#მოამბე

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 15 окт 2024
  • • ტერორიზმის და შეთქმულების მომზადებაზე მიმდინარე გამოძიება - გრიფით საიდუმლო საქმე, უკრაინაში ქართული ლეგიონის რიგებში მებრძოლთა გამოკითხვა და ჩვენებები; მხარეთა პოზიციები და პოლიტიკური შეფასებები
    • ცოტა ხნის წინ რუსეთის მიმართ რადიკალური განცხადებებით გამორჩეული ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ჩრდილოელ მეზობელთან ეკონომიკურ კავშირსაც გმობდნენ და ტურისტებისთვის საზღვრის ჩაკეტვას ითხოვდნენ, წინასაარჩევნოდ რიტორიკას ცვლიან - ამომრჩეველთა დაკვეთა, პოლიტიკური გარდასახვა და რუსეთთან ურთიერთობის შერბილებაზე დადებული ფსონი
    • მოახლოებული არჩევნები აშშ-ში, პირველი გამოკითხვა და პროგნოზები - ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა „დემოკრატთა“ საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა, რათა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს; მედიის ცნობით, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიიდან გასვლის შემდეგ ჩატარებული პირველი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის რჩეული, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან მარცხდება
    • ხვალიდან ონკოპაციენტები საჭირო მედიკამენტებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებენ - ჯანდაცვის მინისტრი იმპორტიორებს გარკვეულ მედიკამენტებზე შექმნილი დეფიციტის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელმწიფო ინტერვენციებით შესვლას და რეგულაციის განსხვავებული მეთოდების არჩევას გეგმავს; გადაწყვეტილება პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის და დაგეგმილი ცვლილებები
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии • 1