayob tqvenit
modigliani soundtrack musika :)
🖤!!!!
Dzalian kargi leqsebis krebuliaqvs
Da me mepe var.....da poeti.....
❣