ჯვარის მამა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 15 окт 2024
  • ჯვარის მამა V ს-ის II ნახევარში, ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობის პერიოდშია აგებული და მაშინ ტაძარს „გოლგოთა“ ეწოდებოდა. პ. იოსელიანის თბილისის სიძველეთა აღწერაში თბილისის ჯვარის მამის ეკლესიის მოგვითხრობს, რომ იერუსალიმის კუთვნილ წმიდა ჯვრის ეკლესიას 500-ოდე წელია არქიმანდრიტი ჰყოლია. მეფეთა ირაკლი II-ისა და გიორგი XIII-ის მოღვაწეობისას იერუსალიმის მაშინდელი პატრიარქი ათანასე ეკლესიის წინამძღვარი ყოფილა, 1824 წლამდე კი ტაძარს ბეთლემის მიტროპოლიტი ბენედიქტე წინამძღვრობდა.
    ჩვენამდე მოღწეული ძეგლი XVI ს-ში აიგო. დ. ჩუბინაშვილის ლექსიკონის მიხედვით, „ჯვარის მამა“ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს ნიშნავს. 1921 წლამდე ძეგლი იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნოდა და საზღვარგარეთულ ქართულ მონასტრებს მეტოქეობდა საუკუნეების მანძილზე. დიდი ხნის განმავლობაში თავისი სახსრებით ინახავდა იერუსალიმის ქართველთა მონასტერს.
    1921 წლამდე ეკლესია ფორმალურად იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნოდა. მიუხედავად საქართველოს ეკლესიის ანტიოქიისადმი იერარქიული დამოუკიდებლობისა, საქართველოს მეფეებს გაუმართავთ იერუსალიმის ეკლესიის, ვითარცა ყოველთა ქრისტიანთა დედის, საყდარი. ეს ეკლესია ყოველთვის ეკუთვნოდა იერუსალიმის სამი ეკლესიის-წმ. ელიას, წმ. ჯვრის და წმ. იაკობის-მონაზვნებს. ვახტანგ ბერიძე წერს, რომ „ეკლესიისათვის ამ სახელის შერქმევა იმით აიხსნება, რომ იგი იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნოდა და იქაური ქართული მონასტრების ბერების მეტოქი იყო. ყველაზე ადრე წერილობით წყაროებში „ჯვრის მამის“ სახელწოდება გვხვდება გიორგი მეფის ერთ წყალობის წიგნში, რომელიც 1678 წელს მიეკუთვნება და ჯვარის მამის მონასტრისადმია ბოძებული.
    ვახტანგ ბერიძის ცნობით, სანამ 1983 წელს ამ ადგილის რეკონსტრუქცია მოხდებოდა, ეკლესია გარშემორტყმული იყო ძველი უსახური საცხოვრებელი სახლებითა და დუქნებით, თვით ეკლესიაში კარგა ხანს იყო წიგნსაცავი. აქაურობამ სახე იცვალა-ის ძველი შენობები დაანგრიეს, ეკლესია მთლიანად გამოჩნდა, წიგნსაცავიც გადატანილ იქნა და, შეიძლება ითქვას, რომ „ჯვარის მამას“ დაუბრუნდა ისტორიული ძეგლის უფლებები. “ ამჟამად მდგარი ეკლესიის შენობა XVI ს-ში აშენდა.
    ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში“ ვკითხულობთ, რომ თბილისში არსებობდა ჯვრის ეკლესიად წოდებული ქვითკირის გუმბათიანი ტაძარი, რომლის აღმშენებლისა და მშენებლობის თარიღის შესახებ ისტორიას ცნობები არ შემოუნახავს, თუმცა ცნობილია, რომ ჯვრის ეკლესია განუახლებია ვინმე იმერლიშვილს.
    მოსე ჯანაშვილის ცნობით, ამ ტაძარს მეფე სვიმონმა 1611 წელს შესწირა სამღებრო სოფ. დირბში და სხვა მეფეთაგანაც შეწირული ჰქონდა სოფლები, ყმები, ხოლო მისი წინამძღვარი შემოსავალს უგზავნიდა იერუსალიმის ქართველთა ტაძარს, უფლის საფლავის ტაძრად წოდებულს. წმინდა ჯვრის ტაძარი ძველი დროიდანვე ითვლებოდა იერუსალიმში არსებული ქართველთა მონასტრების - წმინდა ჯვრის, წმინდა მოციქულის იაკობისა, უფლისა და წმინდა წინასწარმეტყველის ილიას სახელობის მონასტრების ბერ-მონაზვნების სადგურად. ამ სადგურის მეოხებით საქართველოს ჰქონდა მუდმივი კავშირი პალესტინასთან.
    ვახუშტის „აღწერაში“ თბილისის ეკლესიათა შორის, სიონის შემდეგ მოხსენიებულია „ეკლესია ჯვარის, გუნბათიანი, შვენიერი, რომელიც განაახლა იმერლიშვილმან“. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აღებისას ეკლესია კვლავ განადგურებულა. 1825 წელს წინამძღვარმა ბენედიქტემ, შემდგომში ბეთლემის ეპისკოპოსმა პალესტინაში, შენობა შეაკეთა და დასავლეთი მხრიდან მინაშენი დაამატა, რომლის მეორე სართულზე სამრეკლო იყო. სათავსი ეკლესიას ფართო თაღით უკავშირდებოდა, ეს მინაშენი დაანგრიეს 1920-იან წლებში.
    1983 წლის ქალაქის მთავარი არქიტექტორის და საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დაიწყო ჯვარის მამის ეკლესიის და მისი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია. მოიხსნა ეკლესიაზე მინაშენი შენობები. საბჭოთა პერიოდში ეკლესიის მოხატული კედლები შეუთეთრებიათ, ისე რომ, მხოლოდ კონქში შემორჩენილა მხატვრობა. ამ დროს ტაძარში წიგნთსაცავი იყო მოწყობილი. 1983 წელს ჯვარის მამის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია განხორციელდა: აიღეს ეკლესიის გარშემო არსებული საცხოვრებელი სახლები და დუქნები. ტაძარი მოქმედია 1989 წლიდან, შედის მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაში.

Комментарии • 1