რომელ საქმეში ინვესტირებაა ყველაზე მომგებიანი?

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 15 окт 2024
  • ჩემი დღის რიცხვი იქნება წლის ანგარიში, თუ რომელ საქმეში ინვესტირებაა საშუალოდ ყველაზე მომგებიანი. ამის დეტალური ანალიზი ფორბსის მომდევნო ნომერში გვექნება, ახლა კი სექტორებზე ვკონცენტრირდეთ ამ კითხვისთვის პასუხის გასაცემად. პატარა შესავალს გავაკეთებ:
    როდესაც ადამიანს ბიზნესის დაწყება ან არსებული ბიზნესის გაფართოება უნდა, პირველ რიგში ფიქრობს, რისი კეთება ჯობია, სად იშოვის ყველაზე მეტ ფულს, ანუ სად იქნება მოგება ყველაზე მაღალი. შესაბამისად, იმის ცოდნა, თუ ეკონომიკის რომელი სექტორია ყველაზე მომგებიანი, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რთულად მოსაპოვებელი ინფორმაციაა. ამის გასაგებად უნდა იცოდე, კონკრეტულ სექტორში კაპიტალის რა მოცულობაა ინვესტირებული და რამდენია სექტორის ჯამური მოგება.
    საქართველოში არ არის აღრიცხული ყველა სექტორის კაპიტალი. შესაბამისად, რთულია განსაზღვრო, რომელი დარგი უფრო მომგებიანია. თუმცა, არსებობს სხვა მეთოდებიც, რომლებიც ბოლომდე ზუსტ სურათს არ გვაძლევენ, მაგრამ შეგვიძლია დავეყრდნოთ. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურის და სექტორული ეკონომიკური ზრდის შესწავლა.
    ეკონომიკის დარგების, ანუ სექტორების ზრდის ტემპი, აღნიშნული დარგების მომგებიანობის ირიბი მაჩვენბელია. თუ კონკრეტული დარგი სულ უფრო მეტ პროდუქციას ქმნის, ლოგიკურია იმის დაშვება, რომ ეს დარგი მიმზიდველია ინვესტირებისთვის.
    და აი აქ მივდივართ ჩვენი დღის რიცხვთან. 9.9.
    2016 წელს ყველაზე მაღალი ზრდა (9.9%) სასტუმროების და რესტორნების სექტორში დაფიქსირდა (ცხრილი 2). შემდეგ მოდის საფინანსო საქმიანობა 9.3%-იანი ზრდით. მე-3 ადგილზე მშენებლობაა 8.1%-ით ზრდით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშენებლობის სექტორში 2-ჯერ მეტი ღირებულების პროდუქცია შეიქმნა, ვიდრე საფინანსო საქმიანობაში. 7.6%-ით და 6.7%-ით გაიზარდა სამთომომპოვებითი მრეწველობის და უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორები. თუ 2015-2016 წლების საშუალო ზრდის ტემპს ვნახავთ, პირველ ადგილზე სამთომომპოვებითი მრეწველობაა 15%-ით, შემდეგ მოდის მშენებლობა 10.8%-ით და საფინანსო საქმიანობა 9.8%-ით.
    2016 წელს სოფლის მეურნეობის სექტორი არ გაზრდილა და 2015 წლის წლის დონეზე შენარჩუნდა. 0.2%-ით შემცირდა კავშირგაბმულობა, ხოლო 0.9%-ით ტრანსპორტი.
    სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო საქმიანობა და მშენებლობა ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორებია. ზრდას ამ სექტორების საქმიანობაზე/პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს, რაც ამ სექტორებში ჩადებული ინვესტიციების მომგებიანობას უწყობს ხელს. ამასთან, ეს სამი სექტორი ერთმანეთთან გარკვეულ კავშირშია, მშენებლობის ზრდა ძირითადად საბანკო სესხებზე დაყრდნობით ხდება. სასტუმროების და რესტორნების მომსახურების ზრდისთვის კი გადამწყვეტი ფაქტორია ტურიზმის ზრდა, სადაც საქართველოს ბოლო პერიოდში კარგი ტენდენცია აქვს, განსაკუთრებით ბოლო 1 წელიწადში. იანვარ-მარტში ტურიზმი 26%-ით გაიზარდა. ასეთი ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში სასტუმროებსა და რესტორნებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც დარგში მომგებიანობის ზრდის წინაპირობა იქნება.
    ზოგადად, დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალმომგებიან დარგებად მაღალი ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული მომსახურება ითვლება, რაც საქართველოში თითქმის არ გვხვდება. შემდეგ მოდის საფინანსო საქმიანობა, განსაკუთრებით ინვესტიციების მართვა.
    შოთა დიღმელაშვილი
    საქმიანი დილა
    26/04/2017

Комментарии • 1