კლდისუბნის წმ გიორგის ეკლესია

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 15 окт 2024
  • კლდისუბანი ქვემო კალაში კლდის დამრეც ფერდზე გაშენებული ისტორიული უბანია. ეს დასახელებაც ამ ადგილმდებარეობის გამო ეწოდა მას. კლდისუბანი თბილისის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილია. აქ ჯერაც შემორჩენილია ქუჩათა ძველი ქსელი - კლოდავნ რელიეფს მისადაგებული ვიწრო და დამრეცი ქუჩები და კიბე-ქუჩები, არაერთი ძველთბილისური საცოხვრებელი სახლი.
    თბილისის ისტორიულ ადგილას, კლდისუბანში კლდოვან ფერდობზეა შეყუჟული წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. გომის ქუჩიდან მისკენ ქვის კიბე-ქუჩა მიემართება. კიბის ბოლოში კი პატარა ეზო, მყუდრო სავანეა შემოსაზღვრული, რომლის სიღრმეშიც კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია კლდეს მერცხლის ბუდესავით ეკვრის. ძველ წყაროთა ცნობით, კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია მეფე ვახტანგ გორგასლის მიერაა დაარსებული და იწოდებოდა დედაციხის ეკლესიად. ჩვენამდე კი ამ ტაძარმა XI ს-ნის გეგმით მოაღწია.
    კლდისუბნის წმინდა გიორგის ტაძარი საკმაოდ მცირე ზომისაა და სახლებს შორის მკვეთრად არ გამოიყოფა. ამიტომ მისი მცირე ზომის ცრუ გუმბათის მწვანე ჭიქური ერთგვარ ,,შუქურად” აღიქმება. კლდისუბნის წმ. გიორგის ტაძარი ერთის მხრივ ბეთლემის ტაძრებს გასცქერის, მეორეს მხრივ კი ნარიყალას ციხესა და წმ. ნიკოლოზს ეპასუხება.
    თანამედროვე ეკლესიის შიდა სივრცე ნახევარწრიული შეისრული კამარითაა გადახურული: იგი ეფუძნება ორ წყვილ, ერთსაფეხურიან ფართო პილასტერსა და საბჯენ თაღებს. აღმოსავლეთით ტაძარს ვიწრო ნახევარწრიული აფსიდი აქვს დატანილი, რომელიც კონქით მთავრდება, თვით კონქის სივრცე შეისრული კამარითაა შეკრული. ეკლესიას ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ორი შესასვლელი აქვს. დასავლეთის თაღიანი კარის თავზე, ასევე მის ზემოთ, ფრონტონის ქვეშ, გოლგოთის ჯვარია გამოსახული.
    ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის გეგმაზე, ტაძრის დასავლეთით, შესასვლელის წინ იდგა სამრეკლო. უფრო თანამედროვე პერიოდში ტაძრის ჩრდილოეთის ფასადზე არაკანონიერად მიშენდა საცხოვრისები. მეტიც, 1923-88 წლებში, საბჭოთა პერიოდში, ღვთისმსახურება აკრძალული იყო. კომუნიზმის ეპოქაში კლდისუბნის „წმ. გიორგის“ ეკლესიაში მოწყობილი იყო თოჯინების და ლაქის საამქროები, კრივის დარბაზი, არაქართველი მოსახლეობა კი მას საბანკეტო დარბაზად იყენებდა, იყენებდნენ სამტრედედაც.
    ვიზუალურად, ტაძარში რამდენიმე სამშენებლო ფენა შეინიშნება. დარბაზული ტაძარი XVII საუკუნეში მოლურჯო- მონაცრისფრო მოჭიქული კრამიტით გადაუხურავთ. არსებული ტაძარი თავდაპირველ გეგმაზე დაყრდნობით მეფე თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ის მეფობის ხანას განეკუთვნება. საკულტო ნაგებობა ერთნავიანი გეგმითაა შემონახული.
    საკურთხევლის მკვეთრად გამოხატული ნალისებრი ფორმა , აღმოსავლეთის კედელზე მიდგმული სატრაპეზო, გამოვლენილი სტატიგრაფია და ისტორიული მოანცემები მის აშენებას V-VII საუკუნეებით ათარიღებს.
    2007 წელს კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიაში მერაბ ძნელაძის ხელმძღვანელობით არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა. მეცნიერთა ჯგუფმა ამ დროს ძველი - ადრეული ეკლესიის საკურთხევლისა და კედლების ნაშთები გამოავლინა. იგი უფრო მომცრო ზომისაა და განსხვავებული არქიტექტურული გეგმით აშენებული. ძველი ეკლესიის დანგრევა კი არაბობის ექსპანსიის გაძლიერებას უნდა უკავშირდებოდეს. ტაძარი იმ პერიოდში აღუდგენიათ, როცა დავით აღმაშენებლმა სამეფო რეზიდენცია თბილისში გადმოიტანა.
    ძველი ტაძარი მომცრო ზომის ორნავიან ეკლესიას წარმოადგენდა. ინტერიერში დარჩენილია ნალისებრი ფორმის ძველი საკურთხეველი, რომელიც ოდნავ გადაშლილია და შვერილ აბსიდიან ეკლესიას წარმოადგენს. არსებული კლდოვანი რელიეფიდან გამომდინარე შესასვლელი მხოლოდ დასავლეთით ჰქონდა.
    1753 წელს ეკლესია გადაუკეთებიათ. მოცულობა იზრდება, საბოლოოდ შეიქმნა წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის ერთნავიანი ბაზილიკა. აღსანიშნავია მშენებლობის ტექნიკა, რაც 16-ე-18-ესაუკუნეებში ქართლსა და კახეთში არსებული თანამედროვე ხუროთმოძღვრების ტრადიციას ესადაგება, ხოლო საბჭოთა პერიოდში XIX საუკუნის დასასრულს ეკლესიის განახლებისას, თაღში მრგვალი ჭრილი გაკეთდა დაზემოდან „ცრუ გუმბათი“ დაიდგა ,ხოლო სახურავის კეხის დასავლეთ კუთხეზე გუმბათისავე ფორმის ვიწრო სამრეკლო აიგო.
    კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ მწირი და აშკარად არასრულყოფილი მონაცემებია გავრცელებული. მოგვიანებით ჩნდება სამრეკლოს მაღლა ჩასმული ორენოვანი წარწერა, სადაც არის ინფორმაცია ტაძრის აღმშენებლის შესახებ, ასევე ეკლესიის აგებისა და განახლების თარიღთან დაკავშირებით.
    კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ახლად დაწერილი ისტორია სარკეა ჩვენი განწირული სულისკვეთების. ტაძრის წინამძღვართან ერთად მრევლიც აქტიურად ჩაერთო ტაძრის განახლებასა და კეთილმოწყობაში . დღემდე უანგაროდ იხატება ფრესკები ერთ-ერთი მათგანის მიერ. ტაძარს თავდაცვითი ფუნქციის გამო გარშემოსავლელი არ გააჩნდა. ამიტომ გაიჭრა სამხრეთ ფასადს მიბჯენილი კლდე, გამოთავისუფლდა კლდის გული, რომელსაც თაღის ფუნქცია მიენიჭა. ეს თაღი ორივე მხრიდან რელიეფური ბოლნური ჯვრებითაა დამშვენებული. სწორედ ამ თაღს გავყავართ ტაძრის აღმოსავლეთ ფასადისკენ სადაც ულამაზესი ხელოვნური ჩანჩქერია მოწყობილი. კეთილმოწყობილია ტაძრის მთლიანი ეზო. ტაძრის ჩრდილოეთით სივრცეა, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედი იშლება.

Комментарии • 1

  • @xatunadavitiani4024
    @xatunadavitiani4024 Год назад

    🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤