ჩემი და ლიას ურთიერთობა ამ სახლში შეიცვალა?

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 18 окт 2024

Комментарии • 101

  • @pikriagasviani
    @pikriagasviani 10 месяцев назад +59

    აი რას ვერ ვხვდები იცი? მაყურებელს რომ ამ ყველაფერს უყვები,ამიᲗ Შვებას გრᲫნობ?? ანუ ლიას რო ლანᲫᲦავენ და Შენ გიᲗანაგრᲫნობენ,ეს Შვებას გგვრის Თუ როგორაა ვერ მივხვდი ,ოᲦონდ მარᲗლა ნინი🤷‍♀️🤷‍♀️ Ჩვენ ვისმენᲗ ყოველᲗვის Შენს მოსაზრებას,ლიასას გვაᲩვენებ მხოლოდ ცუდ მხარეს და ეგ როგორ გავიგოᲗ? ანუ სულ ლია არის დამნაᲨავე ყველაფერᲨი და Შენ ლია გერᲩის?? სხვის ომᲨი ყველა ბრᲫენია და Შენი და ლიას გარდა სიმარᲗლე არავინ იცის Თუ რა ხდება Თქვენს Შორის ნამდვილად... Შენს ვიდეობᲨი რასაც ვხედავ ყველაზე Თბილად ექცევი ბავᲨვებს და კოტეს... ყველაზე აგდებულად კი ლიას.... და Თუ მხოლოდ მე მეᲩვენება ეს ყველაფერი და ვცდები,Ძალიან კარგი....

    • @NiniKvirikeVlogs
      @NiniKvirikeVlogs  9 месяцев назад +15

      ანუ შენ მოძალადე ადამიანს რომელიც ცოცხლად ჭამს როგორ მოექცეოდი საინტერესოა? ეს ჩემი არხია, მე ვაზიარებ ჩემს ცხოვრებას, დიახ შვებას მგვრის ამაზე საუბარი და ის რომ არიან ადამიანები ვისაც ესმით ჩემი, ვისაც შეუძლია ხელი გამომიწოდოს რომ იმ უფსკრულში არ გადავიჩეხო საიდანაც ძლივს ამოვედი! ეს ისეთი რამეა ვერ ხვდები და ვერც მიხვდები სანამ მსგავსს არ გამოსცდი. დიახ მერჩის, მერჩის კი არა მჭამს, სულს მაცლის. და ამის მერე მე შენ რომ გესიამოვნება ისე ვერ მოვიქცევი.
      და მეტსაც ვიტყვი, კიდევ დიდი ხანია თავს ვიკავებ და ვცდილობ ისევ მისთვის, თორემ ცალკე ვიცხოვრებდი დიდი ხანია, ჩემს ადგილას უმეტესობა მაგას აირჩევდა და სწორიც იქნებოდა, მაგრამ მეცოდება რადგან მარტო არ უნდა და არ შეუძლია. ამის გამო ვაჭმევინებ თავს და მთელს ოჯახს ვაყურებინებ როგორ მამცირებენ, როგორ ძალადობენ იმ ბავშვზე რომელიც ოდესღაც ვიყავი. და აღარც ვთქვა?! რას მელაპარაკები

    • @natinati89
      @natinati89 9 месяцев назад +5

      შენ ლიაზე უარესი იქნები სახლში დარწმუნებული ვარ . გველივით შხამს რო ანთხევ იმის მაგივრად უთანაგრნო ადამიანს ეშმაკის ადვოკატო.

    • @MariamJinisiani
      @MariamJinisiani 9 месяцев назад +2

      ​@@natinati89მართალიხარ❤

    • @MarinaDukova
      @MarinaDukova 6 месяцев назад

      💕💕

  • @salie7683
    @salie7683 9 месяцев назад +28

    ოჯახური პრობლემები შიგნით უნდა მოგვარდეს, საჯაროდ არაა ლამაზი ჩემო კარგო რა თითქმის ყველას ყავს თითო ადამიანი მძიმე ხასითით დედა, მამა, დედამთილი თუ მამამთილი და ასე შემდეგ....
    ლია რომ შენი დედამთილი იყოს და წასასვლელი არცერთ მხარრს ქონდეთ რას იზამდი? შენ ოჯახისწვრს ვერავინ შეგიცვლის ისეთი მიიღე როგორიცაა თუ მან შენგამო ყველაფერი გადადო მითუმეტეს, მესმის რთულია მაგრამ აქ არ ილანძღო

  • @JemalEdilashvili
    @JemalEdilashvili 10 месяцев назад +19

    Qalbaton lias Sitbo aklia xshirad chaexute moefere madlobebi utxari rom gagzarda da galaitdeba ai naxav tu egre ar moxdeba shen magis natqvam ubralo ramezec iseti reaqciebi gaqvs xolmeee.......mag qals sitbo aklia,moefere chaexute xolme da bevri rame sheicvleba damerwune❤

  • @capricorn_girl1
    @capricorn_girl1 8 месяцев назад +2

    ყველაფერი სიძუნწიდან მოდის… ჭიქის გატეხვაზე პანიკა, ძაღლის საჭმელზე, მაღაზიის ქულების დაკარგვაზე… ძუნწი ადამიანი თავს ინადგურებს შინაგანად ამდენი დარდით დაკარგულ კაპიკებზე.

  • @sofoorjonikize7651
    @sofoorjonikize7651 9 месяцев назад +2

    ნი ლამაზო ჯერ გილოცავ დამდეგ ახალ წელს, ნი ლია გავიგეთ ასეთია , ნუთუ შენ ყველაფერში მართალი ხარ., იმ სითბოს იღებს რაც მას სჭირდება , ცოდოა ნი ❤ , ღმერთმა სიმშვიდე მოგცეთ.გფარავდეთ უფალი , ❤❤❤❤

  • @IaN-yb4jo
    @IaN-yb4jo 9 месяцев назад +1

    გილოცავ დამდეგ ახალ წელს, ჯანმრთელობა, სიხარული და სიმშვიდე ,მოეტანოს შენს ახალ სახლში, ნინი! შენთვის დადებითი კომენტარიც ბევრი დამიწერია და უარყოფითიც. რომ შემეძლოს, პირადში მოგწერდი.მაგრამ ეხლა აქ გეტყვი, ძააალიან ჭკვიანი გოგო ხარ, მაგრამ ხშირად სიტუაციის გარეთ ვინცაა,ის უფრო მეტს ხედავს და მეტს გეტყვის, შენი ნებაა თუ გაითვალისწინებ. 1, ნუ გექნება იმისი იმედი, რომ რამე გააგებინო და შეიცვალოს მაგ ასაკში უკვე. 2. ნუ უხსნი და ნუ უმტკიცებ ნურაფერს. საკმარისი გაქვს ნათქვამი და გაგება თუ უნდოდა, აქამდე გაიგებდა. უჩვენე საქმით. ანუ დააიგნორე და შენ როგორც მიგაჩნია სწორად,ისე აკეთე, ილაპარაკოს ლიამ დაღლამდე! როცა დაინახავს, რომ არავის არა აქვს რეაქცია ლანძღვაზე, ან არავინ პასუხობს, მოსწყინდება, ან შეამცირებს. 3. და ყველაზე მთავარი: თავისი ცხოვრება რომ გადადო და შენ გაგზარდა, თვითონ მაგისი არჩევანი არ იყო? რას გაყვედრის? როცა მაგას მოგაყვედრის, უთხარი, შენ აირჩიე ეგ გზა, შენ გინდოდა, მე არაფერი მითხოვიაო. არ მოგეხათროს, რადგან დეიდაა, დედებმაც იციან მასე: მე რომ გაგაჩინე, მე რომ გაგზარდე... გინდოდა და გააკეთე,მე მკითხე რამეო? ერთი სიტყვით, თუ არ დააიგნორე, ლია იმ კატეგორიის ხალხს ეკუთვნის, ნერვების ვამპირები რომ არიან და ბოლოს თვითონ რომ გამოჰყავთ თავი მსხვერპლის როლში.🌹🌹

  • @cicino111
    @cicino111 9 месяцев назад +1

    ნინი საყვარელო ძალიან ძნელია მესმის შენი არ ვამართლებ ლიას , ლიას ნევროზი აქვს ისიც ძნელია თავისი ცხოვრება ადამიანმა გადადოს, გასწიოს , შენ ხარ ძალიან შეგნებული გოგო❤ არ შეიძლება ადამიანის გადაკეთების მცდელობა ❤ სულ გიყურებ❤

  • @maricaava3771
    @maricaava3771 9 месяцев назад

    ნინი საყვარელო,ზრდასრული ადამიანები არ იცვლებიან.. მოზარდს შეიძლება მისცე მიმართულება სწორი გზისკენ მაგრამ ზრდასრულს ვერ შევცვლით..ან შორს უნდა იყოთ და კარგად
    ან უნდა შეეგუო და მიიღო ისეთი როგორიც არის.მე ორივე მიყვარხართ❤

  • @qetiberoshvili3726
    @qetiberoshvili3726 10 месяцев назад +2

    მიყვარხარ

  • @mariamiazariashvili4701
    @mariamiazariashvili4701 10 месяцев назад +2

    ნინ რთულია ასეთ ადამიანთან ცხოვრება და ურთიერთობა, მაგრამ შენ ის გიყვარს და ეს გეტყობა ამიტომ იქნება მარტო შენ და ლიამ ისაუბროთ და ყოველგვარი ნერვების მოშლის და აღელვების გარეშე წყნარად ეცადო და აუხსნა რომ მისი ეს საქციელი ბავშვებზეც ცუდად მოქმედებს და დედისადმი უპატივცემულობას ასწავლის იქნებ ესე წყნარი სიტყვით მაინც გაიგოს თორე ესე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ცხოვრება შენთვის საშინელებაა

    • @NiniKvirikeVlogs
      @NiniKvirikeVlogs  10 месяцев назад +1

      აზრი არ აქვს, ეგ ბევრჯერ გავლილი ეტაპია რომელსაც არ აქვს არანაირი შედეგი. ადამიანი ამბობს რომ არ იცხოვრა და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ჩემგან ითხოვს ჩემი ცხოვრებით ცხოვრებას საფასურად. რასაც ვერასდროს ვერ მივცემ რადგან რომ მივცე მე ვიქცევი ლიათ რომელმაც მერე შვილის ცხოვრების მისაკუთრება უნდა სცადოს, ეს ყველაფერი ასაკის მატებასთან ერთად მძაფრდება.

  • @MakvalaKikvadze
    @MakvalaKikvadze 9 месяцев назад

    მე მესმის,რასაც ამბობ.უბრალოდ მასაც პრობლემა აქვს,რასაც იგივეს ვიტყოდი,ისიც ისეთი უნდა მიიღო.სხვა შემთხვევაში ცალცალკე უნდა იცხოვროთ.სიმშვიდეს გისურვებტ

  • @NatiaGiorgadze-yq2mu
    @NatiaGiorgadze-yq2mu 9 месяцев назад

    გამახსენდა ახლა ფეხებს რომ ასუფთავებდი,მამაჩემი რომ შემოდგავდა ღოროს თავფეხს.სულ ამბობდახოლმე რომ ყველაზე გემრიელი ხორცი ამათ ჰწონდა.გემრიელად მიირთვით

  • @ninnekss168
    @ninnekss168 10 месяцев назад +7

    ნი ამ ასაკში რთულია რაღაც ჩვევები “მოიშალოს” მესმის შენთვისაც რთულია მაგრამ მეტი მოთმინება გმართებს შენ უფრო რადგან ადამიანი როგორც ჩანს არ იცვლება და ვერ იაზრებს მაგ რთული ხასიათით და გამოხტომებით შენ ძალიან ისტრესები ვერ იაზრებს რომ შენ ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი ადამიანი ხარ შენი ოჯახი გყავს სხვა შენ ადგილას “მიატოვებდა” და გადავიდოდა ცალკე მითუმეტეს როცა ასაკიც ემატება უფრო რთულდება მისი ხასიათი მოთმინებას და გამძლეობას გისურვებ მართლა მესმის შენი ❤️

  • @tikoinakavadze7678
    @tikoinakavadze7678 9 месяцев назад

    ძალიან კარგად მესმის შენი🫣 მეც წლები ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, მადლობა ჩემს თავს რომ ვიბრძოლე დამსხვერპლის როლში არ დავრჩი

  • @georgianinireland
    @georgianinireland 9 месяцев назад

    მე ჩემი აზრი მაქვს პირადის დეტალურად მოყოლაზე საჯაროდ, რადგან ეს მხოლოდ მე არ მეხება. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია😊 რაც შეეხება ამ ვიდეოს, გეთანხმები არავის! არავის მისცეთ უფლება, რაც არუნდა თქვენთვის ახლობელი, საყვარელი ადამიანი იყო, თავი გაგრძნობინოთ ცუდად ❤❤❤ გისურვებთ ორივეს სიმშვიდეს ❤❤❤

    • @NiniKvirikeVlogs
      @NiniKvirikeVlogs  9 месяцев назад +1

      დეტალურად ამ ყველაფრის მოყოლა არის შეუძლებელი

  • @fatifatima2094
    @fatifatima2094 10 месяцев назад +1

    ევა რა სიყვარულია მინდა რომ ვეთამაშო ❤❤❤

  • @natelabeitrishvili349
    @natelabeitrishvili349 10 месяцев назад +6

    როდესაც ადამიანს ახალგაზრდობიდან აქვს მძიმე ხასიათი, სიბერეშიც უფრო მძიმდება, იშვიათია, როდესაც ეცვლებათ ხასიათი დადებითად.

  • @xatunamikadze9888
    @xatunamikadze9888 10 месяцев назад +13

    ნინი.
    იმ თავიდანვე როცა ოჯახი შექმენი.გაშორდი.მეორედ შექმენი.3 შვილი .ახალი ოჯახი და მეუღლე გყავს ....ცალკე გასულიყავი და უფრო კარგი ურთიერთობა გექნებოდა.უფრო მეტად მიხედავდი და ბედნიერადაც იგრძნობდი თავს.
    ამით ვერავინ გეტყვის რომ შენ ის არ გიყვარს.არ აფასებ და ა.შ.
    რად გინდა ამდენს რომ იტანჯავ თავს.მოგკიდოს ხელი იკამ და გადით ცალკე.

    • @NiniKvirikeVlogs
      @NiniKvirikeVlogs  10 месяцев назад

      ადრე იყო პერიოდი მე და კოტი წავედით პატარა ბავშვებით რადგან გაუსაძლისი გახდა, დღემდე იძახის გამაგდესო არადა ჩვენ წავედით. არ შეუძლია მარტო

    • @JemalEdilashvili
      @JemalEdilashvili 10 месяцев назад

      Marto rato iqneba bevri gogona an studenti an magaziashi rom mushaobs diasaxlistan ertad edzebs binas,imxela binaa 3_4 gogonaze gaaqieavebs da shemosavalic sakmaod eqneba da martoc ar iqneba da tqventanac mova xolme da ese iqneba mshvenivrad.

  • @ketiketino1407
    @ketiketino1407 9 месяцев назад +1

    ლია არის ენერგოვამპირი, ძალიან მეცოდები ნინ მაგის ხელში😢ფსიქიკა არ ააქვს წესრიგში და სავარაუდოდ არაფერი ეშველება, უმძიმესია ეგეთ ადამიანთან ცხოვრება, უმძიმესი. ბოდიში მაგრამ რო ვუყურებ , ძალიან მაღიზიანებს

    • @ketiketino1407
      @ketiketino1407 9 месяцев назад +1

      და კიდევ მინდა დავამატო აქ, ვინც ლიას “ღირსებას” იცავს აქ და შენ გამტყუნებს, პასუხიც არ უნდა გასცე და დარწმუნებული ვარ ლიასნაირი ენერგოვამპირები არიან

    • @NiniKvirikeVlogs
      @NiniKvirikeVlogs  9 месяцев назад +1

      ერთი თვე იცხოვრონ როგორც მე მთელი ცხოვრება ვცხოვრობ და მერე გამამტყუნონ

  • @mananamanana5338
    @mananamanana5338 10 месяцев назад +2

    ნინი ბედნიერი წელი გქონოდეთ გმერთმა დალოცვილები გამყოფოთ❤❤❤❤❤❤❤🌹🌹🌹

    • @tamunadolidze9959
      @tamunadolidze9959 8 месяцев назад

      ასაკოვან. ადამიანებში. ხდება უჟმურობა

  • @westasianmusic
    @westasianmusic 9 месяцев назад

    ძალიან გულწრფელი ხართ და ცამდე მართალი... მიხარია, რომ თქვენ თავში ძალა იპოვეთ. ❤

  • @qetipacinashvili2823
    @qetipacinashvili2823 9 месяцев назад

    ლია ვინარი ანუ შენი?

  • @irinairina7050
    @irinairina7050 10 месяцев назад

    იცი რა მაკვირებს,თან უთქვენოდ არ შეუძლია და თან ესე არაადეკვატურად იქცევა, არც ბავშვებს ერიდება,არვიცი რა გითხრა ურთულესია ესეთ მდგომარეობაში ყოფნა,ამ ყველაფრის მერე როგორ უნდა თქვას რომ თქვენ უყვარხართ,მისი შეცვლა ამ ასაკში რთულია,ღმერთს სთხოვე დახმარება,მეტი რა გირჩიო როგორც უფროსმა ადამიანმა,ნამდვილად მინდა ბედნიერი იყო❤❤❤❤

    • @NiniKvirikeVlogs
      @NiniKvirikeVlogs  10 месяцев назад +2

      დიდი მადლობა ძვირფასო, ვიცი შენი გული ❤️
      მარტო არ შეუძლია, ყოველთვის ასე იყო. ჯერ დედის გარეშე არ შეეძლო, მერე დედაჩემის, ახლა ჩემზეა ასე. ანუ თუ არ არის მიბმული სხვაზე არ შეუძლია.

    • @HenohamHenoham
      @HenohamHenoham 9 месяцев назад

      გაუშვი ნინი, იყოს ცალკე თორემ დაგაავადმყოფებს და იმ ქვეყნად გაგისტუმრებს, შემდეგ კი შენს შვილებს შეჭამს ფსიქოლოგიურად, ისევე როგორც შენ გიკეთებს, ჩაყარე ურნაში მის თვალწინ, მისი მოტანილი და გაუშვი შენი ცხოვრებიდან, უღირსი, გაბოროტებული, ბოღმიანი ქალი! "რადგან კუზიანს სამარე გაასწორებსო." ეცადე ეს მანამ გააკეთო სანამ გაგანადგურებს.
      თავის ნებით აიღო შენზე ზრუნვა და ოჯახის შექმნა არ გაუჭირდებოდა... შვილებიანები ქმნიან ახალ ოჯახებს... მაგ: ჩემი მეგობარი რომელიც წლინახევრის ასაკიდან თავის ძმისშვილს ზრდიდა, 42 წლის ასაკში გათხოვდა ღირსეულ კაცზე, მისი ძმისშვილი ახლა 12 წლისაა თავად არ ყავთ შვილი, მაგრამ დღემდე ტკბილად ცხოვრობენ.
      რაც შეეხება დეიდაშენს, არავინ გამოჩნდა მის ცხოვრებაში, რომელიც მასზე იქორწინებდა და მაგაში ამაოდ გადანაშაულებს, რომ შენს გამო არ გამოუვიდა რამე, ვინ ითხოვდა ეგეთ ალქაჯს?
      ენერგო ვამპირია, ეგრე გაამწარებდა ნებისმიერს ვინც მის გვერდით იქნებოდა.
      მას გაუმართლა დიდი საჩუქარი დარჩა მისი დაიკოსგან, რომელიც ვერასდროს ნახავდა მისი ქალიშვილის ბედნიერებას, მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს, ვერ ჩაიხუტებდა შვილიშვილებს... მის უღიმღამო ცხოვრებაში ფერები შეიტანე, მაგრამ "ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო?" მან საკმაო შავი ლაქა და ბზარი გააჩინა შენს გულში და თავადაც ამბობ ნაწილ-ნაწილ ავეწყვეო, ზუსტად მესმის შენი, იგივე გამოვიარე და დღემდე ვცდილობ თავის შეკოწიწებას იმდენად ღრმა ფსიქოლოგიური ჭრილობაა, რომ არ გამეშვა ვერ გაუძლებდი.
      ასე რომ გათავისუფლდი.
      მითუმეტეს გაქვთ ბინა, იქედან არც უნდა წამოგეყვანა.

  • @mananamanana5338
    @mananamanana5338 10 месяцев назад

    რა საყვარელია ესპატარა ევიტო კარგი გოგო❤❤❤

  • @qristinenacvlishvili5053
    @qristinenacvlishvili5053 10 месяцев назад

    😊ნინი მიყვარხართ გეხუტე შენ❤😘

  • @natiabalieva2055
    @natiabalieva2055 9 месяцев назад

    ცუდია ჭამა და ეკრანი ერთად , ეკრანი ზოგადად ცუდია, კი იცი ალბათ. მაგრამ , თან ჭამა, თან ეკრანი ,,, დამღუპველია ამ ასაკში ...

  • @lelamtchedlidze-s8t
    @lelamtchedlidze-s8t 10 месяцев назад

    rtulia❤❤❤gamocdilebidan vici,mesmis kargad.vici,rom dzalianac giyvars da uyvarxar .visac ar gamoucdia ver gaigebs.

  • @AnaBibilashvili17
    @AnaBibilashvili17 10 месяцев назад

    dzalian mesmis sheni ❤

  • @TatiaTabaqidze
    @TatiaTabaqidze 9 месяцев назад

    ნინი შეგიძლია მითხრა როგორ დაიკელი ასე❤

  • @merimanelishvili5604
    @merimanelishvili5604 9 месяцев назад

    ლია ვინ არის?

  • @lelugio
    @lelugio 10 месяцев назад

    რა რთულიაა ნიინ მესმის შენი გამძლეობას გისურვებ❤ჩემოსაყვარელო❤

  • @mარი-p5c
    @mარი-p5c 9 месяцев назад +4

    მსგავსი სიტყვაცია მხოლოდ თქვენი პრობლემა არაა,არიან მშობლებს რომელთაც უჭირთ იმის გააზრება რომ შვილი არაა მათი საკუთრება და რომ ის ცალკეული პიროვნებაა,თავისი აზრებით,გადაწყვეტილებებით და თუნდაც შეცდომებით

  • @tamartamar159
    @tamartamar159 9 месяцев назад +2

    არა და სერიოზული მკურნალობა ჭირდა ლიას😔რომ ვუყურებ 2 ადამიანია მასში ,ერთი გაწონასწორებული,განათლებული მეორე კიდე დაუმორჩილებელი ლია ზის მის სხეულში.გამძლეობა ნინი,მაინც შეეცადე საახალწლო განწყობა შექმნა და არ მიაქციო ლიას ყურადღება❤

  • @salomegabrava2059
    @salomegabrava2059 8 месяцев назад

    როგორ მესმის

  • @gggggg2000
    @gggggg2000 9 месяцев назад

    🥺🥺🥺🥺🥺🥺🥺🥺🥺 უუხ არ ვიცი რა ვთქვა. მიჭირს მესმის🥺

  • @gulnazimstoiani5463
    @gulnazimstoiani5463 10 месяцев назад

    ნინი ასეთი ადამიანები აღარ იცვლებიან, ძალიან სამწუხაროა, როგორმე უნდა გაუძლო, შენი კარგად მესმის, მლანძღავსო და ლანძღვაში შენიშვნებს გულისხმობ? უფროსი ასაკის ადამიანების უყვართ ოჯახში უფროსობა და შენიშვნის მიცემა, მაგრამ შენს პირად ცხოვრებაში ნამდვილად არ უნდა ჩაერიოს, შენ როგორღაც უნდა გაატარო თორემ ნერვებს გაიფუჭებ

    • @NiniKvirikeVlogs
      @NiniKvirikeVlogs  10 месяцев назад +1

      არა ეს სულ სხვა რამეა, ვიცი ეგ რასაც გულისხმობ.
      ეს იმას გავს მთვრალი ან მოძალადე კაცი სახლში რომ მოვა ცუდ ხასიათზე, მოიგონებს მიზეზს და დაუსრულებლად ტანჯავს ადამიანს, ლანძღავს, აუფასურებს, შეურაცხყოფას აყენებს და ეს არ გრძელდება 1 სთ, არც ერთი ღამე, ეს 3-7 დღე გრძელდება.
      იმ მეორე ბინაში იმიტომ მეძინა მისაღებში რომ ლიას საძინებლის გვერდით იყო მეორე საძინებელი სადაც ღამე ვერ გაჩერდებოდი, ბავშვს ლანძღვის ხმაში ვერ დავაძინებდი, მისაღები შორს იყო და არ ისმოდა ისე ცხადად

    • @gulnazimstoiani5463
      @gulnazimstoiani5463 9 месяцев назад

      @@NiniKvirikeVlogs ძალიან სამწუხაროა, ღმერთმა მოგცეს ნებისყოფა, მას კიდევ გონება გაუხსნას, რომ თვითონაც მეტნაკლებად ასაკი აქვს და თავის ნერვებსაც გაუფრთხილდეს

  • @4030-h7v
    @4030-h7v 10 месяцев назад

    ❤❤❤❤❤

  • @takoqursua5429
    @takoqursua5429 9 месяцев назад

    ძაან ძნელია როგორ მესმის რთულია ისმინო ადამიანმა ამდენი ნეგატიური საკუთარ თავზე ძალიან ძნელია ძალიან ცუდად მოქმედებს ნინი ადამიანზე მსგავსი სიტყვები გინდა არ გინდა გრჩება ცუდად გონებაში და ისევ შენზე იმოქმწდებს ცუდად ნერვები გიფუჭდება ხასიათი ნერვები არ ვიცი ძაან ძნელია❤

  • @nanaasatiani7388
    @nanaasatiani7388 10 месяцев назад

    ნინი ❤

  • @მონიკამჟავანაძე

    Exla am videos tviton lia ar naxavs? Ase tavisuplad rom laparakob . Vinmem rom miutanos ena mere xo uaresi ambavi atyreba .

    • @NiniKvirikeVlogs
      @NiniKvirikeVlogs  9 месяцев назад

      შეუძლია ნახოს რა პრობლემაა, მე არაფერს ვიგონებ

  • @AnaAna-jn1wg
    @AnaAna-jn1wg 9 месяцев назад

    ნინი ძაალიან ნათლად და კარგად მესმის შენი😏 სიმშვიდეს გისურვებთ შენც და ლიასაც❤️

  • @natianatia189
    @natianatia189 9 месяцев назад +1

    რა გირჩიო ნინი არ ვიცი.ლია დეიდას ნამდვილად რამე დამამშვიდებელი ჭირდება მაგრამ თუ არ უნდა ძალით და მოტყუებით ხო ვერ დაალევინებ.მოთმინებას გირჩევ მაგრამ ვიცი ძალიან რთულია.წარმოუდგენელია რასაც ყვები.❤

  • @მაღალდაძემაღალდაძე

    Ukacravad lia vin aris tqveni?

  • @viola-fu2zt
    @viola-fu2zt 10 месяцев назад +4

    ლიამ უნდა შეიგნოს ბოლოს და ბოლოს, რომ მას საკუთარი შვილიც რომ ჰყოლოდა, შეიძლება მისგან სრულიად და რადიკალურად განსხვავებული ყოფილიყო ხასიათით.
    ნებისმიერი მშობელი უნდა იყოს ამისთვის მზად.
    შენ უნდა მოირგო ასე ვთქვათ „ ჯავშანი” და უფლება არ მისცე ლიას, გაგანადგუროს ფსიქოლოგიურად. სწორი პოზიცია გაქვს, შენ შენს ოჯახს სჭირდება და ეს შენი ცხოვრებაა და არა ლიასი.
    საშინელებაა ასეთ ადამიანთან ერთად ცხოვრება. ფსიქოლოგი არ სჭირდება მაგას, რომ უნდოდეს, ნებისმიერი შეგნებული ადამიანი შეიგნებს მარტივად.წაიკითხოს ლიამ სულხან-საბას იგავ- არაკი “ ორმოში ჩაგდებული მეფე” ,იქნებ მიხვდეს, რომ ეგ მასაც ეხება( ეს ნახევრად ხუმრობით)

    • @NiniKvirikeVlogs
      @NiniKvirikeVlogs  10 месяцев назад +12

      მაგის დაჯერება არ უნდა, ამბობს რომ მე დედაჩემის და მამაჩემის შვილი ვარ, (უკვე დედაჩემსაც გადასწვდა) და სხვანაირი ვერ ვიქნებოდი(ანუ კარგი ანუ მისნაირი). შვილი კიდევ იქნებოდა მისნაირი ასე გონია. ვეიბნები შეხედე ჩემს სამ შვილს არ გვანან ერთმანეთს არც მე, არ იცხოვრებენ ჩემი სურვილებით, თუ ასე სულს ამოვხდი წავლენ. ამ ყველაფრის შემყურე არც გავეკიდები თუ ასეთი გავხდები მეც ოდესმე რომ ჩემს შვილს სიკვდილი ვანატრებინო, ქმრის და შვილების თვალწინ დავამცირო, როცა სხვად ვერ ეუბნება რა არ მოსწონს მაშინაც მე მლანძღავს, როგორც კი პატარა სტრესი აქვს ჩემზე იმშვიდებს ნერვებს.
      ახლა სულ ვეუბნები რომ არ მინდა მასთან დიალოგი, რადგან აზრი არ აქვს ის სიმართლეს არ ეძებს, როგორც კი დაანახებ რომ ცდება სულ სხვა თემასა და სიტუაციაზე გადახტება და ასე შეუძლია დაუსრულებლად, კარგად ხდება მე კი პირიქით.
      კონტროლი შეუძლია, უცხოს არ ანახებს, კამერაზე ისე არ იტყვის როგორც ამბობს, ვინც იცის არ მოუთმენს არც მასთან არ აკეთებს. ჩემთან იცის რომ გასდის მთელი ცხოვრება სხვადადხვა მიზეზების გამო.
      მაგრამ ახლა მორჩა აღარ გავაყვანინებ თავისას უკვე 31 წელია ჩემზე ძალადობს ფსიქოლოგიურად სიყვარულის სახელით, ამის მერე ადგება წავა პოლს მოგვის, ვაშლს იყიდის და მორალზე ილაპარაკებს.
      აღარ მოვუთმენ, აღარ მოვუსმენ, აღარ გავუტარებ, აღარ ვარ პატარა დაუცველი ბავშვი, გავიზარდე და კმარა, უფლება მაქვს ვიყო ვინც ვარ !
      უჰ გული ამოვაყოლე 🥹

    • @viola-fu2zt
      @viola-fu2zt 10 месяцев назад +2

      გულის ამოყოლება საჭიროა ზოგჯერ😊 რა გირჩიო, ქვემოთ წერ, რომ ლაპარაკს აზრი არ აქვსო,თორემ მაგას გირჩევდი.ლიამ გაგზარდა და ამისთვის დარწმუნებული ვარ, მისი მადლობელი ხარ. მაგრამ თუ ადამიანმა ცხვირში ამოგადინა სიკეთე, სიკეთის ფასი იკარგება. მშობლებსაც არ აქვთ ამის უფლება. სამწუხარო ისაა, რომ ლია, თავისი შეუმდგარი ახალგაზრდობის შემდეგ( თვითონ თვლის ასე, როგორც გავიგე), არ ირჩევს ტკბილ სიბერეს. ხომ შეიძლება იყოს თბილი და ტკბილი ბებია შენი შვილებისთვის . ეგენი ისეთი ბავშვები სჩანან, არა მგონია, არ დააფასონ თბილი მოქცევა.აქ ვგულისხმობ შენთან ლიას ქცევას და არა ბავშვებთან მიმართებაში.დედის შეურაცხყოფას კი რამდენი ხანი აიტანს ბავშვების ფსიქიკა, ეგ კიდევ სხვა საკითხია. ბავშვი ყოველთვის დედის მხარეზე იქნება.მართალი ხარ, არ გააყვანინო შენთან ასეთი მოპყრობა. შენთვის მთავარი შენი ოჯახის ინტერესები უნდა იყოს, იმიტომ
      რომ მაგათზე შენ ხარ პასუხისმგებელი. თქვენ ხართ პატარა სახელმწიფო😊
      წვრილმან საყოფაცხოვრებო საკითხებში კი დაუთმე ზოგჯერ, მაგალითად ცხოველების საკითხში😊😍

    • @NiniKvirikeVlogs
      @NiniKvirikeVlogs  10 месяцев назад +5

      @@viola-fu2zt კი მასეთებს დავთმობ, ძალიან სწორად აზროვნებ, სწორედ მასე თვლის რომ დაკარგა ცხოვრება და ამას დედაჩემს და მე გვაბრალებს. მისი ყველაზე ხშირი ფრაზაა: "დარჩენილიყავი შენს ფუძეზე(მამაჩემთან) რას მოდიოდი ჩვენთან, შენ რომ არ შემოგვარდნოდი მეც გადავრჩებოდი და შენც". არ ირჩევს ტკბილ სიბერეს, არ შეუძლია რომ ყველაფერი კარგად იყოს. არ შეუძლია ადამიანი მიიღოს როგორიც არის, არც თავისი თავი არც სხვა, ყველა უნდა თავად რომ ხედავს ისეთი იყოს და თუ არ ხარ როგორც მას უნდა ამას აბრალებს ხან უსიყვარულობას ხან უარეს მიზეზებს.
      მე ერთი ვიცი ზუსტად ეს სიარული და ჩემი ლანძღვა უნდა მორჩეს. აღარ გავატარებ ამას.

    • @viola-fu2zt
      @viola-fu2zt 10 месяцев назад

      ნუ, ასეთი ტიპის ფრაზები ( შენ რომ არ შემოგვარდნოდი- ვინ, ბავშვი?!)უკვე იმას ჰგავს, რომ თითქოს შეგნებულად უნდა ტკივილის მოყენება. როგორც იხვს არ ეკარება სისველე, შენც ასე უნდა იყო და არ მოაშლევინო ნერვები.ისე მოიქეცი, როგორც ამბობ.არაფერი აღარ გაატარო.

  • @shorena214
    @shorena214 10 месяцев назад

    Rogor mesmis shenii nini 😢araushavs yvelaferi kargad iqneba❤

  • @4030-h7v
    @4030-h7v 10 месяцев назад +3

    ვინ არის ლია თქვენი?

  • @capricorn_girl1
    @capricorn_girl1 8 месяцев назад

    რა ჭკვიანი გოგო ხარ და რა სწორად გამოგაქვს დასკვნები…

  • @user-lw4ym5gf1dნინიკო
    @user-lw4ym5gf1dნინიკო 10 месяцев назад +2

    არ ვიცი რა გითხრა😢ვწუხვარ😢ვერაფერს ვერ იზამ სამწუხაროდ.❤ძალიან რთულია🥺

    • @user-lw4ym5gf1dნინიკო
      @user-lw4ym5gf1dნინიკო 10 месяцев назад

      მანდ ხომ ბავშვები არიან და მაგენი მაინც შეიცოდოს😔

  • @tamrikogewadze4847
    @tamrikogewadze4847 10 месяцев назад

    💞💞💞💞💞

  • @tamo-tamo6964
    @tamo-tamo6964 10 месяцев назад

    რართულია ნინი და როგორ მესმის შენი.იყო პერიოდი მეც ასეთ ადამიანთან ვცხოვრობდი,სამწუხაროა ზუსტად ის რო ეს ადამიანი შენი ოჯახის წევრია,მესმის ძალიან რთულია.ვისაც არ გამოუცდია ვერ მიხვდება.

    • @salomemdinaradze5608
      @salomemdinaradze5608 10 месяцев назад

      მეც ვეთანხმები ძალიან რთულია. ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი 😔😕

  • @qetaemiridze9014
    @qetaemiridze9014 10 месяцев назад +1

    მალე ალბად იმასაც დამადლის მის ბინაში რომ ცხოვრობ და ეს ძალიან ცუდიაა

  • @barbarebabiko8714
    @barbarebabiko8714 10 месяцев назад +6

    როგორ მესმის ნინი 10 წელია ეგეთი ტოქსიკური ადამიანი არსებობს ჩემს ცხოვრებაში ალერთად არ ვცხოვრობთ მაგრამ ის შორიდანაც არ მანებებს თავს იქედანაც არ მანებებს თავს და ახერხებს რომ ჩემი ცხოვრება ყოველთვის დამიყენოს თავდაყირა ღმერთო როგორი რთულია ვისაც არ გამოუცდია 1 კვირაში ისე მოგექცევა ვითომც არაფერი მომხდარა

    • @NiniKvirikeVlogs
      @NiniKvirikeVlogs  10 месяцев назад +2

      კი გეგონება საერთოდ არაფერი არ ყოფილა რომ გაუვლის ეს პერიოდი, მაგრამ მერე მე არ შემიძლია მასე

    • @barbarebabiko8714
      @barbarebabiko8714 10 месяцев назад +2

      @@NiniKvirikeVlogs არც მე შემიძლია. ისე ვერ მოვიქცევი თითქოს არაფერ მომხდარა მე კი მას ვერაფერს ვეუბნები რადგან ამით ჩემს ძვირფასს ადამიანს გულს ვატკენ. დამიზიანდა ფსიქიკა და ჩემი თვით შეფასება დაიყვანა 0 ზე

    • @NatiaGiorgadze-yq2mu
      @NatiaGiorgadze-yq2mu 10 месяцев назад +1

      მეც ჩემი თავი დავინახე ეც მყავს ესეთი ოჯახის წევრიამ ეტაპზე ერთად არ ვცხოვრობთ მაგრამ მისი ერთი ზარია საკმარისი რომ მე და ჩემ ქმარს დაგვეძაბოს ურთიერთობა უკმაყოფილება მოგვივიდეს.როცა ერთად ვცხოვრობდით დღეში 3 ცხარე ცრემლით მატირებდა და ოც წუთში ისე იქცეოდა ვითმ არაფერი არ მომხდარა. ღმერმა გაძლება მოგვცეს ასეთ ცხოვრებას არავინ იმსახურებს

    • @fhoenix8387
      @fhoenix8387 10 месяцев назад

      მესმის თქვენი❤ ​@@NiniKvirikeVlogs

  • @რევაზიკიკნაველიძე

    მაგარი მანფილოსანი ბრძანდები

  • @anisaginashvili4799
    @anisaginashvili4799 10 месяцев назад +3

    რატომ წამოიყვანე ახალ სახში?

    • @makaesakia4012
      @makaesakia4012 9 месяцев назад +1

      Lias saxlia da ras qvia rato wamoiyvana.lias gazrdilia irive saxli liasia.cudad iqceva lia xandaxan ki magram ra qnas isic codoa daesec .

    • @HenohamHenoham
      @HenohamHenoham 9 месяцев назад

      ​​@@makaesakia4012რასაც ვაკვირდები ლია მოსიარულე პარაზიტია, ობობა! ადამიანის სასიცოცხლო ენერგიით იკვებება და როგორც ჩანს ასე იკვებებოდა ნინის დედის პრანას ენეგიიდანაც...
      მიკვირს ნინიმ აქამდე როგორ გაუძლო?!
      მაგრამ ნინი თუ მოინელა, ნინის შვილების და მათი მომავალი ოჯახების სახით, სასიცოცხლო ენერგიით კვება არ მოაკლდება ანუ თავად იმდენად დაცლილი ქალია, რომ პარაზიტულად სხვისი სასიცოცხლო ენერგიის მისაკუთრების ხარჯზე ივსება და შემდეგ მოდის ენერგიაზე სანამ ისევ დაიცლება და ისევ თავიდან იპარაზიტირებს.
      გაუშვი ნინი ნუ აწამლინებ თავს!
      დაიჯერე არაფერი მოუვა, ეგეთები ასწლიანები არიან, რადგან სინანული არ იციან და არც სინდისის ქეჯნა არ აქვთ.
      მაგათთვის "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია," ცრემლები და შეცხადება მხოლოდ სენტიმენტალიზმის გამოხატულებაა, სენტიმენტები კი გამრუდებული ტვინის ნაყოფია და არა გულწრფელი ემპათია.

    • @anisaginashvili4799
      @anisaginashvili4799 9 месяцев назад

      @@makaesakia4012 ყოფილიყო ის იქ,ერთმანეთი კი არ უნდა დაეკარგათ

  • @NiNI_NINI07
    @NiNI_NINI07 10 месяцев назад

    ნინი ვერ გეტყვი უმას რომ გაუგე და გამოსწორდება თქო ორივემ ვიცით რომ ის აღარ შეიცვლება ❤
    უბრალოდ გეტყვი რომ გაძელი , გაუძელი ამ უკმეხ სიტყვებს და ლანღვას შენი შვილების გამო არ მისცე შენი თავი დეპრესიას ❤ ჩვენ შენთან ვართ და გამხნევებთ და გაგამხნევებთ კომენტარებიდან❤❤❤❤

  • @elenenadiradze247
    @elenenadiradze247 9 месяцев назад +1

    Ra dzunwia eg lia,eget adamianebs bevri dzagli sjobs!!! Adamians rom 2lukma dagenaneba sxvistvis ra adamiani xar 0✓

  • @takoqursua5429
    @takoqursua5429 9 месяцев назад

    ამხელა შვილები გყავს რატო ისმინონ დედია ლანძღვა გამართლება ის არის შენგან რომ მარტო არ დატოვე და შენი ქმარ შვილებით არ გადახვესი ცალკე იმის მიუხედავად რომ ასე გექცევა მეტად უნდა დაგაფასოს

  • @tamaradokvadze3500
    @tamaradokvadze3500 10 месяцев назад

    Nini rac ypro gaatareb erti kyridan meoreshi ypro mogeshveba sad gcalia mag sisylelebistvis 3 angelozi gkavs gasazrdeli gisyrveb iko bednieri mteli cxovrebis mandzilze

    • @NiniKvirikeVlogs
      @NiniKvirikeVlogs  10 месяцев назад

      ვცადე მაგრამ მერე საერთოდ აღარ ჩერდება აღარც დღე

    • @HenohamHenoham
      @HenohamHenoham 9 месяцев назад

      ​@@NiniKvirikeVlogsნინი შვილებზეც მოქმედებს, მათ ფსიქიკაზე ეგ აუტანელი მდგომარეობა და სანამ შენს შვილებს აევსებათ მოთმინება და გადაეკეტებათ ტვინი, მანამ თავად იმოქმედე და მოიცილე ან მოუკეტე ქაქის მფრქვეველი საინფორმაციო ღრუ, საიდანაც მხოლოდ მადლიერება და სიყვარული უნდა ამოდიოდეს შენს მიმართ და რადგან ამას თავად ვერ ხვდება, მიახვედრე!

  • @natiabalieva2055
    @natiabalieva2055 9 месяцев назад

    ცუდია ჭამა და ეკრანი ერთად , ეკრანი ზოგადად ცუდია, კი იცი ალბათ. მაგრამ , თან ჭამა, თან ეკრანი ,,, დამღუპველია ამ ასაკში ...

    • @natiabalieva2055
      @natiabalieva2055 9 месяцев назад

      გაგზარდა, მაგრამ ეგ არ გავალდებულებს რომ მასთან იცხოვრო და მუდმივად ისმინო არ მოსასმენი... მარტო თუ გადავა ეს არაა ტრაგედია ან უმადურობა...