მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 9 фев 2025
  • მთელი მსოფლიო ხვალინდელი დღის მოლოდინშია.
    არაერთი ვირტუალური შეხვედრის შემდეგ უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკებები პირისპირ ფორმატში გაგრძელდება.
    ხვალ, დილის ათ საათზე ორი ქვეყნის დელეგაციები ერთმანეთს შუამავალ ქვეყანაში, თურქეთში შეხვდებიან. სტამბოლში უკვე ჩავიდნენ რუსეთის წარმომადგენლები. დიდი ალბათობით, შემადგენლობა იგივე იქნება, როგორც ბელარუსში გამართული შეხვედრების დროს იყო. ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეთანხმების შანსზე საუბრობს. მოსკოვი მთავარ პირობად უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს, დემილიტარიზაციას, დენაციფიკაციას და ნატოსთან ქვეყნის დაახლოების პროცესის შეწყვეტას ასახელებს. არანაირი დათმობა სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე - ასეთია უკრაინის პოზიცია. ნეიტრალიტეტზე საუბარს კიევი დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა გარკვეული პირობებით, მათ შორის უსაფრთხოების მყარი გარანტიით.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии • 19