ქართული ხმები - თავისუფლება ლომთა ხვედრია / Georgian Voices - Tavisufleba Lomta Xvedria

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 17 окт 2024
  • Album: Saiubileo Albomi
    Year: 2013
    Composer: M. Charkviani
    Lyricist: Dz. Charkviani
    Spotify: spoti.fi/37z2PkJ
    Amazon: amzn.to/3jKiXFE
    Itunes: apple.co/3AvRA9a
    Facebook: / qartulikhmebi
    Subscribe: bit.ly/2U3WpqJ
    ©℗ GMI Rights Management
    www.GMI.ge
    ქართული ხმები - ვოკალური ანსამბლი, საქართველოს სახელმწიფოს პრემიის ლაურეატი. ცნობილი არიან რეპერტუარებით როგორიცაა : მრავალჟამიერი, მოვა მაისი, ბეჩა ყირამალა, კარგი ხარ გოგოვ, მზე შინა და მზე გარეთა, დილა მშვიდობისა რა ლამაზად თენდები და ა.შ.
    მათ კოლაბორაცია ჰქონდათ არტისტებთან, როგორებიც არიან:Bobby McFerrin, ნიაზ დიასამიძე, ნატო გელაშვილი, ზვიად ბოლქვაძე , მერაბ სეფაშვილი, ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნანი ბრეგვაძე და მამუკა ჩარკვიანი.
    „ქართული ხმების“ სიმღერა გამოირჩევა ეროვნული თვითმყოფობით, მაღალი პროფესიული კულტურით, თავისებური მანერით. საქართველოს ყველა კუთხის უძველესი ხალხური სიმღერების გარდა რეპერტუარშია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები, რომლებიც არიან: ლილიკო ნემსაძე, ქეთი გაბისიანი,ჯუმბერ ამანათაშვილი, ზვიად ბოლქვაძე
    სიმღერის ტექსტი:
    მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი,
    დადგეს ყიჟინის კორიანტელი,
    რომ საქართველოს რწმენის აკვანი
    კვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი.
    მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი,
    მტერს ავით თვალი დაენისლება,
    ვინც ჩვენ ერთმანეთს უცებ გაგყვარა,
    სატრფოსთან შეყრას არ ეღირსება.
    თუ გამარჯვება არის მიზანი,
    დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად.
    მამულისათვის, მამულისათვის,
    ძმებო, სიკვდილი ან გამარჯვება!
    მოსჩანს, ამოდის მთვარე სამოთხის,
    ტყვია მიზანში მოსახვედრია.
    თავისუფლება ისე არ მოდის,
    თავისუფლება ლომთა ხვედრია.
    თავისუფლება ლომთა ხვედრია.
    როგორ დაცხრება, როგორ დაცხრება
    თავისუფალი ხალხის ბუნება?!
    თავისუფლება და აღტაცება
    დაუცხრომლობით აღესრულება.
    მამულისათვის, მამულისათვის
    ტყვია მიზანში მოსახვედრია.
    თავისუფლება ისე არ მოდის,
    თავისუფლება ლომთა ხვედრია.
    თავისუფლება ლომთა ხვედრია.
    #GeorgianVoices #ქართულიხმები #Грузинскиеголоса
  • ВидеоклипыВидеоклипы

Комментарии • 18