İzmir - პროპაგანდა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 10 сен 2024
  • ვინც არ იღვიძებს ის ტალღის ტყვეა
    ჩვენთან გაისმის სროლის ხმა ხალხში
    ძილი ცოდვაა გარეთ კი მზეა
    არ გეკადრება დარჩენა სახლში
    წინა რიგებში ვდგავართ მე და შენ
    ვეგებებოდით ჩვენ წვიმას ცეცხლით
    შინ დაბრუნებულს დაღლილს და დაჭრილს
    ძილისწინ მაინც სროლის ხმა მესმის
    ვკითხულობ გულში, დაწერილს ხელზე
    არ დამავიწყდეს მახსოვდეს მუდამ
    ყველა ნაბიჯი მხოლოდ პირდაპირ
    და აღარცერთი ნაბიჯი უკან
    ნაბიჯი წინ და არცერთი უკან!
    ნაბიჯი წინ და არცერთი უკან!
    და შენი მზერა ჰორიზონტს ამსხვრევს
    იქეთ გადასულს გვჭირდება მეტი
    ჩვენ სიმამაცე და თავდადება
    ერთი მიზანი, სურვილი ერთი
    გაიფანტება ღრუბელი შავი
    და შეერთდება ზეცა და მიწა
    და ჩვენ სხეულზე ნასახიჩრებზე
    გამოანათებს ის ცისარტყელა
    ვკითხულობ გულში, დაწერილს ხელზე
    არ დამავიწყდეს მახსოვდეს მუდამ
    ყველა ნაბიჯი მხოლოდ პირდაპირ
    და აღარცერთი ნაბიჯი უკან
    ნაბიჯი წინ და არცერთი უკან!
    ნაბიჯი წინ და არცერთი უკან!

Комментарии • 26